planetanews Posted April 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/big_2010_01_20_20_01_41_1diogene1-150x150.jpgგამომცემლობა “დიოგენე” ხვალ, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს, ვახუშტი კოტეტიშვილის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალს გახსნის. ,,დიოგენემ~ 2010 წლის 20 იანვარს გამოაცხადა კონკურსი პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელებისათვის და დააწესა ვახუშტი კოტეტიშვილის პრემია თარგმანისათვის ნებისმიერი ენიდან ქართულ ენაზე. კონკურსში მონაწილეობა 20-დან 35 წლამდე ასაკის 31-მა მთარგმნელმა მიიღო. კონკურსის ჟიურიმ თარგმანები დახურული წესით შეაფასა. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალთან Eერთად, ხვალ საუკეთესო თარგმანებისგან შედგენილი კრებულის პრეზენტაციაც მოეწყობა. კოტეტიშვილის პრემია სამ საუკეთესო ახალგაზრდა მთარგმნელს თითოეულს 1000 ლარის ოდენობით გადაეცემა. კონკურსის საინფორმაციო მხარდამჭერები ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″, ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი”, ტელეკომპანია ,,იმედი”, რადიო ,,თავისუფლება”, რადიო ,,სინდიკატი”, ჟურნალი ,,ცხელი შოკოლადი”, გაზეთი ,,24 საათი” და საინფორმაციო სააგენტო ,,ექსპრესნიუსი” არიან. პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი ხვალ, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts