Jump to content
Planeta.Ge

ერთეულთა საერთაშოირისო სისტემა (SI)


Recommended Posts

ერთეულთა საერთაშორისისო სისტემა ანუ შემოკლებით სი (შემოკლ. ფორმა ფრანგ.: Système international d'unités) ფიზიკური სიდიდეების ერთეულთა სისტემა, რომელიც მიღებულია ზომა-წონის XI გენერალური კონფერენციის მიერ (1960 წლის ოქტომბერი, პარიზი). იგი წარმოადგენს დღეისათვის ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ზომათა სისტემას როგორც მეცნიერებაში ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 

სი ოფიციალურად შემოღებულ იქნა 1960 წელს და მას საფუძვლად დაედო ე. წ. მეტრული სისტემა. სიმ მალევე ჩაანაცვლა მანამდე არსებული ისტორიული ზომის ერთეულები თითქმის ყველა ქვეყანაში. მნიშვნელოვან გამონაკლისს წარმოადგენს აშშ და დიდი ბრიტანეთი.

 

ერთეულები

 

სი შედგება ზომათა ერთეულებისა და წინსართებისაგან. სი ზომათა ერთეულები იყოფა ორ ჯგუფად: შვიდი ძირითადი და მათგან წარმოებული ერთეულები.

ძირითადი სი ერთეულები

ერთეული მოკლე აღნიშვნა ფიზიკური სიდიდე

მეტრი მ სიგრძე

კილოგრამი კგ მასა

წამი წმ დრო

ამპერი ა დენის ძალა

კელვინი °K ტემპერატურა

მოლი მოლ ნივთიერების რაოდენობა

კანდელა კდ სინათლის ძალა

 

წინსართების დამატებით შესაძლებელია ძირითადი ერთეულებისაგან იმავე ფიზიკური სიდიდის აღმწერი უფრო მცირე ან უფრო დიდი ერთეულების წარმოქმნა. ძირითადი და წარმოქმნილი ერთეულები ათის ჯერადი რიცხვით განსხვავდებიან. მაგალითად კილო აღნიშნავს ათასჯერ მეტს, ხოლო დეცი ათჯერ ნაკლებს ვიდრე თავდაპირველი ერთეული. მაგალითად, დეციმეტრი მეტრის მეათედია, ხოლო კილომეტრი ათასი მეტრი. რამდენიმე წინსართის ერთად გამოყენება იკრძალება.

სხვა გავრცელებული ზომის ერთეულები

 

 

ბევრი ერთეული რომელიც ფართოდ გამოიყენება მეცნიერებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში, სი ერთეულებისაგან არ იწარმოება კანონიკური წინსართების დამატებით. მნიშვნელოვან მაგალითებს განეკუთვნება:

 

* დროის ერთეულების უმეტესობა — წუთი, საათი, წელიწადი.

* ტემპერატურის ერთეული ცელსიუსი (გამოიყენება სი ერთეული - კელვინის ნაცვლად).

* ელექტრული ენერგია იზომება კილოვატსაათებში მეგაჯოულების ნაცვლად.

* სიჩქარეები იზომება კილომეტრ/საათებში მეტრ/წამის ნაცვლად.

* საზღვაო საქმეში მანძილის და სიჩქარის ერთეულად ხშირად იყენებენ საზღვაო მილს და კვანძს (საზღვაო მილი/საათში).

* ასტრონომიაში მანძილებს ზომავენ ასტრონომიულ ერთეულებში, პარსეკებსა და სინათლის წლებში.

* ფიზიკასა და ქიმიაში, ატომურ მაშტაბებში გამოიყენება ისეთი ერთეულები როგორიცაა ანგსტრემი, ელექტრონვოლტი და ბარნი

* მედიცინაში სისხლის წნევა იზომება ვერცხლისწყლის სვეტის მილიმეტრებში და არა პასკალებში.

 

წყარო

wiki

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზეპირად ვიცოდი ეს ყველაფერი,თავის დროზე გეპეიში რო ვაბარებდი ფიზიკას smile.gif

მერე ეხლა მოგვიყევი :))

 

http://upload.wikimedia.org/wikipedia/en/2/2b/SI_Brochure_Cover.jpg

 

 

http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/ec/Non-Metric_User.svg/1000px-Non-Metric_User.svg.png

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სიგრძის საზომ ერთეულებზე ერთ დროს სასკოლო ნაშრომი მაქვს დანაწერი

 

 

მოკლედ როგორ მიიღეს მეტრი მანძილის საერთაშორისო ერთეულად

 

1791 წელს საფრანგეთის ნაციონალური ასემბლეის სხდომაზე გადაწყდა რომ შემოეღოთ ათობითი მეტრული სისტემა , სიგრძის ერთეულად კი მიეღოთ პარიზზე გამავალი მერიდიანის მეოთხედი ნაწილის 1/10000000 ნაწილის სიგრძე

მერიდიანის გაზომვა დაევალათ მეცნიერებს მეშენს და დელამბერს. სამუშაო გარძელდა 6 წელიწადს მიღებული

შედეგის მიხედვით პლატინისა და ირიდიუმის შენადნობით დამზადდა ეტალონი. ერთეულს ეწოდა მეტრი ბერძნული სიტყვისგან "metron" რაც ზომვას ნიშნავს.

http://www.bipm.org/utils/en/img/metre-kilo_250.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...