planetanews Posted April 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/ivanishvili131-150x150.jpg დედამიწის დღესთან დაკავშირებით, დღეს “სახალხო დემოკრატებისა” და “მწვანეთა პარტიის” ლიდერებმა, “სახალხო დემოკრატების” ოფისის ეზოში, მარადისობის სიმბოლო ბზის ნერგი დარგეს. “მწვანეთა პარტიის” წარმომადგენელმა გია გაჩეჩილაძემ, “სახალხო დემოკრატების” ლიდერსა და თბილისის მერობის კანდიდატს, ნიკა ივანიშვილს ბზის ნერგი თანამშრომლობისა და მარადიული მეგობრობის ნიშნად გადასცა. როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი მერად გახდომის შემთხვევაში ქალაქის გამწვანების თემა ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული იქნება. “ჩვენ “მწვანეთა პარტიასთან” ერთად შევქმენით საარჩევნო ბლოკი, ამიტომ ეს თემა ჩვენთვის ძალიან ახლოსაა. მე მოსახლეობას ვპირდები, რომ თუკი მე თბილისის მერი გავხდები, ჩემი და ჩემი თანაგუნდელებისათვის ქალაქის გამწვანების თემა ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული იქნება”_ განაცხადა ივანიშვილმა. უკვე 40 წელის, რაც 22 აპრილს მსოფლიოს 176 ქვეყანაში დედამიწის დღე აღინიშნება. დღევანდელი დღე “სახალხო დემოკრატებისა” და “მწვანეთა პარტიის” ბლოკის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ კიდევ ერთი ახალი ნერგვის დარგვით აღნიშნეს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts