Saturn Posted April 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2010 მინიმუმ სამი ალტერნატიული საარჩევნო სისტემა გვაქვს.პირველი ვარიანტი შემოთავაზებულია ჭანოს მიერ:ვინდაიდან ფორუმს აქვს პრეტენზია იყოს თავისუფალი და დემოკრატიული, აუცილებელია მოხდეს მოდერების არჩევა,მარტალია გასათვალისწინებელია ფორუმზე შემდეგი ორი პირობა ადმინების ინტერესი და იუზერების მცირე რაოდენობა რომლებიც შეძლებენ ნორმალურ მოდერობას, ანუ კანდიდატების ნაკლებობა, მაგრამ ეს პრობლემა მოგვარებადია.გთავაზობთ შემდეგ წესებს:1. განყოფილებაში სადაც სამზე მეტი კანდიდატი მოიძებნება, რომელიც ადმინისტრაციის აზრით შეძლებს მოდერობას, მოხდეს მათი სახალხო არჩევა. 2. განყოფილებაში სადაც კანდიდატების აშკარა ნაკლებობდა და ადმინისტრაცია ვალდებულია ვინმე დანიშნოს მხოლოდ იმისთვის რომ სხვა კანდიდატი არ ყავს, აუცილებელია გაითვალისწინოსმომხმარებელთა ინტერესი შემდეგნაირად. ტარდება შემდეგი სახის არჩევნები +1,0,-1 ანუ +1 ვინც მხარს უჭერს, 0 ნეიტრალური, -1 მოწინააღმდეგე,მოდერობისთვის დასანიშნად აუცილებელია 60% +1 - 40% -1-ის წილ მოაგროვოს. ასევე კარგი იქნება თუ 1 პუნქტში არჩევნებისას იმავე წესებით მოხდება არჩევნები (+1,0,-1)ასევე კარგი იქნება ორმაგი არჩევნების ჩატარება, გამოკითხვის ანუ დაფარული და სახელობით გამოკითხვით ანუ ღია არჩევნებით.(მათი დაჯამება შეიძლება და შემდეგი ხმების დათვლა) მეორე ვარიანტი ჩემია:აუცილებლადაა გასათვალისწინებელია ხმის მიცემის დროს ფორუმელის რეგისტრაციის თარიღი და პოსტების რაოდენობა. რამდენიმე კვირის წინ დარეგისტრირებულ 20 პოსტიან ფორუმელს და ფორუმის ვეტერანს შორის უნდა იყოს სხვაობა პირველ რიგში ფორუმის ინტერესებიან გამომდინარე. ადამიანი რომელიც დიდი ხანია დარეგისტრირებული და მუდმივად პოსტავს ამ ფორუმზე, კარგად იცნობს ამ ფორუმის სპეციფიკას და ნიუანსებს. მეორე მხრივ თუ ასეთი დიფერენცირება არ გვექნება, ძალიან ადვილი იქნება დაინტერესებული პირის მიერ ყალბი ნიკების დარეგისტრირება და არჩევნების მოგება ნებისმიერ განყოფილებაში რადგან აქ ფორუმელთა მცირე ოდენობა პოსტავს, შესაბამისად გაყალბება ადვილია.მე გთავაზობთ არჩევნებში გამოყენებულ იქნას ქულების სისტემა:საბაზო ქულად ვიღებთ 1 -ს.2010 წელს დარეგისტრირებულ ფორუმელს საბაზო ქულას არაფერი არ ემატება.2009 წელს დარეგისტრირებულს +1 ქულა, 2008 - +2 ქულა და ა.შ.ასევე ყურადღება მიექცეს პოსტების რაოდენობას.1000 პოსტზე ნაკლებზე საბაზო ქულას არაფერი არ ემატება.1000 - 1999 +1 ქულა. 2000 - 2999 +2 ქულა და ა.შ.და ბონუს ქულები: იუზერს რომელსაც არ მიუღია არც ერთი ვორნ-ბანი განყოფილებაში სადაც არჩევნები ტარდება +2 ქულა. ვორნ-ბანების რაოდენობა 1-დან 3-ის ჩათვლით +1 ქულა. 4-ზე მეტზე არაფერი არ ემატება.და აუცილებელია განისაზღვროს პოსტების რაოდენობის ქვედა ზღვარი, რომელზე ცოტა პოსტის შემთხვევაშიც ფორუმელი არჩევნებში ვერ მიიღებს მონაწილეობას. და მესამე ვარიანტი ეკუთვნის DonCaredo -ს, რომელიც გვთავაზობს რომ ერთ ფორუმელს ჰქონდეს სამ სხვადასხვა კანდიდატზე ხმის მიცემის უფლება. განვიხილოთ ეს ვარიანტები. თქვენი ვარიანტებიც შემოგვთავაზეთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted April 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2010 სატურნ, შენი ვარიანტი მეტისმეტად რთულია და ჩახლარტული, ცოტა შეამსუბუქე. დონის ვარიანტი აუცილებლად მიმაჩნია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2010 asesino_141 სატურნ, შენი ვარიანტი მეტისმეტად რთულია და ჩახლარტული, ცოტა შეამსუბუქეშეიძლება ბონუს ქულების სისტემის მოშორება. ანუ ვორნებს და ბანებს რომ არ მიექცეს ყურადღება. დანარჩენი ადვილი დასათვლელია. პრინციპში შესაძლებელია ჩემი შემსუბუქებული ვარიანტის და DonCaredo -ს ვარიანტის გაერთიანებაც. ესეც ანალგინის შემოთავაზებული სისტემა:იუზერებს მიეცეთ სამი ხმის უფლება, ოღონდ პრიორიტეტების მიხედვით ანუ დაასახელონ პირველი (ყველაზე სასურველი), მეორე და მესამე კანდიდატი. ხმების დათვლის პროცესში პირველს მიენიჭოს სამი ქულა, მეორეს ორი, მესამეს ერთი.ნორმალურია ესეც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted April 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2010 ანალგინის ვარიანტი მგონი ყველაზე მარტივი და მისაღებია. პლუს ხანდაზმულობაც გავითვალისწინოთ, ანუ გუშინდელი დღის შემდეგ დარეგისტრირებულებს არ უნდა ჰქონდეთ ხმის მიცემის უფლება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2010 ეს პონტი ნახეთ 1. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ პოლიტგანყის უზერს. მურტაზას ბორდელის კლიენტები არჩევნებზე არ დაიშვებიან, თუნდაც პოსტების ნახევარი პოლიტგანყში ქონდეთ გაპოსტილი ... 2. არჩევნები სახელობითი. უფრო გამჭვირვალე ვერაფერი ვარიანტი იქნება ... 3. არჩეულმა მოდერატორმა არჩევნებიდან 1-2 თვეში კიდევ ერთხელ უნდა მიიღოს ნდობის მანდატი ოღონდ მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველთა შორის (სახელობითი გამოკითხვა ამის შესაძლებლობას იძლევა). ანუ ჩატარდეს ნდობის ხარისხის შემოწმება და თუ ამა თუ იმ მოდერის მხარდამჭერებს შორის ნდობის 50-ზე მეტის მოპოვება მოდერატორმა ვერ შეძლო ის ტოვებს პოზიციას და გამოთავისებულ ადგილზე ინიშნება ახალი მოდერი ადმინისტრაციის მიერ, მომდევნო არჩევნებამდე რათქმაუნდა .. ეგ არის რა მამენტ ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted April 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2010 ნამეტანს ნუ გაართულებთ, ხალხი ხომ უნდა გაერკვეს რა და როგორ დააწესეთ პოსტების ქვედა ზღვარი და ხმის უფლება ნუ ექნებათ ახალდარეგისტრირებულებს კიდე მაინტერესებს ერთი საკითხი - პოლიტიკის განყოფილებაში ვინც არ პოსტავს, იმათ ეძლევათ ხმის მიცემის უფლება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted April 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2010 kisa პოლიტიკის განყოფილებაში ვინც არ პოსტავს, იმათ ეძლევათ ხმის მიცემის უფლება?მაგ სასტავს არ უნდა მიეცეს ხმის უფლება .. თორემა მურტაზას ბორდელის კლიენტებმა შეიძლება ვინმე მამაშა გაიყვანონ მოდერათ : )))))))))))))))))))))))))) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted April 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2010 asds მაგ სასტავს არ უნდა მიეცეს ხმის უფლებამეც ესე ვფიქრობ - მხოლოდ ის იუზერები ვინც ძირითადად პოლიტიკაში პოსტავს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2010 kisa asds ადმინისტრაცია აპირებს შეზღუდვას პოსტების საერთო რაოდენობის მიხედვით - 100 და პოლიტიკის განყოფილებაში - 50. მე ვფიქრობ რომ ცოტაა. 50 პოსტი სურვილის შემთხვევაში ძალიან სწრაფად შეიძლება შეაგროვოს იუზერმა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted April 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2010 ადმინისტრაციას ესეც აინტერესებს-ტუ გაქვთ მოდერების გუნდური მუშაობის ხედვა-ძალიან საინტერესოა რა სამკაციან ჯგუფს ისურვებდით მოდერებად?------ჩათვალეთ რომ სოციოლოგიური გამოკითხვაა მაგალიტად ჩემტვის იდეალური ჯგუფია:მარტამაკლარენილივინგსტონი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted April 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2010 სატურნ - არ არსებობს! შენი ვარიანტი აშკარად დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს. რას ნიშნავს კაცო ვიღაცას 40 000 პოსტი აქ და ამიტომ მას რამდენიმე ხმის უფლება აქვს??? მითუმეტეს დარეგისტრირების თარიღი საერთოდ სისულელეა...ერთადერთი რაც საჭიროა არის მინიმალური პოსტების რაოდენობა პოლიტიკის განყოფილებაში და ჩემის აზრით 300 სავსებით საკმარისია. ისე, ნუ მოვიგონებთ ახალ ველოსიპედს. არჩევნები ყველგან მარტივი სისტემით ტარდება და მხოლოდ მარტივი არითმეტიკაა საჭირო ხმების დასათვლელად. არავითარი +1-ები 0-ები და -1-ები(ჭანოს ვარიანტი), ავირჩიოთ პირდაპირ თითო იუზერმა მისცეს ხმა მისთვის სასურველ კანდიდატს და პირველი სამი გაიმარჯვებს. თუ მაინცდამაინც, მაშინ თითო იუზერმა სამ კანდიდატს მისცეს ხმა, ოღონდ პრიორიტეტების მიხედვით: http://planeta.ge/index.php?s=&showtop...st&p=244156 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted April 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2010 ნუკრიკომაკლარენიანალგინი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted April 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2010 analgin მაერთალი ხარ, არ შეიძლება ამ ბონუსებით არჩევნების ჩატარება - ყველა უნდა იყოს ერთნაირ პირობებში.4 000 პოსტი მაქ, მერე რა? რამით ვჯობივარ სხვა იუზერს? T_A_T ადმინისტრაციას ესეც აინტერესებს-ტუ გაქვთ მოდერების გუნდური მუშაობის ხედვა-ძალიან საინტერესოა რა სამკაციან ჯგუფს ისურვებდით მოდერებად?----კარგი აზრია, თან მოდერების ერთმანეთთან შეუთანხმებლობის ვარიანტიც ნაკლევი იქნება რავი, ვიფიქროთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted April 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2010 kisa არ შეიძლება ამ ბონუსებით არჩევნების ჩატარება - ყველა უნდა იყოს ერთნაირ პირობებში.მეც ასე მგონია. იუზერი იუზერია. უბრალოდ გაყალბების თავიდან ასაცილებლად პოსტების ქვედა ზღვარი ალბათ მართლა უნდა დაწესდეს. ჯგუფურ გამოკითხვაში ასესინოსატურნიმარტა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2010 4 000 პოსტი მაქ, მერე რა? რამით ვჯობივარ სხვა იუზერს?ფირმა თავის ერთგულ კლიენტებს ფასდაკლებებს რომ უკეთებს ის პრიციპია მანდ ჩადებული, მაგრამ არაა პრობლემა, იყოს ანალგინის სისტემა თუ მოგწონთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.