Jump to content
Planeta.Ge

განყოფილებაში არჩევნებთAნ დაკავშირებით


Recommended Posts

analgin

ასე, რომ რეალურად სამის მაგივრად 6 მოდერატორს ვიღებთ. მე თუ მკითხავთ ასეთ სიტუაციაში ერთიც საკმარისია,

 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ამ საიტს პატრონი და შემქმნელები საერთოდ ჰყავს???

 

ან მე ვინ ვარ, ან სატურნი ან მაკლარენი და ასე შემდეგ არჩევნების უფლება რომ გვეძლევა??? ხოდა იმ ერთმა გლობალ-ადმინისტრატორმა ადგეს და თვითონ დანიშნოს ეს ერთი ზედამხედველი-მოდერატორი და მორჩება მაგით... ხოლო თუ არჩევანზეა საუბარი კიდევ ვიმეორებ რომ საჭიროა 3 მოდერატორი და თანაც ერთმანეთისგან განსხვავებული მსოფლმხედველობის... რაც ასევე ხელს შეუწყობს სამართლიანობის განვითარებას ამ განყოფილებაში... სასურველია ერთი ქალი მაინც ერიოს... და თანაც აქ მოსული პონტი უნდა იყოს უზერის რეანიმაცია-რეაბილიტაცია რაც უნდა ემყარებოდეს ამ სამთა საერთო კონესუსს...

 

მოდერატორმა წესებით უნდა იხელმძღვანელოს,

 

ხოდა მაგ წესებზე ვთქვი მე ზუსტადაც და რატომღაც სატურნმა თავის დროზე ეს სხვა განყოფილებაში გადააგდო... მას მაგ დროს რატომღაც მხოლოდ სტატისტიკა აინტერესებდა და ვერ აიტანა ერთი-ორი ზედმეტი და განსხვავებული სიტყვა ამ თემაში... ვფიქრობ რომ ეს რადიკალიზმის გამოხატულება იყო რაც აბსოლიტურად უადგილოა ასეთ ფორუმებში...

 

წესები უნდა იყოს მკაცრად განსხაზღვრული და დაკონკრეტებული...

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 974
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ვეფხვი

ხოდა მაგ წესებზე ვთქვი მე ზუსტადაც და რატომღაც სატურნმა თავის დროზე ეს სხვა განყოფილებაში გადააგდო

წესებზე საუბარი ზუსტად იმ განყოფილებაში ხდება ანუ "ფორუმის შესახებ" -ში.

 

წესები უნდა იყოს მკაცრად განსხაზღვრული და დაკონკრეტებული...

მასეა ახლაც, მასე. უკეთესს აგერ ანალგინი შეგვპირდა და ვნახოთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

irene

ბრმად აძლევდნენ ყოველთვის ხმასო, ხომ თქვი? ხოდა აგერ მაგალითად ანალგინიც იმათ შორის ყოფილა ვინც ხმა მისცა, ბრმაა?

ხმას რომ აძლევდა, ბრმად აძლევდა. არ თქვა ახლა არაო. უბრალოდ ზოგს პირადად შეეხო და ამიტომ ინანა. ზოგს რაღაც მომენტში ეჭვი შეეპარა პარტიის სიმართლეში, და ამისთვის ეგრევე ჩარეცხეს. ხოდა ჩარეცხვის მერე სხვა გზა აღარ დარჩა იმის გარდა რომ ოპო გამხდარიყო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მასეა ახლაც, მასე. უკეთესს აგერ ანალგინი შეგვპირდა და ვნახოთ.

 

 

მაგალითებს მოგიყვან იმისას რომ აქ დაკონკრეტებული არ არის ქცევის წესები!

 

2.1. ფორუმელის შეურაცხყოფა. სასჯელი: შეურაცხყოფის სიმძიმის და სიხშირის მიხედვით შეიძლება ვარირებდეს სიტყვიერი გაფრთხილებიდან ერთ კვირიან ბანამდე.

 

შეურაწყოფად რა ითვლება???

 

აკონტროლებს თუ არა მოდერატორი უზერებს შორის პრივატში მიმოწერას და აქვს თუ არა პრივატში შეურაწყოფის გამო დაბლოკვის უფლება???

 

2.2. იარლიყების მიწებება ფორუმელზე. სასჯელი: სიტყვიერი გაფრთხილებიდან ვორნამდე.

 

რას ჰქვია იარლიყის მიწებება??? რომც მიაწებოს რატომ არის ეგ ასე ვთქვათ ,,გრეხი''??? ვიღაცას რომ ვუთხრა ,,შე კოსმონავტოო'' ამისთვის გაფრთხილება უნდა მივიღო???

 

2.3. უცენზურო ლექსიკის გამოყენება არა ფორუმელთა (საჯარო პირები, პოლიტიკოსები) და პოლიტიკური კონფესიების მიმართ. ამ ტიპის დარღვევაზე მოხდება პოსტის რედაქტირება, ფორუმელი კი სიტყვიერად გაფრთხილდება. ფორუმელის მხრიდან იგივე ქმედების არა ერთხელ განმეორების შემდეგ შეიძლება მასზე გაიცეს ვორნი.

 

ეს უკვე ზედმეტობაა!!! ვისთვის პუტინია გმირი და ვისთვის ბუში... ვინ ბუშს აგინებს და ვინ პუტინს... ვისთვის ბინ ლადენია გმირი და ვისთვის ჯორჯ სოროსი... ვისთვის გიტლერია ბელადი და ვისთვის სტალინი... ვინ გიტლერს აგინებს და ვინ სტალინს...

რა მოდერატორის საქმეა არაფორუმელის დაცვა??? მოდერატორი აქ უზერებს შორის არეგულირებს ურთიერთობას თუ ამ ფორუმის გარე წევრებთან??? საზოგადოებრივი აზრის შეასქმნელად არიან ეგენი აქ???

 

2.4. ისეთი თემის გახსნა, რომელიც არ შეესაბამება განყოფილების თემატიკას. ასეთი თემები დაიხურება. განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია გამონაკლისების დაშვება.

 

ეს უნდა მოხდეს ამ თემის გამხსნელის ინფორმირესბის და გაფრთხილების შემდე!!! ... და არა თვითნებურად და ასე რადიკალურად...

 

2.5. ეროვნული და რასობრივი შუღლის გაღვივება, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის შურაცხყოფა და მათი დამცინავი მეტსახელებით მოხსენიება.

 

რატომ მარტო ეროვნული და რასობრივი??? რატომ სექსუალური ორიენტაციის მიხედვით შუღლის გაღვივება არა??? გთხოვთ კონსტიტუციიდან გადმოაკოპიროთ ეს დეფინიცია, იქ კარგად არის ჩამოთვლილი ეს განსხვავებები...

 

2.6. მუქარა ფორუმელზე და აგრესიის გამოვლენა მის მიმართ. სასჯელი: სიტყვიერი გაფრთხილებიდან სამ დღიან ბანამდე.

 

... და რატომ პროვოკატორზე არაფერს სწერთ ამ წესებში???

 

2.7. თემის მიზანმიმართული დაფლუდვა მოდერატორის გაფრთხილების მიუხედავად. სასჯელი სიტყვიერი გაფრთხილებიდან ერთ დღიან ბანამდე.

 

დაფლუდვა რას ნიშნავს???

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხმას რომ აძლევდა, ბრმად აძლევდა. არ თქვა ახლა არაო.

 

იქნებ აძლევდა ვიღაც ხმას შეგნებულად? საიდან იცი, რომ ყველა თვალებზეხელაფარებული ხაზავდა ნაციონალების ნომერს?

თუ რას გულისხმობ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

irene

იქნებ აძლევდა ვიღაც ხმას შეგნებულად? საიდან იცი, რომ ყველა თვალებზეხელაფარებული ხაზავდა ნაციონალების ნომერს?

ანუ ერთგული ამომრჩევლები იყვნენ. შანსი არ იყო რამეში ხელისუფლება გაეკრიტიკებინათ. ნუ როგორც კი ერთ რაღაცაში აკრიტიკებდნენ, ეგრევე ოპოები ხდებოდნენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანუ ერთგული ამომრჩევლები იყვნენ. შანსი არ იყო რამეში ხელისუფლება გაეკრიტიკებინათ. ნუ როგორც კი ერთ რაღაცაში აკრიტიკებდნენ, ეგრევე ოპოები ხდებოდნენ.

 

ყველას იცნობ? თუმცა გავიგე რასაც ამბობ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

irene

ყველას იცნობ?

ყველა 1 700 000 ადამიანი იყო თავის დროზე :D

 

ნუ ვისაც ვიცნბოდი ყველა ასე იყო. ჩემი კურსელების აბსოლუტური უმრავლესობა რევოლუციის მომხრე იყო. ლექტორების უმეტესი ნაწილიც. იმენა სერიოზულად მსჯელობდნენ ვინ უფრო მაგარია, მიშა თუ ირაკლი (ოქრუაშვილი), მერაბიშვილი მაშინ არ იყო მოდაში :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

irene

 

ყველა 1 700 000 ადამიანი იყო თავის დროზე :D

 

ნუ ვისაც ვიცნბოდი ყველა ასე იყო. ჩემი კურსელების აბსოლუტური უმრავლესობა რევოლუციის მომხრე იყო. ლექტორების უმეტესი ნაწილიც. იმენა სერიოზულად მსჯელობდნენ ვინ უფრო მაგარია, მიშა თუ ირაკლი (ოქრუაშვილი), მერაბიშვილი მაშინ არ იყო მოდაში :D

 

1 700 000 ბრმაა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

irene

1 700 000 ბრმაა?

2004-ის იანვარში ბრმასავით მისცა მიშას ხმა. მერე სულ ოდნავ რომ სცადა ერთი თვალის გახელა, ნაციონალებმა უთხრეს ეგ როგორ გაბედეო, შე მოღალატევო. ამაზე გაბრაზებული ადამიანი ორივე თვალს ფართოდ აღებდა და ამის წყალობითაა, რომ ბრმების რაოდენობა დღეს ათასებში განისაზღვრება და არა მილიონებში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გავიგე ბატონებო

 

მგონია, რომ ისევე არასწორია ბრმების ძახილი, როგორც ჩარეცხილების

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

2004-ის იანვარში ბრმასავით მისცა მიშას ხმა. მერე სულ ოდნავ რომ სცადა ერთი თვალის გახელა, ნაციონალებმა უთხრეს ეგ როგორ გაბედეო, შე მოღალატევო. ამაზე გაბრაზებული ადამიანი ორივე თვალს ფართოდ აღებდა და ამის წყალობითაა, რომ ბრმების რაოდენობა დღეს ათასებში განისაზღვრება და არა მილიონებში.

ასე მარტივადა ვითომ ეს ყველაფერი?

 

და ეხლა ალასანიას როგორ შეაფასებ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

irene

მგონია, რომ ისევე არასწორია ბრმების ძახილი, როგორც ჩარეცხილების

თავის თავს თვითონვე ვეძახით...

ეს თვალი ვისაც აგვეხილა...

თვარა ბრმები ისევ ბრმებად დარჩნენ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...