planetanews Posted April 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/512ef37ec4dae61-150x150.jpg კომპანია ,,ყაზტრანსგაზმა” აბონენტების დაზიანებული მრიცხველების გამო დაჯარიმებაზე შესაძლოა რეგიონებშიც უარი თქვას. ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, კომპანიამ აქცია ჩაატარა და ფიზიკურ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაზიანებული მრიცხველების შესახებ განაცხადი საკუთარი ნებით გაეკეთებინათ და ამის სანაცვლოდ ,,ყაზტრანსგაზი” მათ დაჯარიმებაზე ამბობდა უარს. დეპუტატებმა მინისტრს სთხოვეს, რომ მსგავსი აქცია რეგიონებშიც ჩატარდეს, რადგან აღნიშნული პრობლემა რეგიონებშიცაა. მინისტრის განმარტებით, ხელისუფლება ამ საკითხზე დისტრიბუტორ კომპანიებს შუამდგომლობით აუცილებლად მიმართავს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts