planetanews Posted April 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 23, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/bakuridze3-150x150.jpg“ევრაზია-მედია ცენტრის” ხელმძღვანელი და ყოფილი პოლიტპატიმარი თამაზ ბაკურიძე მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის მოსვლის შემდეგ, ციხეებში მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად, გაუარესდა. ამის შესახებ, თამაზ ბაკურიძემ “ექსპრესნიუსს” განუცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შენდება ახალი საპატიმროები ეს მდგომარეობას მაინც ვერ აკმაყოფილებს. “კალმახელიძის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ქართულ ციხეებში გახშირდა პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობა, ასევე იმატა სიკვდილიანობამ, რაც პირდაპირ კავშირშია საპატიმრო დაწესებულებების და სასჯელაღსრულების ხელმძღვანელების მხრიდან არასათანადო რეაგირებისა და უყურადღებობასთან.” – განაცხადა ბაკურიძემ. მისი თქმით, “პატიმრობის შესახებ” მოქმედი კანონის შესაბამისად, ყველა პატიმარს აქვს სიცოცხლისა და ჯამრთელობის უფლება და ამ უფლების ჩამორთმევა სისხლის სამართლის დანაშაულია. ისმის კითხვა – ვინ უნდა აგოს პასუხი იმაზე, რომ დღეს ციხეებში უამრავი ადამიანი კვდება იმის გამო, სასჯელაღსრულების ხელმძღვანელობა სათანადო რიაგირებას არ ახდენს პატიმრების ჯამრთელობის მდგომარეობაზე. “მე მივმართავ საპარლამენტო უმცირესობას, მიიწვიონ სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობა პარლამენტში და მათგან მოისმინონ განმარტებები, რატომ გაუარესდა ვითარება ციხეებში” – აღნიშნა მან. შეხვედრას უნდა დაესწრონ უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. საჭიროა თითვეულ ფაქტზე მოხდეს რიაგირება და აღიძრას სისხლის სამართლის საქმე იმ პირთა მიმართ, ვისი მიზეზიდაც ციხეებში ადამიანები იღუპებიან. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts