Nukriko Posted April 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2010 მაინდ და მაინც ბევრი არ ვიცი მის შესახებ.ერთადერთი კარლოს კასტანედა მაქვს წაკითხული, მარა ის მგონი შამანიზმია და არა ოკულტიზმიერთი სიტყვით, ვისაც რა ინფორმაცია აქვს ოკულტიზმთან დაკავშირებით დადეთ და გაგვაცანით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted April 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 23, 2010 ალისტერ კროული...ანავერბეს შესახებ საინტერესო მასალებიაშტაინერი დაგურჯიევიც ერტობოდნენ....რავიცი ინეტი გამოჭედილი იქნება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted April 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 23, 2010 მაინდ და მაინც ბევრი არ ვიცი მის შესახებ.ერთადერთი კარლოს კასტანედა მაქვს წაკითხული, მარა ის მგონი შამანიზმია და არა ოკულტიზმიერთი სიტყვით, ვისაც რა ინფორმაცია აქვს ოკულტიზმთან დაკავშირებით დადეთ და გაგვაცანითNukriko მკვლევართა ერთმა ჯგუფმა სცადა ოკულტიზმით გატაცებულ-დაინტერესებულების რაოდენობის გამორკვევა და 115 არასრულ საშუალო და საშუალო სკოლაში მოსწავლეთა გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა (54%-მა) აღნიშნა, რომ ოკულტიზმითა და ზებუნებრივი ძალებით იყო დაინტერესებული, მაშინ როდესაც მეოთხედმა (26%-მა) განაცხადა, რომ "ძალიან აინტერესებდათ" ეს საკითხი. ფაქტია რომ ოკულტიზმი ბევრს აინტერესებს. ხალხს - განსაკუთრებით ახალგაზრდობას - ცნობისმოყვარეობა უბიძგებს, იკითხოს ის წიგნები და ჟურნალები, ან უყუროს იმ ვიდეოფილმებს ან გახსნას ის ვებ-საიტები ინტერნეტში, რომლებიც ოკულტიზმთან დაკავშირებულ მასალას შეიცავს. მოკლედ ორმ ვთქვა, ოკულტიზმი ფართო მცნებაა და შეიძლება ითქვას რომ მასში თავმოყრილია: სპირიტიზმი, შამანიზმი, გრძნეოულება, მარჩიელობა-მკითხაობა, ჰიპნოტიზმი, მაგია, ჯადოქრობა და ა.შ. ხო, მთავარი დაავიწყდა დამეწერა. ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები, და მსოფლიოს ზოგიერთი რელიგია, ოკულტიზმს კრძალავს. (ნუ ეს ცნობისათვის დავწერე, ვინც არ იცოდე, აწი ეცოდინება). Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted October 21, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2010 კარლოს კასტანედა© geoastrolog (რამაზ გიგაური) კასტანედას მაგიური ხიბლი "რაც უფრო მეტი იციან გარშემომყოფებმა,თუ რას წარმოადგენთდა რას უნდა ელოდონ თქვენგან,მით უფრო მეტად იზღუდება თქვენი თავისუფლება".კარლოს კასტანედა ამერიკელი მწერალი, ანთროპოლოგი, ეთნოგრაფი, ეზოთერიკოსი და მისტიკოსი კარლოს კასტანედა დაიბადა 1925 წლის 25 დეკემბერს, პერუში, ქალაქ კახამარკაში (თუმცა არსებობს მისი დაბადების თარიღისა და ადგილის სხვა ვერსიებიც).კასტანედას თავდაპირველი გვარი იყო არანია, რომელიც პორტუგალიურად ობობას ნიშნავს, თუმცა 1959 წელს, როდესაც მან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა მიიღო, მან დედის გვარი კასტანედა აიღო.პატარა კარლოსი როდესაც დაიბადა, მამამისი ჩვიდმეტი, დედა კი თხითმეტი წლის იყო, ამიტომ, გასაზრდელად ის დეიდას გადასცეს. როდესაც კარლოსი ექვსი წლის იყო, მისი გამზრდელი დეიდა გარდაიცვალა და ის ბუენოს-აირესში ინტერნატში გააგზავნეს. ამის შემდეგ ის აღმოჩნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში, სადაც მან დაამთავრა სკოლა და გაემგზავრა მილანში (იტალია), ხელოვნების აკადემიაში სწავლის გასაგრძელებლად.1955-59 წლებში ის ლოს-ანჟელესში დადიოდა ლიტერატურის, ჟურნალისტიკის და ფსიქოლოგიის კურსებზე. ამავე პერიოდში მუშაობდა ფსიქოანალიტიკოსთან თანაშემწედ. 1959 წელს მან მიიღო ამერიკის მოქალაქეობა და აიღო დედის გვარი კასტანედა. ამის შემდეგ მან ჩააბარა კალიფორნიის უნივერისტეტში. 1960 წლის იანვარში მან ცოლად შეირთო მარგარეტ რანიანი, თუმცა იმავე წლის ივლისში ისინი დაშორდნენ.1960 წელს კასტანედა გაემგზავრა ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელებში სამკურნალო მცენარეებზე სტატიის დასაწერად. თუმცა ამ სტატიის ნაცვლად... 1968 წელს გამოვიდა კასტანედას პირველი წიგნი "დონ ხუანის სწავლება: ინდიელი იაკების ცოდნის გზა", რისთვისაც მას უნივერსიტეტში მაგისტრის წოდება მიანიჭეს. წიგნი გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა (პირველივე წელს რამოდენიმე მილიონი ცალი გაიყიდა). წიგნში მოთხრობილია კასტანედას შეხვედრა იაკების ტომის ინდიელ ხუან მატუსასთან. წიგნი შედგება ორი ნაწილისგან – "სწავლება" და "სტრუქტურული ანალიზი", მასში გადმოცემულია ტოლტეკების შამანურ-მაგიური ცოდნა, რომელსაც კასტანედას ხუან მატუსა, იგივე დონ ხუანი მოუთხრობს. ამ წიგნმა არა მხოლოდ უბრალოდ მკითხველის ყურადღება მიიქცია, არამედ მეცნიერთა გარკვეული ნაწილის კვლევის საგანიც გახდა, თუმცა ზოგიერთმა მეცნიერმა კასტანედა გააკრიტიკა და მას დონ ხუანის, როგორც პერსონაჟის გამოგონებაც დასწამა.1973 წელს კასტანედას, რიგით მესამე წიგნისთვის "მოგზაურობა იქსტლანში" უკვე დოქტორის ხარისხი მიენიჭა (მანამდე 1971 წელს გამოვიდა კასტანედას მეორე ნაშრომი – "განცალკევებული რეალობა"). წიგნში გრძელდებოდა ინდიელი შამანების ცოდნის გადმოცემა, სადაც აღწერილი მაგიური რიტუალები, ადამიანში ენერგიის მართვის ხელოვნება და ა. შ.მიუხედავად იმისა, რომ კასტანედას პოპულარობა მომენტალურად გაიზარდა, ის საკუთარ ცხოვრებას და პიროვნებას მაქსიმალურად ასაიდუმლოებდა – დღესაც კი დიდი იშვიათობაა კასტანედას ფოტოსურათი თუ დიქტოფონზე ჩაწერილი ხმა. მისი ვიდეოგადაღება კი საერთოდ სიკვდილის წინ ძლივს მოხერხდა.რა თქმა ეს გასაიდუმლოვება მის პოპულარობას კიდევ უფრო ზრდიდა და პრესაში მის შესახებ უამრავი სიყალბე და გამონაგონი იბეჭდებოდა, რამოდენიმე ჟურნალი მისი გარდაცვალებასაც კი იუწყებოდა, თუმცა კასტანედა აბსოლუტურად გულგრილი იყო პრესაში გამოქვეყნებული ჭორების მიმართ.თუმცა 1973 წელს ჟურნალში "ტაიმი" გამოქვეყნებული სტატიას კარლოს კასტანედას დაბადების, ბავშვობისა და ცხოვრების შესახებ მკვლევარები ხშირად იყენებენ, როგორც კასტანედას ბიოგრაფიულ ცნობებს.ჟურნალი წერდა, რომ 1951 წელს კალიფორნიაში ჩამოვიდა ვინმე კარლოს სეზარ არანია, რომლის შესახებ ჩანაწერი არსებობდა საემიგრაციო სამსახურში. ეს პიროვნება დაბადებული იყო 1925 წლის 25 დეკემბერს და იგი იყო პერუს მოქალაქე (კასტანედას გადმოცემით კი იგი დაბადებული 1935 წელს, ბრაზილიაში, სან-პაულოსთან ახლოს, ერთ-ერთ სოფელში). შემდგომში გამომდინარე ჟურნალის პოპულარობიდან, კასტანედას შესახებ ბიოგრაფიულ ცნობებს სწორედ ზემოთ ხსენებული სტატიიდან იღებენ ხოლმე და არა თვითონ კასტანედას მიერ გადმოცემულ ცნობებიდან (უნდა ითქვას, რომ ამაშიც არის გარკვეული ლოგიკა).1977-97 წლებში კასტანედა კიდევ რვა წიგნი გამოსცა და ამ დროს კასტანედა საზოგადოებასთან მხოლოდ შუამავლების მეშვეობით კონტაქტობდა. მან შეკრიბა თანამოაზრეთა მცირერიცხოვანი ჯგუფრი, რომლებსაც დონ ხუანის ცოდნას პრაქტიკულად გადასცემდა. 1990-იანი წლების დასაწყისიდან კასტანედამ უფრო გახსნილი ცხოვრების სტილი აირჩია და მან დაიწყო ლექციების კითხვა ჯერ კალიფორნიის უნივერსიტეტში, შემდგომ კი მთელს აშშ-ში და მექსიკაში.კარლოს კასტანედა გარდაიცვალა ლოს-ანჯელესში 1998 წლის 27 აპრილს.კარლოს კასტანედას შემოქმედებამ უდიდესი გავლენა მოახდინა ისეთ მწერლებზე, როგორებიცაა რიჩარდ ბახი ("თოლია, სახელად ჯონათან ლივინგსტონი", "მესიის ჯიბის ცნობარი", "ილუზიები") და პაულო კოელიო ("ალქიმიკოსი", "11 წუთი", "მოგვის დღიური", "მეხუთე მთა"). გარდა ამისა, მისი გავლენა აქვს ასევე ბევრ მწერალსა თუ მუსიკალურ ჯგუფს. 2007 წელს ინგლისურმა სატელევიზიო არხმა BBC კასტანედაზე გადაიღო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი "ზღაპრები ჯუნგლებიდან". კარლოს კასტანედას ცნობილი წიგნები:1968 – დონ ხუანის სწავლება: ინდიელი იაკების ცოდნის გზა1971 – განცალკევებული რეალობა1972 – მოგზაურობა იქსტლანში1974 – ზღაპრები ენერგიაზე1977 – ენერგიის მეორე რგოლი1981 – არწივის ძღვენი1984 – შინაგანი ცეცხლი1987 – დუმილის ენერგია1993 – სიზმრის ხელოვნება1997 – უსასრულობის აქტიური მხარე1998 – დროის ბორბალი1990 – მაგიური პასები: ძველი მექსიკის შამანთა პრაქტიკული ცოდნა http://zodiaqo.blogspot.com/2009/06/blog-post_16.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted October 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2010 Nukrikoკასტანედა ნათარგმნია ქართულად? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted October 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2010 asesino_141კი იყო რაღAცეები წიგნის ბაზრობაზე-ტუ მარკესივიტ გვასალიასია ............ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted October 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2010 T_A_Tმარკესივიტ გვასალიასიარას ერჩი გვასალიას, ცუდი ნათარგმნია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted October 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2010 asesino_141როგორც გამიგია კარგად ტარგმნის(ტექნიკური ტვალსაზრისიტ). უბრალოდ რუსულტან შედარებით-არ უხდება რა ამ ლატინოსებს ქარტული...სჯობს კასტანიედაც რუსულად წაიკიტხოს კაცმა..ერტი ნოველა სახელი არ მახსოვს წვიმაში რომ ტიპშა ვერანდაზე ზის წავიკიტხე მისი და რუსული ნუ მუხტეეე არაა რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted October 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2010 T_A_Tუბრალოდ რუსულტან შედარებით-არ უხდება რა ამ ლატინოსებს ქარტული...არა, მიჩვეული ხარ უბრალოდ და იმიტომ. კასტანედა მარტივია ორიგინალში, არაფერი განსაკუთრებული არაა და ამიტომ თარგმანიც ადვილი იქნება. აი მარკესი სმერტია, ვერ ვკითხულობ, უბალოდ ვვარჯიშობ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted October 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2010 asesino_141არა, მიჩვეული ხარ უბრალოდ და იმიტომ. კასტანედა მარტივია ორიგინალში, არაფერი განსაკუთრებული არაა ხო დავფიქრდი და სანამ შენს ნაწერს წავიკიტხავდი მეც მაგ დასკვნამდე მივედიაი მარკესი სმერტია, ვერ ვკითხულობ, უბალოდ ვვარჯიშობ მშუუუუურს)ძნელია ისე ესპანურის სწავლა? მაგარი ჩლუნგისტვის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted October 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2010 T_A_Tძნელია ისე ესპანურის სწავლა? მაგარი ჩლუნგისტვის? როცა არ სწავლობ და მთელ თავისუფალ დროს პლანეტაზე აკაკუნებ სასწაულად ძნელია თუ ჩაუჯდები ჩვეულებრივი, თითქმის მარტივია, მაგრამ ჩაჯდომაა ძნელი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted October 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2010 asesino_141მთელ თავისუფალ დროს პლანეტაზე აკაკუნებ გვერდიდან საინტერესოდ გამოჩენილა)მაგრამ ჩაჯდომაა ძნელი.გეტანხმები-დასვენება უკეტესია მოკლედ გავუოფეტ ამ ბავშვს ტემა. ოკულტური ლიტერატურა უხვად გამოიყარა 90-იანებში მშრალხიდზე და ქუჩის სხვა მობუკინისტურ დახლებზე...რამდენიმე კაცი ვყიდულობდით( უფრო სწორედ ერტი-შეძლებული ის იყო) და ისტერიულად ვკიტხულობდით , უსისტემოდ.უმეტესი წიგნის დასახელებაც კი არ ვიცი( ძველი რუსული გამოცემები იყო -ოჯახებში დალექილი) მერე პრაქტიკაზე გადავედით-არ მიყვარს იმ პერიოდის გახსენება-ცუდად დამტავრდა ის ექსპერიმენტები...ფაქტია რომ ბევრად უფრო სერიოზულად აღსაქმელი სფეროა ვიდრე შორიდან ჩანს. გურჯიევის და შტაინერის ტეტრ-შავ მაგიებზე ხალხური მიტები არის ყუყო-სერიოზულად არ განიხილება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted October 21, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2010 მოკლედ გავუოფეტ ამ ბავშვს ტემა.ბავშვი შენ ხარ ოკულტური ლიტერატურა უხვად გამოიყარა 90-იანებში მშრალხიდზე და ქუჩის სხვა მობუკინისტურ დახლებზე...რამდენიმე კაცი ვყიდულობდით( უფრო სწორედ ერტი-შეძლებული ის იყო) და ისტერიულად ვკიტხულობდით , უსისტემოდ.უმეტესი წიგნის დასახელებაც კი არ ვიცი( ძველი რუსული გამოცემები იყო -ოჯახებში დალექილი) მერე პრაქტიკაზე გადავედით-არ მიყვარს იმ პერიოდის გახსენება-ცუდად დამტავრდა ის ექსპერიმენტები...ფაქტია რომ ბევრად უფრო სერიოზულად აღსაქმელი სფეროა ვიდრე შორიდან ჩანს. გურჯიევის და შტაინერის ტეტრ-შავ მაგიებზე ხალხური მიტები არის ყუყო-სერიოზულად არ განიხილება. იაფია ესეთი წიგნები? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gruzian_ka Posted October 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 21, 2010 ხო,ხო, ეს თემაღა აკლდა ამ განყოფილებას, რამხელა რესურსი ცდება სიცრუის მართლად წარმოჩენაში...ისე კ სტატე თემასთან ახლოსაა და ამასაც გადახედეთ: http://www.facebook.com/note.php?note_id=169594389720603&id=111648182233261&ref=mf ისე ნუკრიკო, რა დროულად იცი ხოლმე თემების შერჩევა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted October 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 22, 2010 ხო,ხო, ეს თემაღა აკლდა ამ განყოფილებას, რამხელა რესურსი ცდება სიცრუის მართლად წარმოჩენაში...ისე კ სტატე თემასთან ახლოსაა და ამასაც გადახედეთ: http://www.facebook....82233261&ref=mf ისე ნუკრიკო, რა დროულად იცი ხოლმე თემების შერჩევა1) რატომ გაქვს პრეტენზია "ჭეშმარიტებაზე"? 2) რატომ გგონია რომ ვინმე ცდილობს სიცრუე მართლად წარმოაჩინოს? 3) რა შუაშია დროის შერჩევა?4) ეს თემა გახსნილია უკვე კარგა ხანია5) და რატომ არ უნდა ყოფილიყო ეს თემა გახსნილი?6) ამდენი პრეტენზია რატომ გაქვს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.