planetanews Posted April 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/5459-150x150.jpgსაქართველოს მთავარ პროკურატურაში დღეს იმიტირებულ სასამართლო სხდომათა დარბაზი გაიხსნა. ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯონ როდნი ბასმა და მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ მიიღეს. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი შავლიაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე, პარლამენტის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სასამართლო სხდომათა დარბაზის არსებობა მიზნად ისახავს პროკურატურის თანამშრომლებისთვის იმიტირებული სასამართლო სხდომების სახით სპეციალური მასტერ-კლასების გავლის შესაძლებლობას. პროკურორებს სასამართლო პროცესების ჩატარებით საშუალება ექნებათ აიმაღლონ და სრულყონ საკუთარი კვალიფიკაცია და ამგვარად მომზადებულები შეხვდნენ ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედებას. იმიტირებულ სასამართლო სხდომათა დარბაზში სპეციალურად არის გათვალისწინებული შესაბამისი ადგილი და პირობები ნაფიცი მსაჯულებისა და პროცესის მონაწილე სუბიექტებისთვის, დარბაზი ასევე აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. პროკურორების გარდა იმიტირებულ სასამართლო დარბაზში პრაქტიკას გაივლიან იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებიც, დაგეგმილია დარბაზის აქტიური გამოყენება პროექტ “საზოგადოებრივი პროკურატურის” ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებებისთვის.იმიტირებულ სასამართლო სხდომათა დარბაზი პროკურატურის შენობაში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გიხსნა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად პროექტში ჩართული არიან ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts