Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - შაშიაშვილი: პატარკაციშვილმა მითხრა, რომ კოდუას ლონდონში მიღება მას ტარიელ ონიანმა სთხოვა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/shashiashvili30-150x150.jpgპატარკაციშვილისა და კოდუას ფარული ჩანაწერი პატარკაციშვილმა გადაიღო და დაამზადა.

 

 

მოძრაობა “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი, გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილისა და ერეკლე კოდუას შესახებ გავრცელებულ ჩანაწერზე ინფორმაციას ავრცელებს.

 

 

“სიკვდილამდე 2 დღით ადრე, ჩანაწერთან დაკავშირებით ბადრი პატარკაციშვილს ტელეფონით ვესაუბრე. მან იმ ხუთი ადამიანის გვარი მითხრა, ვინც ჩანაწერი ხელისუფლებას გადასცა. პატარკაციშვილმა მითხრა, რომ მას კანონიერმა ქურდმა ტარიელ ონიანმა დაურეკა და კოდუას მიღება სთხოვა, ისე “თითქოს ის მიდიოდეს მასთან,”- ამის შესახებ თემურ შაშიაშვილმა, დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

 

შაშიაშვილის თქმით, ჩანაწერი რომ ბადრი პატარკაციშვილმა გააკეთა ამას მის საქმეში დოკუმენტაციაც ადასტურებს. მისი განცხადებით, საქმეში დევს კოდუას მონათხრობიც, სადაც ის ყვება, თუ როგორ ვერ აღმოუჩინა პატარკაციშვილის დაცვამ ვიდეო აპარატურა და როგორ შეიტანა ის შენობაში.

 

 

შაშიაშვილის თქმით, იმავე ჩვენებაში კოდუა ჰყვება, თუ როგორ შესთავაზე აივანზე საუბრისას ბადრი პატარკაციშვილმა მას, 5 ადამიანის ლიკვიდაციის გეგმა. პარტიის ლიდერი ეჭვს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩანაწერში არსებობს ოთახში საუბრის მასალა და არ არსებობს აივანზე ჩაწერილი ხმა და კადრები.

 

 

“თუკი ჩანაწერი არა არის ბადრის გაკეთებული და ის კოდუამ ჩაიწერა, მაშინ რატომ ვერ ჩაიწერა მისი საუბარი აივანზე. სხეულზე დამაგრებული ჩამწერი ხომ მას ყველგან თან ექნებოდა. ეს ჩანაწერი ბადრიმ გააკეთა იმისათვის, რომ ის მცირედი დამონტაჟების შემდეგ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გასულიყო, თუმცა იმედის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ, მათ შორის გიორგი თარგამაძემ უღალატა მას და ეს მასალა ხელისუფლებას გადასცა,”_ აცხადებს შაშიაშვილი.

 

 

“თეთრების” ლიდერის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან მასალა ისე იყო დაჭრილი, რომ ის უკვე პატარკაციშვილის წინააღმდეგ მეტყველებდა.

 

 

შაშიაშვილი “იმედის” მაშინდელ მმართველთა ქმედებას მზაკვრობად და ღალატად აფასებს და ხელისუფლებას ტელევიზიების კონტროლში ადანაშაულებს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...