planetanews Posted April 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2010 ალიანსის თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია ალიანსის თანათავმჯდომარეებთან ერთად ეუთოს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელ ოდრი გლოვერს შეხვდა. ირაკლი ალასანიას განცხადებით, მათ ისაუბრეს ქვეყანაში შექმნილ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. „კონკრეტულად წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დარღვევები აღმოვაჩინეთ საარჩევნო სიებში და როგორ მიმდინარეობს ამომრჩეველთა სიების გასწორება ცესკო-ს მიერ და რა პრობლემებია მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ასევე, დეტალურად ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ ერევა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციური და უსაფრთხოების სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში და, რა თქმა უნდა, გვქონდა სერიოზული საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უშლიან ხელს იგივე ნაციონალური მოძრაობისა და შსს-ის წარმომადგენლები კამპანიის წარმოებაში ოპოზიციურ ძალებს, როდესაც მიმდინარეობს მათი მხარდამჭერების მიერ ჩვენი პარტიის წევრებზე ზეწოლა“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მისივე განცხადებით, ისაუბარეს იმის შესახებ, თუ რა რეკომენდაციები უნდა შესრულდეს, რომ მინიმუმამდე დავიდეს გაყალბების შესაძლებლობები. „ჩვენ მივიღეთ სრული გარანტია ეუთოს დამკვირვებელთა მისიისგან, რომ ამომრჩეველთა ხმების კონფიდენციალურობა იქნება დაცული. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, საზოგადოებამ იცოდეს, რათა მოვიდნენ არჩევნებზე, მიიღონ მონაწილეობა და მათი ხმების კონფიდენციალურობა იქნება დაცული და უზრუნველყოფილი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ“. - დასძინა ირაკლი ალასანიამ. http://iraklialasania.com/?p=464 View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts