planetanews Posted April 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 23, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/IMG_1641-150x150.jpgსაზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტმა საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვის “ბარომეტრი-2009” ანგარიში წარადგინა. გამოკითხვა ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს მხარდაჭერით საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 1100 – მა ადამიანმა მიიღო. როგორც საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის წამყვანმა მკვლევარმა ანი ქიტიაშვილმა “ექსპრესნიუსს” განუცხადა, გამოკითხვა მიზნად ისახავდა მოსახლეობის დამოუკიდებლობის დადგენას სამოქალაქო აქტიობის, დემოკრატიისა და ლიბელარული ღირებულებების, მასმედიის თავისუფლების მიმართ და სასურველი საგარეო ორიენტაციების იდენტიფიკაციას. “ქვეყანაში არის დემოკრატიული პრაქტიკის დეფიციტი, სამოქალაქო საზოგადოების ხილვადობის სიმცირე და მოქალაქეების აქტიურობის დაბალი დონე. მოსახლეობა აღიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს, მაგრამ ნაკლებად ხედავს ქვეყანაში მათი რეალიზაციის შესაძლებლობას. მცირეა იმ ადამიანების წილი, ვისაც მიაჩნია, რომ ზეგავლენა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღებაში” – განაცხადა ქიტიაშვილმა. მისივე თქმით, უკმაყოფილო ადმიანების ის დიდი რაოდენობა, ვინც თავს უძლურად გრძნობს ზეგავლენა მოახდინოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, ემუქრება ქვეყნის სტაბილურობას. მსგავსი გამოკითხვები საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ 2002, 2006, 2007 და 2008 წლებში ჩატარდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts