Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - რუსთავის მერი “ნერვიული დაავადებებით დაავადებული ბავშვების მშობელთა ასოციაციის“ წარმომადგენლებს შეხვდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/rustavismeria4-150x150.jpg

რუსთავის მერი მამუკა ჩიქოვანი „ნერვიული დაავადებებით დაავადებული ბავშვების მშობელთა ასოციაციის“ წარმომადგენლებს შეხვდა

 

 

ასოციაცია უკვე ერთი წელია, გაეროს ბავშვთა ფონდის (NICE) და რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ახორცილებს პროექტს–„მშობლის ოთახი“.

 

 

პროექტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის უფასო ინდივიდუალურ და ჯგუფურ კონსულტაციებს ითვალისწინებდა.

 

 

კონსულტაციებს მოწვეული ექსპერტები: სპეციალური პედაგოგი, თერაპევტი, არტთერაპევტი, ფსიქოლოგი და ფიზიოთერაპევტი უზრუნველყოფდნენ.

 

 

ჯგუფური კონსულტაციების შედეგად მშობლები იღებდნენ იმ ინფორმაციას და ცოდნას, რის საფუძველზეც საშუალება ექნებათ ხელი შეუწყონ საკუთარი შვილების უნარების განვითარებასა და სოციალურ ინტეგრაციას.

 

 

შეხვედრისას, ქალაქის მერი პროექტის მიმდინარეობასა და შედეგებს გაეცნო, ასევე გადაწყდა პროექტის 3 თვით გახანგრძლივების საკითხი.

 

 

ქალაქის მერის განცხადებით, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა განვითარებისთვის და მათი საზოგადეობასთან ინტეგრაციისთვის.

 

 

„ჩვენ შევთნახმდით, რომ თუკი იქნება კონკრეტული წინადადებები და საჭიროება და წარმოდგენილი იქნება მცირებიუჯეტიანი პროექტები, ჩვენ მზად ვართ მხარდაჭერისთვის. ადგილობრივი ბიუჯეტიდან აუცილებლად გამოვნახავთ ფინანსურ სახსრებს მათი სრული დაფინანსებისთვის“, – განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.

 

 

ასოციაციის თავმჯდომარემ ქეთევან დურგლიშვილმა რუსთავის მერს თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...