alua55 Posted November 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 10, 2010 მე მგონი უადგილოდ "ვეჩხირები", მაგრამ... მართმადიდებლობა და საერთოდ ქრისტიანობა თავისთავად ძლიერი ეგრეგორია და ამაზე დავა არც კი შეიძლება. მაგრამ არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ არსებობს მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ მაგიური ძალები და მისი მოქმედების სპექტრი საკმაოდ ძლიერია ვიდრე ერთი "ბანკა მგლის ქონი", რომელსაც მხოლოდ ის შეუძლია, წააჩხუბოს ადამიანები(ვინაიდან შეიცავს კადავერინს). ბოდიშს გიხდით ბატონებო თუ რაიმე ისე ვერ ვთქვი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted November 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 11, 2010 alua55მე მგონი უადგილოდ "ვეჩხირებიარანაირად ბოდიშს გიხდით ბატონებო თუ რაიმე ისე ვერ ვთქვი რომც ვინმე არ გეტანხმებოდეს -საბოდიშო არაფერია "ბანკა ქონზე" ნაწილობრივ ვიხუმრე...ტუმცა როგორც დაწერე არსებობს მისგან გამოწვეული "ეფექტები"....იგივეა ვთქვათ ვუდუიზმი...მეცნიერული ახსნა აქვს მაგრამ მასებისტვის, ზემოქმედების ობიექტებისტვის პირველ რიგში მაგიაა......და აქსიომაა-მოქმედებს :TAT: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
qadagishvili Posted November 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 21, 2010 რა არის ოკულტიზმი რელიგიური მიმდინარეობა თუ? ამას ვერ აღიქვავ თუ არ იცი რას ნიშნავს კაბალა, ანუ საიდუმლო ებრაული სწავლება რომელიც მრავალი მისტიკური სწავლების საფუძველს წარმოადგენს. იგი წარმოიშვა ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვის მიჯნაზე, განსწავლულ იუდეველთა გარემოში რომლებიც მსოფლიო ბატონობაზე ოცნებობდნენ. ამ სწავლებამ იმ დროს არსებული სხვადასხვა რელიგიური სწავლების იდეები შეითვისა მასში ჩვენ ვიპოვით მსგავსებას ბუდიზმსა და დაოსიზმთან ელინურ ფილოსოფიასთან ეგვიპტურ არკანებთან თუ ქალდეურ მაგიასთან. შემდგომში კაბალა მრავალი საიდუმლო სწავლების მათ შორის ოკულტიზმისა პირველი ქრისტიანული მწვალებლობების ( ერესის )გნოსტიციზმისა და ჰერმეტიზმის, შუასაუკუნეების ასტროლოგიის, ალქიმიისა და თანამედროვე მაგიის საფუძვლად იქცა. კაბალაში დევს მასონური ეზოთერიზმის გაგების გასაღები. კაბალა ორ ძველ ტრაქტატს ეფუძნება მეშვიდე საუკუნის რაბი აკიბის ,, სეფერ იაცირასა" ( შექმნათა წიგნი) და 1300 წელს რაბი შიმონის მიერ დაწერილ ,, ზოგარს" ნათება რომლისთვისაც თანამედროვე პოლონელმა კაბალისტმა რაბი აშალაგმა 21 ტომიანი კომენტარები დაწერა. კაბალისტები მიიჩნევდნენ რომ მოსემ თორაში არაგანდობილთა თვალთაგან დაფარა მატერიალური და სულიერი სამყაროს აგებულების, სულთა სამყაროში შეღწევისა და მათი ( სულების ) მართვისა და დამორჩილების ხერხების შესახებ საიდუმლო ცოდნა. ეს საიდუმლო სწავლება ეფუძნება ღმერთის, სულებისა და სტიქიების სახელების წარმოთქმასა და დაწერას, რიტუალურ და პრაქტიკულ მაგიას. კაბალა ყოველთვის იყო ებრაული ხალხის ყველაზე დაფარული სწავლება. ის გადაეცემოდა მასწავლებლიდან მოსწავლეს, რჩეულს მრავალი ხნის შემოწმების შემდეგ. კაბალისტები მოსწავლეთა შერჩევასთან დაკავშირებით იღებდნენ უმკაცრეს ვალდებულებას და ყოველ თაობაში ის ერთეული განდობილები, რომლებიც დაშვებულნი ხდებოდნენ კაბალას შესასწავლად დებდნენ უმკაცრეს ფიცს, რომელიც კრძალავდა სწავლების თვით უმნიშვნელო დეტალის გამომზეურებასაც კი. ახლა რა ხდება? რატომ არის რომ ყოველთვის გულმოდგინედ დაფარული საიდუმლო სწავლება ღიაა ყველასათვის? რატომ გამოიყარა მშრალ ხიდძე ოკულტური ინფორმაციი შემცველი წიგნები რატომ აღარ ცეკვავს ცანგალა და გოგონას 14 წლის მოზარდი ამის მაგიერ კი შავი მაგიის მესაში სარიტუალო ფერხულში ებმევა? მიზეზი ერთია კაბალისტებმა გადაწყვიტეს რომ დადგა მოქმედების ჟამი ფართო მასებისთვის გახსნან საიდუმლო სწავლება რითაც დააჩქარებენ მესიის მოსვლას, რომელსაც ისინი ელიან. აქვე განვმარტავ ებრაელები კერძოდ იუდეველები რომელთაც ვერ შეიცნეს ჭეშმარიტი მესია იესო თვლიან რომ მესია ჯერ არ მოსულა ისინი ელიან მხსნელს ეს მათი მოლოდინი ვის წისქვილზეც ასხავს წყალს ალბათ ხვდებით მათი მესია სხვა არაფერია თუ არა ანტიქრისტე რომელიც მართლა მოვა და პირველები მხსნელად მას სწორედ ეს ებრაელი მასონ კაბალისტები აღიარებენ პირველები ისინი დაიწყებენ ყვირილს ქრისტე მოვიდაო და ანტიქრისტესკენ გაიშვერენ თითს აი ისიცო რაღა თქმა უნდა თუ იეღოველებმა არ დაასწრეს თავიანთი უმეცრობით. მიუხედავად იმისა რომ ძირეულად მაქვს შესწავლილი როგორც კაბალიზმი ასევე მისგან გამომდინარე სხვა მისტიკური სწავლებები ჩემი მონოლოგი აქ უნდა შევწყვიტო და აღარ გავაგრძელო ვინაიდან ვისაც ეს საკითხი აინტერესებს უჩემოდაც მშვენივრად მიიღებს სათანადო ცოდნას და არ მინდა სატანის მწვალებლობების ქადაგად დავეცე თორემ ქართველების ხასიათი რომ ვიცი ბოლოს ეგზორციზმის რიტუალის ჩატარებასაც მომთხოვენ აზაზელის აბადონის ძალით განსადევნად) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alua55 Posted November 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 21, 2010 ძალიან საინტერესო მიმოხილვაა. კაბალა-სთან დაკავშირებით გასაგებია, მაგრამ ძალიან საინტერესო იქნებოდა თქვენი აზრის მოსმენა სკანდინავიურ მითოლოგიაზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
baltasari Posted November 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 22, 2010 ძალიან საინტერესო მიმოხილვაა. კაბალა-სთან დაკავშირებით გასაგებია, მაგრამ ძალიან საინტერესო იქნებოდა თქვენი აზრის მოსმენა სკანდინავიურ მითოლოგიაზე. სკანდინავიური მითოლოგია და ოკულტიზმის საფუძვლები არანაირად არ უკავშირდება ერთმანეთს გარდა იმისა რომ ნორვეგიელი ვიკინგების წარმართული ღმერთის ოდინის სახელი საფუძვლად დაედო ოდური გამოსხივების ოდური სხეულის ანუ ასტრალური სხეულის სახელწოდებას ნორვეგიელმა წარმართებმა კაბალაში ძალად შეტენეს არარსებული დემონი და ოდინი უწოდეს ოკულტიზმი როგორც ასეთი არ არის კარლ ბრანდლერ პრახტის დაწერილი სისულელეები თავად ეს ცნება მრავლისმომცველია და როგორც ზემოთ აღწერა ჩემმა კოლეგამ საფუძვლად უდევს ძველებრაული სწავლება თანამედროვე ოკულტური სწავლება სხვა არაფერია თუ არა უიღბლო შეშლილების საცოდავი მცდელობა ცალი თვალით მაინც შეიჭყიტონ სულთა სამყაროში რასაც ნორვეგიელებზე უკეთ ეგვიპტელები ახერხებდნენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alua55 Posted November 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2010 ალბათ თემას ავცდი და პატიებას ვითხოვ ბატონებო. მაგრამ ნორვეგიის და საერთოდ სკანდინავიის ქვეყნების წარმატებაში ხომ არ ითამაშა რაიმე როლი ოდინმა და მისმა დატოვებულმა "საჩუქარმა"? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
baltasari Posted November 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 23, 2010 ალბათ თემას ავცდი და პატიებას ვითხოვ ბატონებო. მაგრამ ნორვეგიის და საერთოდ სკანდინავიის ქვეყნების წარმატებაში ხომ არ ითამაშა რაიმე როლი ოდინმა და მისმა დატოვებულმა "საჩუქარმაგააჩნია წარმატებას რას ეძახი. სკანდინავიაში რომ გავრბივართ, ქართველებს შესანიშნავი მაგალითი გვაქვს ოკულტური სწავლებისა შავი სამღვდელოების შავი ბერების სახით და ხომ არ ჯობდა ჯერ ეროვნულ საგანძურში გავერკვეთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alua55 Posted November 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2010 სიამოვნებით გავეცნობოდი ინფორმაციას მათზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
baltasari Posted November 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 25, 2010 სიამოვნებით გავეცნობოდი ინფორმაციას მათზე.წადი მერე მამათა მონასტერში და მთლიანად თუ არა ნაწილობრივ მაინც გეტყვიან რაღაც რაღაცეებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GIORGI777 Posted December 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 16, 2010 წადი მერე მამათა მონასტერში და მთლიანად თუ არა ნაწილობრივ მაინც გეტყვიან რაღაც რაღაცეებსმე ვარ ნამყოფი და მსგავსი ვერაფერი ვნახე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted December 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 19, 2010 baltasariწადი მერე მამათა მონასტერში და მთლიანად თუ არა ნაწილობრივ მაინც გეტყვიან რაღაც რაღაცეებს ????????????????????? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FRIDRIX Posted December 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 19, 2010 http://www.youtube.com/watch?v=kkpm4fPBMso ჰაილ მაინ Fიურერ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
AUM Posted January 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2011 მოგესალმებით ყველას! ოკულტიზმით ბევრი იყო გატაცებული და ბევრს აინტერესებს. ოკულტიზმი თუ ის გამოიყენება პირადი მიზნების მისაღწევათ - ამ სემთხვევაში შავი მაგიის ტოლფასია.მაგრამ ეს არ არის რაღაც არაბუნებრივი მოვლენა. ეს ძალები ყვალა ადამიანში მიძინებულ სტადიაშია. აი საინტერესო რამ ოკულტიზმზე: http://www.self-discovery.ge/okultizmi http://3.bp.blogspot.com/_J4HUTRWmjNU/S0dCfgKHJ8I/AAAAAAAABJI/KT1KJSxGUgI/s400/illuminati%282%29.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
BRAINIUS Posted January 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2011 ეს მხოლოდ მართლმადიდებლებისთვის და არა ყველასთვის.. რამდენი საეკლესიო კრებაც იყო, იმდენჯერ მიიღეს ახალ-ახალი დოგმები, ასე რომ უცვლელი არ არის შენი ეკლესია. მითუმეტეს ორგანიზების თვალსაზრისით. პატრიარქის ინსტიტუტი გვიანდელია.. მიუხედავად იმისა რომ თემის შინაარსი ოკულტიზმს ეხება, პატარა კორექტირებას მოვახდენ რადგან ეს საკითხი წამოიჭრა. კარგად არის აღნიშნული: ''ეს მხოლოდ მართლმადიდებლებისთვის და არა ყველასთვის.'' რელიგიის მრწამსიც სწორედ ესაა, იმის გამო რომ დადგენილებები ჩემთვის მისაღებია, ამიტომაც ვარ მართლმადიდებელი. დოგმა არის ის, რისიც ადამიანს სწამს. დოგმა აქვს ყველა რელიგიას, რელიგია დოგმის გარეშე არ იარსებებს, თვით ათეიზმსაც აქვს დოგმა - ღმერთის უარყოფა (სამწუხაროდ)როდესაც ადამიანი ამათუიმ რელიგიურ დოგმას სცილდება, ის ავტომატურად აღარ არის ამ რელიგიის ამღიარებელი.აქედან გამომდინარე, ქრისტიანობასაც, როგორც რელიგიას აქვს დოგმები, ანუ ის თუ რას და როგორ აღიარებს იგი. მსოფლიო კრებებზე ახალი დოგმები, როგორც ასეთი არ მიუღიათ, არამედ დაამტკიცეს ის ჭეშმარიტებანი, რისიც ქრისტიანულ რელიგიას სწამდა. ამათუიმ განმარტებულ საკითხს, მიეცა დოგმის ხარისხი, რაც ნიშნავს რომ განხილვით დადასტურდა მისი ჭეშმარიტება, ანუ რაიმე ახალი კი არ შეიქმნა, უბრალოდ მოხდა იმის აღიარება, რაც მანამდე რეალურად იყო, რათქმაუნდა ეს ყველაფერი კრებამდეც იყო ცნობილი და აღიარებული, მაგრამ სწორედ ახლადშექმნილ ცრუსწავლებებთან ბრძოლამ, რომელთაც ხალხის დაბნევა გამოიწვიეს, გახადა საჭირო კონკრეტული საკითხების დეტალურად განხილვა და დაზუსტება და არა რაიმე ახლის გამოგონება. რაც შეეხება პატრიარქის ინსტიტუტს, ეს არ არის რაიმე ახალი. პატრიარქობა არის ეპისკოპოსობის საფეხური და არა მოგვიანებით შექმნილი იერარქია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 10, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2011 დოგმა არის ის, რისიც ადამიანს სწამს. დოგმა აქვს ყველა რელიგიას, რელიგია დოგმის გარეშე არ იარსებებს, თვით ათეიზმსაც აქვს დოგმა - ღმერთის უარყოფა (სამწუხაროდ)დოგმის მნიშვნელობა არ გესმით კარგად, რომ გესმოდეთ ამას არ დაწერდით... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.