planetanews Posted April 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/vepxvadze-levani-150x150.jpg,,ქრისტიან-დემოკრატები” გაზიფიცირებისთვის შესრულებულ სამუშაოებზე არსებული სხვადასხვა ტარიფებით ინტერესდებიან. როგორც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, ფრაქციის წევრმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, სოფლებში გაზის შეყვანა მოსახლეობის ნაწილს 300 ლარი უჯდება, ნაწილს კი 700 ლარს სთხოვენ და ამასთან, მოსახლეობას ეუნებიან, რომ თუ სოფლის გარკვეული პროცენტი არ შეიყვანს გაზს, სოფელი მაინც ბუნებრივი აირის გარეშე დარჩება. ვეფხვაძეს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა უპასუხა, რომ დისტრიბუტორი კომპანიები პასუხისმგებლობას იღებენ ცენტრალური გაზსადენის ქუჩებში მიყვანაზე, რომლის შემდგომაც ხდება ინდივიდუალური გაზიფიცირება და ეს თანხები შესაძლოა არაერთგვაროვანი იყოს. მინისტრის განმარტებით, არაერთგვაროვნება მანძილით განისაზღერება. კერძოდ, ზოგს სახლამდე დიდი კარმიდამო აქვს და ზოგს არა, თუმცა სახლამდე გაზის მისაყვანად, მოსახლეობას უფლება აქვს სხვა სამშენებლო კომპანია დაიქირავოს და მათ შეასრულონ ცენტრალური გაზსადენიდან აირის ოჯახებამდე მიყვანა და არა კომპანიამ. ამასთან, მინისტრის მტკიცებით, იმ შემთხვევაში თუ დისტრიბუტორი კომპანია მოსახლეობას დაავალდებულებს, რომ აღნიშნული სამუშაო მას შეასრულებინონ ფაქტზე ხელისუფლება ადექვატურ რეაგირებას მოახდენს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts