planetanews Posted April 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/kublashvili7729811-150x150.jpg უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი დღეს სასამართლოში სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს შეხვედა. შეხვედრისას სასამართლოში მიმდინარე სიახლეები და სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშში სასამართლოსთან მიმართებაში მოხსენებული ფაქტები განიხილეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კონსტანტინე კუბლაშვილმა განაცხადა, შეხვედრისას კარგი კონსულტაციები გაიმართა და შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა. “დღეს ის პრობლემატური საკითხები განვიხილეთ, რომელიც სახალხო დამცველს აქვს წამოყენებული თავის ანგარიშში. ჩვენ მას რაღაცაში ვეთანხმებით, თუმცა არის საკითხები რომელშიც არ ვეთანხმებით. საუბარი კი სისტემური ხასიათის პრობლემებს შეეხო”,- განაცხადა კუბლაშვილმა. მისი თქმით, ასეთი სახის შეხვედრები აუცილებლად გაგრძელდება. სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის განცხადებით კი, შეხვედრისას საკითხები სამართლიან სასამართლოს, ასევე გამოტანილი განაჩენების დაუსაბუთებლობის პრობლემას და კიდევ რამდენიმე საკითხებს შეეხო. მისი თქმით, სრული თანხვედრა არ ყოფილა, თუმცა გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება მოხერხდა. ეს შეხვედრა პირველი იყო, რომელიც სასამართლო ხელისუფლების პირველ პირსა და სახალხო დამცველს შორის გაიმართა. შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ინიციატივით შედგა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts