Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - გოგა ხაჩიძე: ველისციხეში წყლის მოვარდნა გაწვიმების შემთხვევაშია მოსალოდნელი


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/xachize11-150x150.jpgწყლის მოვარდნა დიდწილად იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი თუ გაწვიმდება და წყალსაცავში წყლის დონე აიწევს.

 

 

ამის შესახებ კახეთში მყოფმა გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ განაცხადა.

 

 

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში ამ დრომდე სტიქიური უბედურების თავიდან აცილების მიზნით, საგანგებო შტაბი მუშაობს.

 

 

გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში წყალდიდობის საფრთხის გამო, გვიან ღამით 700 – მდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

 

 

ძლიერი წვიმის შედეგად სოფელ ჭერემისთავის წყალსაცავში წყლის დონის მომატებამ დამცავი ჯებირი დააზიანა და სოფელ ველისციხეს დატბორვის საფრთხე შეიქმნა.

 

 

რისკის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია საღამოს დაიწყო და დილამდე გაგრძელდა. ველისციხელების ნაწილი მეზობელ სოფლებში ახლობლებთან, ზოგი კი, კულტურის სახლის შენობაში შეასახლეს.

 

 

წუხელვე ველისციხეში გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ჩავიდნენ.

 

 

სოფლიდან მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე ეაკუაციის შემდეგ გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე და კახეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებული გიორგი ღვინიაშვილი ხელოვნური წყალსაცავთან არსებული მდგომარეობის ადგილზე შესწავლის მიზნით ღამე გაემგზავრნენ და ამ დრომდე საფრთხის ადგილზე რჩებიან.

 

 

“წყლის მოვარდნა დიდწილად იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი თუ გაწვიმდება და წყალსაცავში წყლის დონე აიწევს. წყალსაცავში არსებულ მდგომარეობას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აკვირდებიან. გადატვირთული მოძრაობის მიუხედავად, თელავი – თბილისის ავტომაგისტრალზე მოძრაობა თავისუფალია. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის საფთხე აღარ არსებობდეს”. – განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ.

 

 

მისივე თქმით, წყალსაცავი, რომელიც ველისციხეს დატბორვის საფრთხეს უქმნის, 10 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს და 28 მეტრის სიღრმის არის.

 

 

ჭერმის წყალსაცავთან უკვე მუშაობს მძიმე ტექნიკა. ყველაფერს კეთდება, რომ წყალსაცავის ნელი რეჟიმით დაცლა მოხდეს.

 

 

სოფელ ველისციხეში ამ დრომდე მობილიზებული რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი და საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველო. სოფელში სახანძრო და სასწრაფო დახმარების სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...