planetanews Posted April 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 23, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_1335-150x150.jpgქალაქ რუსთავში წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პრეზიდენტის რწმუნებულმა ქვემო ქართლში დავით კირკიტაძემ, რუსთავის მერმა მამუკა ჩიქოვანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კახა ბარათაშვილმა, პარლამეტის დეპუტატმა ლაშა მინდელმა კომპანია „რუსთავის წყლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ნოდარ შეროზიასთან ერთად რუსთავში ბალანჩივაძისა და კონსტიტუციის ქუჩებზე წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაობი დაათვალიერეს. ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის რამდენიმე უბანში ერთდროულად მიმდინარეობს და ის შიდა კვარტალურ ქუჩებზე სხვადასხვა დიამეტრის ძველი, ამორტიზირებული მილების მაღალი ხარისხის მილებით შეცვლას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის დაახლოებით მილიონ ცხრაასი ათასი ლარის დახარჯვა იგეგმება. კომპანია „რუსთავის წყალის“ გენერალური დირექტორის მოადგილის ნოდარ შეროზიას განაცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელების გადაწყვეტილება ხშირი ლოკალური ავარიების გამო იქნა მიღებული რაც კომპანიას სოლიდურ ფინანსურ ზარალს აყენებდა. ქალაქის მერის მამუკა ჩიქოვანის განცხადებით ბოლო 4 წლის განმავლობაში ძალიან კარგი შედეგები იქნა მიღწეული რუსთავის წყალმომარაგებაში. „ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ქალაქისთვის წყალის მიწოდება 24 საათიანი გახდა. ქუჩების წყალსადენებისა და კანალიზაციის ქსელების რეაბილიტაციის შემდგომ ბუნებრივია მოხდება უკვე გზის საფარის აღდგენა. თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია”_ განაცხადა ჩიქოვანმა. მისი თქმით, კომპანია „რუსთავის წყალი“ ამ მიმართულებით მუშაობს და აქტიურად ახორციელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. რუსთავის მერი მოსახლეობას წლების მანძილზე რუსთავისთვის დაუსრულებელ პრობლემის წყლის ავარიული გამორთვების, საბოლოოდ აღმოფხვას დაჰპირდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts