Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - საგამოძიებო სამსახურმა დოკუმენტების გამყალბებლები დააკავა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/dakaveba514-150x150.jpg

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის, ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე მოქალაქეები დააკავეს.

 

 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავებულია რუსთავში მოქმედი შპს „მოდინახე 2008“-ის დირექტორი ვაჟია კურცხალია და შპს „პაკო ავტომოტივი“-ს წარმომადგენლები: კობა თოლორაია და გიორგი კვიჟინაძე, რომლებმაც საერთო ჯამში დაამზადეს და გაასაღეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები და ქვითრები 70 000 ლარამდე ღირებულების სხვადასხვა საქონელზე, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მაიდგა.

 

 

აღსანიშნავია, რომ ვ. კურცხალიამ ყალბი დოკუმენტების დამზადებაში გარიგებული თანხის ნაწილი – 500 ლარი აიღო, კ. თოლორაიამ და გ. კვიჟინაძემ კი – 600 ლარი. სამივე ეჭვმიტანილი სამართლადამცველებმა ფაქტზე დააკავეს.

 

 

მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით, რაც საერთო ჯამში ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...