planetanews Posted April 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/qristian_demokratebi_0431-150x130.jpg საქართველოს ,,ქრისტიან–დემოკრატიულმა მოძრაობამ’’ რუსეთის ,,ქრისტიან-დემოკრატებთან’’ მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ დღსს მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის თანახმად, ინფორმაციის გაცვლა და თანამშრომლობა დამყარებული იქნება თანასწორობისა და სამართლიანი პარტნიორობის პრინციპებზე. ასევე, შეთანხმება ითვალისწინებს რეგულარულ კონსულტაციებს ქართულ–რუსული ურთიერთობის პრობლემურ საკითხებზე და დიალოგი წარიმართება საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნათა შესაბამისად. მემორანდუმში აღნიშნულია, რომ მხარეები პატივს სცემენ საქართველოსა და რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას და აცნობიერებენ ქრისტიან დემოკრატიული ძალების კონსოლიდაციისა და რუსეთ–საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესების აუცილებლობას. ფრაქციის წევრის მაგდა ანიკაშვილის შეფასებით, რუსეთის ,,ქრისტია-დემოკრატები’’ ეწინაღმდეგებიან რუსეთის იმპერიალისტურ ხედვებს. საქართველოს პარლამენტში დოკუმენტს ხელი მოაწერეს გიორგი თარგამაძემ და რუსეთის ,,ქრისტიან დემოკრატების’’ საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე სერგეი მეზენცევმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts