Jump to content
Planeta.Ge

ჯეიმზ პრესკოტ ჯოული-James Prescott Joule


Recommended Posts

ჯეიმზ პრესკოტ ჯოული (* 24 დეკემბერი, 1818, სოლფორდი, ლანკაშირი ― † 11 ოქტომბერი, 1889, სეილი, ჩეშირი), ინგლისელი ფიზიკოსი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1850).

 

იყო ლუდსახარში ქარხნის მფლობელი მანჩესტერის მახლობლად. დიდი წვლილი შეიტანა ელექტრომაგნეტიზმისა და სითბური მოვლენების გამოკვლევაში, დაბალი ტემპერატურების ფიზიკაში, ენერგიის შენახვის კანონის ჩამოყალიბებაში. დაადგინა (1841; გამოაქვეყნა 1843), რომ ლითონის გამტარში ელექტრული დენის გავლისას გამოყოფილი სითბოს რაოდენობა პროპორციულია გამტარის ელექტრული წინაღობისა და დენის ძალის კვადრატისა (ჯოულ-ლენცის კანონი). 1843-1850 ჯოულმა ექსპერიმენტულად დაამტკიცა, რომ სითბოს მიღება შეიძლება მექანიკური ენერგიის ხარჯზე და განსაზღვრა სითბოს მექანიკური ეკვივალენტი. 1851 სითბო განიხილა როგორც ნაწილაკების უწესრიგო მოძრაობა და თეორიულად განსაზღვრა ზოგიერთი აირის თბოტევადობა. ტომსონი, ლორდ კელვინი უილიამ|უ. ტომსონთან ერთად ცდით დაადგინა, რომ აირის ნელი სტაციონარული ადიაბატური გადინებისას ფოროვან ტიხარში მისი ტემპი იცვლება (ჯოულ-ტომსონის ეფექტი). აღმოაჩინა მაგნიტური გაჯერების მოვლენა ფერომაგნეტის დამაგნიტებისას.

http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/80/SS-joule.jpg/180px-SS-joule.jpg

 

წყარო

wiki

 

მის საპატივცემულოდ მუშაობის (ენერგიის) საზომი ერთეულის ჯოული ეწოდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მის საპატივცემულოდ მუშაობის (ენერგიის) საზომი ერთეულის ჯოული ეწოდა

შეგიძლია ეს კარგად განმარტო? აღარ მახსოვს აღარაფერი სკოლის ფიზიკიდან :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეგიძლია ეს კარგად განმარტო?

ერთი ჯოული არის ერთი ვატი წამში

 

http://upload.wikimedia.org/math/5/a/7/5a7bafd39df0c3d608bc63863dddc1b9.png

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1 ნიუტონი არის 102 გრამი წონის ტოლი, ანუ 102 გრამი ნივთის ხელში დასაჭერად გჭირდება ერთი ნიუტონი ძალა :))

 

ეჰ, აი დონთ სფიქ ფიზიკ... motskena.gif

 

მაგრამ თქვენ გააგრძელეთ, საინტერესოა

ისე მე მგონი საჭიროა ცალკე თემების გახსნა: ფიზიკა დამწყებთათვის, ქიმია და ა.შ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

კარგად მიდის თემა...

 

 

ცხენის ძალა ნიუტონისგან რითი განსხვავდბა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცხენის ძალა ნიუტონისგან რითი განსხვავდბა?

ცხენის ძალა არის სიმძლავრის(და არა ძალის) ძველი საზომი ერთეული. 1 PS = 735,498 75 W (ვატზე)

http://upload.wikimedia.org/math/e/2/9/e29e9a68fb7e07281475790cb1cc7225.png

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

მაშინ მითხარი რა სიმძლავრეა საჭირო იმისთვის, რომ 102 გრამი დავიჭიროთ ხელში უძრავად (დავძლიოთ გრავიტაცია)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაშინ მითხარი რა სიმძლავრეა საჭირო იმისთვის, რომ 102 გრამი დავიჭიროთ ხელში უძრავად (დავძლიოთ გრავიტაცია)

უძრავად არ ვიცი, მაგრამ ერთ წამში ერთი მეტრის სიმაღლეზე რომ აწიო ამისთვის ერთი ვატი სიმძლავრე გჭირდება ანუ 0.0013596216173 ცხენისძალა :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...