planetanews Posted April 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 23, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/images23.jpegტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიამ ეთნოწმენდის ის მასალები განიხილა, რომელთა გაგზავნასაც საქართველოს პარლამენტი ევროსასამართლოებში აპირებს. კომისიის დღევანდელ სხდომას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომაზე მოისმინეს აუდიო მასალების ნაწილი, სადაც თვითმხილველები ქართველთა წამების მძიმე ფაქტებზე საუბრობენ. მთავარი პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძეს განცხადებით, მასალების სამართლებლივი კუთხით კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მასალები დამუშავდება ელექტრონულად და სამართლებლივი კვალიფიკაცია მიენიჭება. კომისიის ხელმძღვანელის შოთა მალაშხიას თქმით, ამ ეტაპზე სულ ჩაწერილია 80 ფაქტი და კომისიაში შესულია 200 განცხადება, მთუმცა ფაქტების შეგროვება კვლავ გაგრძელდება. ,,ოდესღაც მოხდება ქართველების წინაშე ჩადენილი ეთნოწმენდის აღიარება და კონტრიბუციის გადახდა ჩადენილი დანაშაულის გამო’’, – აღნიშნა მალაშხიამ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts