Jump to content
Planeta.Ge

აშშ-ევროკავშირი-რუსეთი - სტრატეგიული კავშირი


Recommended Posts

asds

მთავარია საქართველო არ ახსენონ კაჩინსკის თვითმფრინავთან დაკავშირებით .

მიშიკო წასულია ტრენინგებზე, აბა მარტო საბავშვო ბაღებში კი არ დადის შეხვედრებზე,

ახალ გეგმას ჩამოიტანს და მერე იქნებ მივხვდეთ რა გველის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 34
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

asds

საქმე მემგონი იქეთ მიდის რომ რუსეთი თავისი სიძლიერით და გავლენის მაშტაბებით ისეთ დონეს მიაღწევს რომელიც სსრკ-ს დროსაც არ ჰქონია... თუ ატყობთ რომ ევროპამ ამერიკას ზურგი შეაქცია აშკარად და ნაგლად??? თუ ატყობთ რომ რუსეთი აშკარა მოქმედებებზე გადავიდა და კონკრეტული შედეგებიც აქვს???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

asds

საქმე მემგონი იქეთ მიდის რომ რუსეთი თავისი სიძლიერით და გავლენის მაშტაბებით ისეთ დონეს მიაღწევს რომელიც სსრკ-ს დროსაც არ ჰქონია... თუ ატყობთ რომ ევროპამ ამერიკას ზურგი შეაქცია აშკარად და ნაგლად??? თუ ატყობთ რომ რუსეთი აშკარა მოქმედებებზე გადავიდა და კონკრეტული შედეგებიც აქვს???

ეგ ზუსტად ის ილუზიაა რის შექმნასაც დასავლეთი პოსტ საბჭოთა სივრცეში ცდილობს ..

 

რუსეთის უძლეველობა არ გაიშვა რა არსად ... გინდა სამხედრო, გინდა პოლიტიკური და გინდა ეკონომიკური თვალსაზრისით .. აშშ-ისთვის ისე რა დონის სპარინგ პარტნიორადაც კი არ ვარგა, მაგრამ დასავლეთი იძულებულია ჩინეთის ნეიტრალიზების მიზნითა და გარკვეული რეგიონების სამართავად რუსეთი გამოიყენოს .. ამისთვის კი სწორედ ის ილუზია ჭირდებათ რაც შენ პოსტშია წარმოდგენილი ..

 

 

ასე მარტივად არის საქმე სინამდვილეში .. რუსეთი ვაშნგტონის მარიონეტებით იმართება. თუ პოლიტკორექტულად გსურს, საბჭოთა კავშირის დემონტაჟის შემდეგ, რუსეთი "დასავლეთის სამყაროს" განუყოფელ ნაწილად იქცა და დღეის მდგომარეობით ვაშინგტონისა და ბრიუსელის სტრატეგიული პარტნიორია ..

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ასე წერია ამ კინოს სცენარში ....

 

 

 

http://s.rimg.info/45db02284539e870ab692b2915c63eae.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Marta1

 

თუ შეგიძლია მოიძიო ის სქემა სად ჩამოვარდა თვითმფრინავი და საერთოდ იმ მიდამოს გეგმა??? ვინ სად იმყოფებოდა სქემატურად მაგ დროს???

 

მე იმას ვატყობ რომ რუსეთმა ძალიან სწრაფად დაიწყო საკუთარი პოზიციების გამყარება და ამას ამერიკა ძალიან პასიურად უყურებს... მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ბუშიც ჩუმად გააპარეს ამ ორ უაზრო ომს და ეკონომიკურ კრიზისს... ბუშმა ერთი ომი ავღანეთში წამოიწყო ვითომდა ბინ ლადენის მოსაძებნად და მეორე ომი ერაყში ვითომდა მასიური განადგურების ბიოლოგიურ-ქიმიური იარაღის მოსაძებნას... ვერც ბინ ლადენი ვერ იპოვეს დღემდე და ვერც ბიოლოგიურ-ქიმიური იარაღი... ეკონომიკური კრიზისიც ზუსტადაც რომ ამერიკიდან და ამერიკული ბანკებიდან დაიწყო და შემდეგ მთელს მსოფლიოს მოედო... ამ სამი უდიდესი ჩავარდნის შემდეგ ნორმალურ ერს ეგ ბუში უნდა დაეჭირათ და სახალხოდ დაეხვრიტათ... სწორედაც რომ ხალხის აჯანყებას მოერიდნენ და ისე მოაწყვეს რომ მაქსიმალურად პასიური ადამიანი მოეყვანათ პრეზიდენტად და თანაც ისე რომ ეს ყველაფერი ხალხის არჩევანად და დემოკრატიულად გამოიყურებოდეს... ხოდა აქცენტი ზანგებზე შეაჩერეს რომლებიც ალბათ ამერიკის ნახევარს წარმოადგენენ და მისცეს საშუალება ზანგი აერჩიათ პრეზიდენტად... თანაც მუსულმანებიც კარგად მისცემდნენ ხმას... ხოდა ისე გამოვიდა რომ მართლა ხალხმა აირჩია ეს ობამა...

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ეგ ზუსტად ის ილუზიაა რის შექმნასაც დასავლეთი პოსტ საბჭოთა სივრცეში ცდილობს ..

 

რა აზრი მაგით??? რა ილუზია რის ილუზია როცა ამას ყველაფერს რეალური შედეგები აქვს... შენ ჩარგე სილაში თავი სირაქლემასავით და იძახე ილუზიააო... ამასობასი კი რუსეთი კონკრეტულ შედეგებს აღწევს...

მაინც და მაინც რუსები ობამას კაბინეტში უნდა შეუვარდნენ რომ აღიარო რუსეთის სიძლიერე ილუზია არ არისო???

 

არ გამოიყვანეს აქ დასავლეთი ზემაგარი და ყოვლისშემძლე??? გამაგიჟებს ეს ხალხი...

 

რუსეთის უძლეველობა არ გაიშვა რა არსად ...

 

აუფ... რუსეთის არსებობის მანძილზე ყველა პერიოდში თურმე დასავლეთი აკონტროლებდა რუსეთს და თავის ჭკუაზე დაჰყავდა... რა მაგარია ბიჭოს...

და იქნებ პირიქითაა რომ რუსეთი კარნახობს დასავლეთს თავის სურვილებს??? თურმე დასავლეთში ზეადამიანები ცხოვრობენ და რუსეთში არა???

შენ ალბათ მალე სტალინსაც დააბრალებ დასავლეთის მიერ იმართებოდაო...

 

ყველაფერი წინაა... მუდმივი არც ამერიკაა... რუსეთის შიდა ავტონომიებს ყოველთვისაც ჰქონდათ გამოყოფის სურვილი მაგრამ რა მერე? რას მიაღწიეს?

რუსეთი მეორე მსოფლიო ომშიც იყო ჩართული მაგრამ დაიშალა? პირიქით გაიზარდა!

 

ასე მარტივად არის საქმე სინამდვილეში .. რუსეთი ვაშნგტონის მარიონეტებით იმართება.

 

პირიქით... ეს მალე რუსეთი დაიწყებს ამერიკის მართვას... ევროპას ფაქტიურად უკვე აკონტროლებს...

ამერიკაში ეხლა მაგარი კრიზისია და თანაც ორ ომს აწარმოებს აფსოლიტურად არაფრის მომტანს რის გამოც თვითონ ამერიკა ზის დენთის კასრზე... რუეთს კი არც არასოდეს ჰქონია ეს აყვავებული ეკონომიკა და შესაბამისად დასანგრევიც არც არაფერი აქვს... დღეს, კრიზისის პირობებში რუსი ხალხი რა გაჭიტრევებაში ცხოვრობს ისეთ გაჭირვებაში ცხოვრობდა კრიზისამდეც... ასე რომ ეგ დიდად არ შეტყობია ზოგადად რუსეთს... საქმე იმაშია რომ დასავლეთის ეკონომიკა დამყარებულია საბანკო სისტემაზე და საბანკო ეკონომიკაზე, რუსეთისა კი სახელმწიფო საკუთრებაზე და სტრატეგიულ ნედლეულზე... ნუ ამის განხილვა შორს წაგვიყვანს...

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

 

ეხლავე გეტყვი ფეფხვო რუსეთის რაობას ..

 

ალალს, უსაყვედუროს და არგუმეტირებულს და თუ კამათს გავაგრძელებთ ამ თემაზე იმედია ანალოგიურად არგუმენტებს მოიშველიებ შენც ..

 

 

 

ეგ არის ცოტა მადროვეთ გეთაყვა პოსტი ჯოკერი უნდა გავაძრო http://s10.rimg.info/b2e7e9f3d1b0fd068087a490ebc506f7.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანალოგიურად არგუმენტებს მოიშველიებ შენც ..

 

არგუმენტაცია, ფანტაზია და წინასწარმეტყველური პროგნოზები ჩემი საქმე არ არის...

 

მომავალში რა მოხდება კაცმა არ იცის... შენ რომ გისმინოს კაცმა ისლანდიაშიც ვულკანის ამოფრქვევა ,,დასავლეთმა'' სპეციალურად მოაწყო რომ კაჩინსკის დასაფლავებაზე არ ჩასულიყვნენო... :018:

 

ასე რომ აქ შენი შორსმჭვრეტელური ვერსიები და პროგნოზები ხშირად აბსურდამდე მიდის...

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

თუ შეგიძლია მოიძიო ის სქემა სად ჩამოვარდა თვითმფრინავი და საერთოდ იმ მიდამოს გეგმა??? ვინ სად იმყოფებოდა სქემატურად მაგ დროს???

მეზობელ ფორუმზე ფორუმ გეზე, ყველა მასალა დევს და სხვადასხვა ვერსიებიც განხილულია,

ისე, გუგლიც მუშაობს მე მგონი ჯერჯერობით :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გუგლში რა უნდა ვეძებო ისიც არ ვიცი... თვითმფრინავის ვარდნის სქემა??? მანდ მტელი სურათია აღსადგენი...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეიძლება ძველი ევროპა მიდის რუსებთან კავშირზე, შესაძლოა ამერიკამ დადოს გარკვეული ხელშეკრულებები რუსეთტან, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა გავენიჯნოთ რუსეთს. დიდ და ძლიერ ქვეყნებს აქვთ უფლ;ება უშიშრად მიუახლოვდნენ უდიდეს საფრთხეს, რადგან მისგან დაცვა შეუძლიათ, ჩვენ კი ჯობია მოვერიდოთ ჩვენი განადგურების მოსურნე გიგანტს. ყველას ხომ ესმის ის, რომ რუსეთი არასოდეს ასრულებს ხელშეკრულებებს, ის დიპლომატიასაც მხოლოდ სპეცამსახურებისა და დივერსიის ცენტრების ჩამოსაყალიბებლად იყენებს მხოლოდ. უმთავრესი საკითხი ჩვენი რუსეთისაგან დისტანცირებაა, ამას ევროკავშირის დამკვირვებების, ასევე რუსეთტან დიპლომატიური კავშირის არ არსებობითა და თანამოკავშირეების საშუალებით ასე თუ ისე ვახერხებთ.

ჩვენ უნდა ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე უდიდესი სამუშაო გავწიოთ , რუსებთან დისტანცირება კი საკუთარი ერის, სოცოცხლისა და სახელმწიფოს გადარჩენისათვის აუცილებელია.

დეე სარკოზიმ დაწიროს ნატო .

დეე, მერკელმა დააჩოქოს ძველი ევროპა რუსული გაზოს სანაცვლოდ. ესენი მაინც ცოცხლები გადარჩებიან, გერმანიას და საფრანგეთს არ ემუქრება დესუვერენიზაციით რუსეთი. რუსეთი ჩვენ - საქართველოს სახელმწიფოს ემუქრება დესუვერენოიზაციით რაც ქართველი ერის არალეგიტიმურად გამოცხადებასა და კუთხეების ჯუჯასახელმწიფოებად გადაქცევაში, ყოველგვარი "ქართულის" მოგონილად და რასისტულ მცნებად გამოცხადებაში დევს.

მეგობრებო, ეს არაა არც ამპარტავნობა, არც ბრაზის გამოვლინება(რომელიც უსამართლობის წინააღმდეგ დიდია ჩვენში) .

ეს ჩვენი ეროვნების, ჩვენი პაწია სახელმწიფოს გადარჩენის ერთადერთი გაზა- გავემიჯნოთ ჩვენის განადგურების მოსურნე რუსეთს. არავის დაუძალებია ქართვეი მეფეები უკან გამოკიდებოდა აღამაჰმად ხანს, ან ჯალალ ედ-დინს, არავინ ცდილობს მიუახლოვდეს მისი განადგურების მოსურნე მტერს გაშმაგების ჟამს, ასდევე ნუ მიგვათრევთ ჩვენი სისხლისმწყურვალ რუსეთტან, როიმლებისათვის ჩვენ მხოლოდ გასაჟლეტი "გრიზუნები" ვართ და რომლებიც ქართულს მოგონილ მცნებად მიიჩნევენ. მე მიმაჩნია რომ ახლა რუსებთან ნებისმიერი ურთიერთობა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და ისიც მრავალეროვნული საერთაშორისო დამკვირვებლების ქვეშ ასევე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების შუამავლების საშუალებით უნდა განხორციელდეს. ესაა რასაც ვიხვეწებით - ნუ მიგვათრევთ ჩვენი ისედაც დაგლეჯისი სხეულით- საქართველოს სახელმწიფოთი, ამ ქართველტა სისხლოწყურებულ მხეცთან მანამ, სანამ არ გადაუვლის ეს სიშლეგე და სანამ არ სცნობს ქართველის არსებობის უფლებას როგორც ერისას და არა როგორც მღრნელისას, მოვერიდოთ რუსეთს მანამ, სანამ ის სცნობს ჩვენი სახელმწიფოებრივად არსებობის უფლებას. ესაა უმთავრესი თხოვნა და ნება ამდენი უბედურებაგადახდენილი ერისა- ქართველი ერისა, საქარტველოს სახელმწიფოს მოქალაქეებს არ უნდა წავართვათ უფლება - ჰქონდეთ სახელმწიფო საკუტარი მაზღრობის ფასად.

ჩვენ კი დაე გვქონდეს ურთიერთობა გინდაც იმ ძველ ევროპასთან რომელიც რუსეთისაგანს განსხვავებით არც გვხოცავს და არც "დამოუკიდებლად" აცხადებს ჩვენს ულამაზეს 30-40 ათასიანი დასახლებულ პუნქტებს. ნუ შევედრებიტ ნურც დიდ სახელმწიფოებს და ნურც გრძელსულოვნებას გამოვიყენებთ საკუთარი ქვეყნის დაღუპვის საბაბად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Gagi 67

დეე, მერკელმა დააჩოქოს ძველი ევროპა რუსული გაზოს სანაცვლოდ. ესენი მაინც ცოცხლები გადარჩებიან, გერმანიას და საფრანგეთს არ ემუქრება დესუვერენიზაციით რუსეთი. რუსეთი ჩვენ - საქართველოს სახელმწიფოს ემუქრება დესუვერენოიზაციით რაც ქართველი ერის არალეგიტიმურად გამოცხადებასა და კუთხეების ჯუჯასახელმწიფოებად გადაქცევაში,

 

და ხომ ვერ გვეტყვი რატომ გვემუქრება მაინც და მაინც ჩვენ??? იმიტომ ხომ არა რომ მიშამ თქვა ეგრე ანდაც სულაც მიშას ზედმეტი რადიკალიზმისა და ცანცარის გამო??? ,,ჩვენ'' ამ რუსეთის გინება გინებაში ისე ხომ არ მოგვდის; ქათამმა თხარა-თხარაო და თავის დასაკლავი დანა გამოთხარაო... ბუშის მიერ წაქეზებული რომ იყო მიშიკო და მთლიანად ეს რადიკალური კონფრომტაცია რუსეთთან ეს შენთვის ახალი ამბავია??? ... და რუსეთს რომ ჩვენი ნატოში შესვლა და აქ ნატოს ბაზების განლაგება რომ მწარედ აღიზიანებდა ესეც ახალი ამბავია შენთვის???

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი რუსეთი გევმუქრება 1989 წლის 9 აპრილიდან მოყოლებული და გვანადგურებს! ამას სააკაშვილს კი ნუ აბრალებ არამედ ჩვენს არსებობას დააბრალე.

 

ედიკას დროს სად იყო ნატო , ეს დემაგოგიაა, ახლა თუ გადავრჩით ისებ ჩვენშინე დაინტერესებული ევროპის წყალობიტ, თოპრემ ედუარდის დროინდელ ომზემეტი მსხვერპი იქნებოდა დათანაც ამ კრიზისის დროს არავინ გაიმეტებდა ფულა როგორც ედიკასდროინდელი საქართველოს წარმონაქმნზე არ გაიმეტეს მაშინ კრიზისში კი არა პირიქოთ დიდი ეკონომიკურ აYვავებაში მყოპფმა ქვეყნებმა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

 

წინასწარ არ ვიცი როგორი პოსტი გამოვა, მაგრამ რაცხა გული მიგრძნობს ბლოგზე დასადბათაც ივარგებს და ამდენად სტილიც მთლად ფორუმული არ იქნება. ეგ არის დიდი სურვილი არ მაქვს ადამიანებს მითები დაუმსხვრიო მაგრამ მომიწევს .. არ იწყინო ვეფხვო :018:

 

 

 

ილუზორული რუსეთის არაილუზორული სიძლიერე

 

ადამიანი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო უთქვავს ბრძენს და როგორ არ დავეთანხმო ამ მოსაზრებას, როცა უკვე ოცი წელია პირადად მე და მილიონობით ჩემი თანამოქალაქე მითების, ლეგენდებისა და ათასგვარი, არაფრით გამყარებული თეორიების ბურუსით მოცულ სივრცეში ვცდილობთ ჭეშმარიტების ამოცნობას ..

 

არაფერი გამოგვდის, მაგრამ ჯიუტად ვაგრძელებთ ბრძნული გამომეტყველებითა და მენტორული ტონით სხვა ადამიანების დარწმუნებას იმაში, რაც დანამდვილებით, არც თავად ვიცით და არც ვინმე სხვამ შეიძლება იცოდეს, გარდა "რჩეულთა კასტისა" რათქმაუნდა, რომლის წევრ სუბიექტებს, განგებამ შვიდი მილიარდიანი ადამიანის, ფიქრების მბრძანებლობა არგუნა.

 

ეს პოსტიც სწორედ ერთ ერთ ასეთ შემთხვევას ეძღვნება, როცა ერთის მხრივ მე და მეორეს მხრივ პატივცემული თანამოსაუბრე, დიამეტრალურად განსხვავებულ მოსაზრებებს ვაფიქსირებთ და ისიც მტკიცებულობით ფორმაში.

 

ისტორია კი ასეთია ..

 

ქართული ინტერნეტ სივრცის ერთერთ ფორუმზე, მე ვცდილობდი დამემტკიცებინა, რომ რუსეთი, აშშ და ევროკავშირი სტრატეგიული პარტნიორები არიან, "დასავლური სამყაროს" (არაექსკლუზიურად მაგრამ ძირითადად ქრისტიანული სამყარო) გეოპოლიტიკური ინტერესებისამებრ მოქმედებენ და მათ შორის თითქოსდა არსებული დაპირისპირება სხვა არაფერია თუ არა "დიდი გეოპოლიტიკური აფიორა". ოპონენტი კი რუსეთზე, როგორც დამოუკიდებელ სუბიექტზე ამახვილებდა ყურადღებას და მის განსაკუთრებულ სიძლიერესა და ბოლოდროინდელ წარმატებეს უსმევდა ხაზს ..

 

საუბრის შედეგად არც მე შემიცვლია მოსაზრება და არც ოპონენტს, თუმცა ვფიქრობ ურიგო არ იქნება თუ კიდევ ერთხელ დაუბრუნდები აღნიშნულ თემას და ჩემი მოსაზრების გამყარების პარალელურად, რუსეთის სიძლიერის შესახებ არსებულ მითსაც, სათანადო ადგილს მიუჩენ, მთვარეზე გახსნლი რესტორნის გვერდით. იქ სადაც მითები ისვენებენ.

 

მოკლედ უგზო უკვლოდ გრძელი, ორმაგი შესავალი კი გამოვიდა, მაგრამ არაუშავს, ჭეშმარიტების დადგენა ღირს ალბათ ამად. არადა დღეს უკვე 2010 წლის 23 აპრილია, 01:30 საათი და სულ რაღაც 15-20 წელი გვაშორებს მომენტს, როცა მსოფლიოს ენერგომატარებლების დეფიციტის პირობებში მოუწევს ცხოვრების სწავლა .. უკვე დღეს ემზადება ყველა წამყვანი ქვეყანა, მათ შორის აშშ, ევროკავშირი, რუსეთის ფედერაცია, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია და მრავალი სხვა, მომავალი რეალობისთვის, რომელიც თანამედროვე სამყაროს სავარაუდოდ მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე დააყენებს.

 

მარტივად, რომ ვთქვა 15-20 წელიწადში, დედამიწაზე მოპოვებლი ნავთობი ყველა მსურველს ვეღარ შეხვდება, ან ვეღარ შეხვდება იმდენი რამდენიც მას სურს. ეს ვიცი მე, ეს იციან ექსპერტებმა ენერგეტიკულ საკითხებში, ეს იციან ანალიტიკურმა ცენტრებმა და შესაბამისად ეს იციან მსოფლიოს ყველა წამყვანი ქვეყნის მთავრობებმა და რადგან ეს იციან, შესაბამისად ემზადებიან კიდეც.

 

ძნელი სათქმელია მომდევნო ორ ათწლეულში რას და როგორ მოახერხებს სიერა ლიონე, ვიეტნამი ან გონდურასი, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ აშშ, ევროკავშირი და ჩინეთი უკვე დღეს აკეთებენ ყველაფერს, რათა საკუთარი ეკონომიკა კოლაფსისგან იხსნან და ენერგომომარაგების სტაბილური მარშრუტები შექმნან ... ამ პუბლიკაციაში აღარ ვისაუბრებ იმაზე, თუ რა მიმართულებით რომელი ენერგოპროექტები ხორციელდება, მაგრამ იმაზე კი გავამახვილებ თქვენ ყურადღებას თუ რა როლი უჭირავს მსოფლიოს ენერგომომარაგებისა და საერთოდ გეოპოლიტიკის თვალსაზრისით ბუნებრივი რესურსებით მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყანას, რუსეთს. არადა ზუსტად იმ ნავთობისა და ბუნებრივი აირის გამო "ეღირსა" რუსეთი დასავლეთის დაფასებას და გეოპოლიტიკაში დაუბრუნებას.

 

ესეც არის, უფრო სწორედ კი ზუსტად ეს არის მიზეზი იმისა, რომ პოსტ საბჭოთა სივრცეში, ბოლო რამდენიმე წელი რუსეთის პოზიციები მყარდება და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილიც, რუსეთის, როგორც ზესახემწიფოს ხელახალ აღმავლობაზე ალაპარაკდა. თუმცა ყველაფერზე თანმიმდევრულად ..

 

რათქმაუნდა რუსეთი გაძლიერდა და ის ქვეყანა აღარ არის სადაც ადამიანები პურის რიგებში დგანან. რათქმაუნდა რუსეთის პოზიციები პოსტ საბჭოთა სივრცეში მყარდება. რათქმაუნდა რუსეთი დაუბრუნდა გეოპოლიტიკას და რათქმაუნდა რუსეთი გახდა ანგარიშგასაწევი ძალა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოსკოვი რეალურად დამოუკიდებელ გეოპოლიტიკურ ცენტრად ყალიბდება ან თვალსაწიერ მომავალში ჩამოყალიბდება ასეთად. არა ბატონო, რუსეთი გაძლიერებას არა იმდენად საკუთარ თავს, რამდენადაც დასავლეთს უნდა უმადლოდეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სწორედ დასავლეთის ქვეყნებმა გადაარჩინეს რუსეთი დაშლას და სწორედ დასავლეთის ქვეყნებმა შესძინეს რუსეთის მომაკვდავ ეკონომიკას ახალი სუნთქვა. რათქმაუნდა არა უსასყიდლოდ.

 

რუსეთის პოლიტიკური და ფინანსური ელიტა, ბორის ელცინის პრეზიდენტობის დროიდან მოყოლებული მჭიდროდ არის ინტეგრირებული დასავლეთის ფინანსურ და პოლიტიკურ ცენტრებთან და შედეგად, დასავლეთის, როგორც ცალკე აღებული პოლუსის ბუნებრივ ნაწილს წარმოადგენს. ასე და ამგვარად, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ სწორედ დასავლეთი განსაზღვრავს რუსეთის როლსა და ადგილს მსოფლიო გეოპოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე, რადგან იგივე დასავლეთმა, საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე რუსეთი დასავლურ ცივილიზაციაში დააბრუნა და როგორც სახელმწიფო სტრატეგიულ მოკავშირედ აქცია.

 

მიზეზი მარტივია. დღევანდელი გადასახედიდან თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთის ეკონომიკისა და სამხედრო პოტენციალის ზრდის, უპრეცედენტოდ მაღალმა ტემპმა, ვაშინგტონი და ბრიუსელი ჯერ კიდევ გასული საუკუნის მიწურულს, ახალ გეოპოლიტიკურ კონცეფციაზე და მოფლიო წესრიგის ახალ მოდელზე დააფიქრა. შედეგად დასავლეთმა მსოფლიოსთვის ახალი გეოპოლიტიკური "აფიორის" შეთავაზება გადაწყვიტა და "მრავალპორალური სამყაროს" კონტექსტში, რუსეთის ცალკე პოლუსად ფორმირება დაიწყო.

 

ამაზე მოწმობს ის ფაქტი, რომ რუსეთი ეტაპობრივად იბრუნებს ე.წ. გავლენის სფეროებს, რუსეთის ეკონომიკა იღებს ტექნოლოგიურ და ფინანსურ ინექციებს, რუსეთს ეძლევა საგარეო პოლიტის სამხედრო კომპონენტით გაძლიერების შესაძლებლობა და ბოლოს და ბოლოს რუსეთს დასავლეთში უსმენენ. უფრო სწორედ იქმნება ილუზია, რომ უსმენენ, რადგან დასავლეთმა კარგად იცის სად, როდის და რა ნაბიჯს გადადგავს მის მიერვე კონტროლირებადი და მისი განუყოფელი ნაწილი, "ზესახელმწიფო" - პოლუსი - რუსეთი.

 

შესაბამისად დასავლეთმა (ვაშინგტონმა-ბრუსელმა) უკვე იცის, რომ მომდევნო 10-15 წელიწადში პოსტსაბჭოთა სივრცეში, ევროკავშირის, როგორც სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ანალოგიური პოლიტიკური გაერთიანება შეიქმნება, ცენტრით მოსკოვში. დასავლეთმა უკვე იცის, რომ აღნიშნული გაერთიანების შექმნა უპრობლემოდ არ ჩაივლის და რამდენიმე ლოკალური ხასიათის ომის მიზეზი გახდება, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში. დასავლეთმა უკვე იცის, რომელი სახელმწიფოები შევლენ გაერთიანებაში და დასავლეთმა უკვე იცის რა როლსა და ადგილს დაიჭერს ახალი ზესახელმწიფო (პირობითად "ევრაზიული კავშირი") მსოფლიო გეოპოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე. დასავლეთმა ეს ყველაფერი იცის და ამ ყველაფრისთვის მზად არის, რადგან თავად არის იდეისა და სცენარის ავტორი, რუსეთი კი "ტრადიციულად" შემსრულებელია.

 

მოკლედ, მიხვედით ალბათ დასკვნამდე, რომ მოსზრება თითქოს რუსეთი აბსოლიტური სუვერენიტეტის მქონე დამოუკიდებელ პოლიტიკურ ცენტრად ყალიბდება და მოსკოვის ბოლო დროინდელი საგარეო პოლიტიკური "წარმატებებიც" ამაზე მეტყველებს, მხოლოდ ილუზიაა, რომლის შესაქმნელად დასავლეთმა ბევრი გააკეთა. კიდევ ბევრს გააკეთებს და შესაბამისად ინფორმაციული თვალსაზრისით, რუსეთსა და დასავლეთს შორის თითქოს არსებული დაპირისპირების ილუზიას "საწვავი" არ მოაკლდება.

 

დრო კი გადის. 06:28 წუთია და ისევ გათენდა. ენერგოდეფიციტამდე ერთი დღით ნაკლები დარჩა, ჩინეთი ერთი დღით მიუახლოვდა მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის სტატუსს. "რჩეულთა კასტა" კი "ისვენებს". ისვენებს, რადგან იცის, რომ თუ დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირების ილუზიამ, პეკინზე "დამამშვიდებლად" არ იმოქმედა და თუ დასავლეთმა ირანის-ახლო აღმოსავლეთის, ლათინური ამერიკისა და აფრიკის კონტინენტებზე არსებული ნავთობსაბადოების პირდაპირი ან ირიბი კონტროლი ვერ შეძლო, ბირთვული ომი დასვავს საბოლოო წერტილს. ომი, რომელიც აზიურ ვეფხვს სამუდამოდ გადააშენებს. ომი, რომელიც ილუზიების სამყაროდან გამოიყვნას ყველას.

 

 

სულ ეს არის ..

 

 

პატივისცემით:

ფიქრების მბრძანებელი :)

 

ბრძნული გამომეტყველებითა და მენტორული ტონით http://s10.rimg.info/b2e7e9f3d1b0fd068087a490ebc506f7.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა-ილუზორული სიძლიერე ქონდა რუსეთს იმაზე მეტი, ვიდრე ახლა, როდესაც პაწია სამხრეთ კორეამ, დასავლეთ გერმანიამ, ისრაელმა გაუძლეს საბჭოთა კავშირისეულ სისტემასა და ვარშავის გაერთიანების ასევე მაშინდელი ჩინეთის ზეწოლას.

ამათი არსებობაც კი ბევრს არც უნდოდა, მაგრამ პატარა ქვეყნების ერების გაუტეხელმა ნებამ აიძულა მსოფლიო ეცნო ეს ერები დამოუკიდებლობის ღირსად. ამიტომაც ამ რუსული სიძლიერის ბაქაბუქს მოეშვით. ჩვენ უნდა გავემიჯნოთ იმ სისხლიან გიგანტს, რომელიც ჩვენს განადგურებას ცდილობს . რუსეთს ახლა ჩვენი სახელმწიფოებრივი და ეროვნული განადგურება აქვს გამიზნული, ამას კი მხოლოდ მასთან გარიდებით და კრემლის რუსეთისაგან საქართველოს სტრატეგიული დისტანცირებით მოვახერხებთ. ახლა უნდა გავერიდოთ ამ ურჩხულს ვისთანაც დიდი სახელმწიფოებს შეუძლიათ უშიშრად მიახლოება იმიტომ რომ მათ არ ემუქრება რუსეთი განადგურებით, რომ ემუქრებოდეს ის მხოლოდ მეორეხარისხოვანი დაბალგანვიტარებული მეტიჩარაა მათთვის და სხვა არაფერი. მინჯღრეული ბენზოკოლონკის მეპატრონეა კრემლი - ეს ყველამ იცის, ჩვენ კი მოვერიდოთ ამ ბენზოკოლონკას , რომელმა ახლახან ისიც კი აღიარა- გაზი რომ არა, ევროპა რუსეთსდაც იგივე აგრესორად გამოაცხადებდა, როგორსაც ფაშიზმს აცხადებსო- არა და ჰიტლერზე მეტი და არაადამინობით გაცილებით მძიმე დანაშაული აქვტ ჩადენილი ამ კრემლის ცივსისხლიან მტარვალებს .

 

ახლა გავერიდოთ ამ კრემლს და ეს უსაზმნო ქება-დიდება დანჯღრეული ბენზოკოლნკა-რუს-ფედერაციისა არაფერს ცვლის ჩვენი სტრატგიული დისტანცირების არჩევამში.

არაფერს ცვლის რუსეთის ეს ვითომდა ძლიერება იმაში, რომ ჩვენ უნდა მოვერიდოთ ამ საშიშ მტარვალს , დამიჯერეთ !

Edited by Gagi 67
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...