planetanews Posted April 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/12311.jpeg პარლამენტი მორიგი პლენარული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას ორშაბათს, 26 აპრილს ბიუროს სხდომაზე მიიღებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი წერეთელმა განაცხადა. მისი თქმით, ვინაიდან ამ დროისთვის განსახილველი საკანონმდებლო საკითხები თითქმის ამოწურულია და ამასთანავე, ქვეყანაში როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება აქტიურ წინასაარჩევნო პროცესში ჩაერთო, 23 აპრილს პლენარული სხდომა აღარ გაიამართება. წერეთლის განმარტებით, სამშაბათის პლენარულ სხდომაზე სამოცამდე საკანონმდებლო ინიციატივა იქნა განხილული და ამით დღის წესრიგი თითქმის ამოიწურა და ვინაიდან, საპარლამენტო კომიტეტებს საკითხების მოსამზადებლად გარკვეული დრო სჭირდებათ და პარასკევს, შაბათს და კვირას დაგეგმილია ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისთვს რეგიონებში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა, მორიგი პლენარული სხდომის გამართვის თარიღი, კონსულტაციების შემდეგ, ორშაბათის ბიუროს სხდომაზე გახდება ცნობილი. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts