planetanews Posted April 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 23, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/41691795-150x150.jpgსაქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად ემზადება, რომელიც სტრასბურგში 26 აპრილს გაიმართება. ევრპოსაბჭოს ტრიბუნა დებატებისთვის რუსეთ-საქართველოს საკითხების განხილვას სავარაუდოდ კვლავ დაეთმობა და დღის წესრიგის პროექტით 2008 წლის აგვისტოს ომსა და მის შედეგებზე მოსმენა და ჰაიდი ტალიავინის მიერ მომზადებული ცნობილი დასკვნის განხილვაა გათვალისწინებული. რუსეთ-საქართველოს საკითხზე მომხენებლები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლები მათიას ეორში და დევიდ უილშაიერი იქნებიან. შეგახსენებთ, რომ ეორში და უილშაიერი საქართველოში გასულ თვეებში იმყოფებოდნენ, სადაც ოკუპირებულ ზონებშიც შექმნილ ვითარებას გაეცნენ. საგაზაფხულო სესია სტრასბურგში 30 აპრილს დაიხურება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts