planetanews Posted April 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 23, 2010 გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მოსახლეობის ევაკუაციისას გამოწვეული პანიკის შედეგად, სოფლის მკვიდრი, შუახნის მამაკაცი გულის ინფარქტით თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” კახეთიდან აცნობეს. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პანიკის შედეგად ერთი ადამიანი ზინა აბელაშვილი გარდაიცვალა, კიდევ ერთი მოქალაქემ ინსულტი მიიღო და ის გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული. http://www.epn.ge/wp-content/uploads/200909282959-150x150.jpgსოფელ ველისციხეში ამ დრომდე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ათი ბრიგადა, შს სამინისტროს სპეცრაზმი, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. ამ დროისთვის გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე, კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქადაგიძე გეოლოგებთან ერთად ჭერემში იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ წვიმების შედეგად სოფელ ჭერმის თავში მდებარე წყალსაცავში წყლის რაოდენობა გაიზარდა, დამცავი ჯებირი დაზიანდა და შესაძლოა, რომ წყალი გადმოვიდეს და ველისციხეს გადაუაროს. ჭერმის წყალსაცავი 10 ჰა ტერიტორიას მოიცავს და 28 მ სიღრმისაა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts