planetanews Posted April 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 23, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/ebralidze1-150x150.jpgქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესზე, რომელიც ალექსანდრე ებრალიძის ორგანიზებით, რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში უკვე გაიხსნა, 10 ძირითად საკითხს განიხილავენ. კონგრესი თავად ალექსანდრე ებრალიძემ სპეციალური განცხადებით გახსნა. განსახილველ 10 ძირითად საკითხებში საქართველოს ნეიტრალიტეტი და ურთიერთობები რუსეთთან, ჩინეთთან და ახლო აღმოსავლეთთან შედის. ,,ჩვენი მიზანია სასწრაფოდ ვუშველოთ საქართვლოს. უფრო ადრე უნდა ჩამოვსულიყავით და ადრე შვკრებილყავით. ეს ხალხი საქართველოს პატრიოტი და მკვიდრია და მიმაჩნიამ რომ დაგვეხმარებიან”,- განაცხდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა დეპუტატმა ადა მარშანიამ. ორგანიზატორების განცხადებით, კონგრესზე საქართველოდან 70-მდე სტუმარია ჩამოსული. ზოგიერთი მათგანი უცხოეთის 20 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად, კონგრესში უშუალო მონაწილეობას მიიღებს. რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის, ალექსანდრე ებრალიძის მიერ ორგანიზებულ კონგრესში მონაწილეობას ქართველი ოპოზიციონერებიც მიიღებენ. “ეროვნული საბჭოს” ლიდერები კობა დავითაშვილი, კახა კუკავა და გუგე ცანავა უკვე რუსეთში არიან. პეტერბურგში წავიდნენ “ნეიტრალური საქართველოს” ლიდერი ვალერი კვრაცხელია და ექსპერტი რამაზ კლიმიაშვილიც. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები იგეგმება რუსეთის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ოპოზიციის წევრები ასევე შეხვდებიან ქართული დიასპორისა და საზოგადოების წარმომადგენლებს. ებრალიძის კონგრესში ქართველი პოლიტიკოსების მონაწილეობის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა `ქართველ ხალხთა კონგრესის” ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ხომერიკმა. მისი თქმით, კობა დავითაშვილის და კახა კუკავას თხოვნა ღონისძიებაში მონაწილეობაზე კონგრესმა დააკმაყოფილა. ხომერიკი არც იმას გამორიცხავს, რომ სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილ ორდღიან კონფერენციაზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდეს. რუსეთში გამგზავრებამდე კობა დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ვიზიტის მიზანი რუსეთში ქართული ლობის ფორმირებაა. `როგორც სომხური ლობი მუშაობს მთელ მსოფლიოში, სომხეთის ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე უნდა იმუშაოს ქართულმა დიასპორამ საქართველოს გამთლიანებისა და გაძლიერებისათვის,” – განაცხადა მან. დავითაშვილის თქმით, რუსეთში ვიზიტისას ისინი რუსეთის პოლიტიკურ წრეებთან შეხვედრასაც აპირებენ, როგორც სახელისუფლებო ძალებთან, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ვალერი კვარაცხელიას განცხადებით კი, ეს კონგრესი იქნება მოვლენა საქართველოს ისტორიაში. ქართველი პოლიტიკოსების გამგზავრებას რუსეთში უკვე მოჰყვა შეფასებები. დაგეგმილ კონფერენციას თბილისში რუსეთის სპეცსამსახურების სცენარს უწოდებენ, რუსეთში გამგზავრებულ ოპოზიციის ლიდერებს კი ლუსტრირებულად აფასებენ. ალექსანდრე ებრალიძის მიერ დაგეგმილ’საქართველოს ხალხთა უცხოეთის დიასპორების მსოფლიო ფორუმს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიც გამოეხმაურა. მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ თითქმის ყველა ქვეყნის ქართული დიასპორა აპროტესტებს ებრალიძის ფორუმზე ქართველთა ჩასვლას. ნადირაძემ ასევე აღნიშნა, რომ აპარატში არ წყდება სატელეფონო ზარები და ამ დროისთვის 1000-მდე საპროტესტო წერილია მიღებული. “ქართული დიასპორა 27 მაისს საქართველოში შეიკრიბება, დიასპორის დღეზე და არა რუსეთში ებრალიძის ფორუმზე. სწორედ საქართველოში, თბილისში ისაუბრებენ ისინი სამომავლო გეგმების, საკუთარი მიღწევებისა და პრობლემების შესახებ,”- აცხადებენ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრიეს აპარატში. საქართველოს ხალხთა უცხოეთის დიასპორების მსოფლიო ფორუმი ხვალ, 24 აპრილს დაიხურება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts