planetanews Posted April 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/1267845_20100422205057-150x150.jpgსომხეთი თურქეთთან მოლაპარაკების პროცეს აჩერებს. ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა დღეს სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა.როგორც “ექსპრესნიუსის” კორესპონდენტი ერევნიდან იუწყება, აღნიშნულ სატელევიზიო მიმართვას სომხეთის მოსახლეობა და პოლიტიკური ელიტა ელოდა.გამოსვლისას სარქისიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი წყვეტს თურქეთთან ურთიერთობას ვინაიდან სომხეთი არ აპირებს თურქეთის თამაშის წესები მიიღოს.სარქისიანმა ხელი მოაწერა თურქეთთან მოლაპარაკებებს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ.“მანამდის ვიდრე თურქეთი მზად არ იქნება ვითარების ნორმალიზაციისკენ მიმართული სომხეთი არ აპირებს ამ დიალოგის აღდგენას ვინაიდან, ამას არავითარი აზრი არ აქვს.”-განაცხადა სერჟ სარქისიანმა.როგორც ცნობილია, თურქეთსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებები ერთი წელია გრძელდება, თუმცა ამ მოლაპარაკებებს კონკრეტული შედეგი არ გამოუღია. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts