Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის ძმა უგზოუკვლოდ დაიკარგა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/1267753_20100422155605-150x150.jpg

ყირგიზეთის ქალაქ ჯალალ-აბადში ყოფილი პრეზიდენტის ძმა, ახმად ბაკიევი უგზოუკლოდ დაიკარგა.

ამის შესახებ განცხადებას ბაკიევის ძმა კანიბეკი ავრცელებს. მისივე თქმით, ახმადმა მას დაურეკა, და მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა მოახერხა : “ძმაო……”, რის შემდეგადაც ტელეფონის ყურმილში სროლის ხმები გაისმა და კავშირი შეწყდა.

კანიბექ ბაკიევის ვერსიით, მისი ძმა “ე.წ. ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა” გაიტაცეს, და თუ კი ახმადი დაიღუპა, ის “ადექვატურ ზომებს” მიიღებს. თუმცა ყოფილი პრეზიდენტის ძმა არ აკონკრეტებს, თუ რა სახის ზომების მიღებას აპირებს.

ამავდროულად, ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი “რია-ნოვისტი”-სთან საუბარში ეჭვობს, რომ ახმადი “გაიტაცეს და მოკლეს”. მისივე ცნობით, ახმადი ახალი მთავრობის წარმომადგენლებთან შესახვედრად გაემგზავრა. შეხვედრაზე მას ახალი მთავრობის წარმომადგენლებს ყოფილი პრეზიდენტისთვის წერილი უნდა გადაეცათ.

ყირგიზეთის სამართალდამცავ ორგანოებში აცხადებენ, რომ ბაკიევის ძმის გატაცების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

კანიბექ ბაკიევი ძმის გაკარგვასთან დაკავშირებით პოლიციაში განცხადების შეტანას არ აპირებს, რადგანაც ახალ მთავრობას არ ენდობა.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...