planetanews Posted April 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 23, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/200912241036-150x150.jpgმშრალ ხიდთან მომხდარი ინციდენტისას დაჭრილი სამი არასრულწლოვანის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. მათ შორის ყველაზე უმცროსი, 14 წლის ლუკა ბაკაევი ამ დრომდე იაშვილის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.დანარჩენი 2 მოზარდი კი პირველ კლინიკურ საავადმყოფოშია და მათი მდგომარეობა ქირურგიული ჩარევის შემდეგ შედარებით სტაბილურია. სამი არასრულწლოვანი ახალგაზრდა დაუდგენელმა პირმა მძიმედ დაჭრა. შემთხვევა თბილისში, მშრალ ხიდთან მოხდა. თვითმხილველების მტკიცებით, დამნაშავე განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა.ეჭვმიტანილსა და არასრულწლოვნებს შორის მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი უცნობია. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. სამართალდამცველები 20-დან და 25 წლამდე ასაკის მამაკაცს ეძებენ. თვითმხილველთა და დაზარალებულთა ჩვენების საფუძველზე შექმნილია ეჭვმიტანილის ფოტორობოტიც. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts