planetanews Posted April 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/ivanishvili351-150x150.jpg “სახალხო დემოკრტების” ლიდერი და თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ნიკა ივანიშვილი ქართველ პოლიტიკოსთა რუსეთში ვიზიტს ეხმაურება. ივანიშვილის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლებისათვის მეზობელ ქვეყანასთან კარგი ურთიერთობის ქონა პრიორიტეტული უნდა იყოს, იმის მიუხედავად თუ როგორია ეს მეზობელი. “მე მივესალმები რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების ყველანაირ მცდელობას. რუსეთთან ცუდი ურთიერთობა ჩვენი ქვეყნის განვითარებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის”_ განაცხადა ივანიშვილმა. მისი თქმით, ოპოზიციის ამ ურთიერთობების დარეგულირებაში აქტიურად ჩართვის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა მისთვის მათი მხრიდან რუსეთის სახელისუფლებო პარტიასთან რაიმე სახის თანამშრომლობის გაფორმება მიუღებელია. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ივანიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რუსეთის ხელისუფლებასთან დიალოგისკენ მოუწოდა. მისი თქმით, პრეზიდენტმა ყველანაირი წყენა გვერძე უნდა გადადოს და დიალოგი აწარმოოს როგორც რუსებთან, ასევე აფხაზებთან და ოსებთან. “მე სახალხო დიპლომატიის მომხრე ვარ. მოვუწოდებ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას ყველაფრის მიუხედავად დიალოგი აწარმოოს რუსებთან, აფხაზებთან და ოსებთან. თუმცა ის დღემდე მხოლოდ მათი ლანძღვით არის დაკავებული”_ განაცხადა ივანიშვილმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts