gruzian_ka Posted May 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2010 უკაცრავად, პათოსს ვერ ვხვდები... (სტატიას ვგულისხმობ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted May 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2010 მმკ-სტებმა თავიანთი "მოღვაწეობა" ჰელოუინის დარბევით დაიწყო და აგრძელებს: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gruzian_ka Posted May 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2010 ყველამ იცის რომ არ შეიძლება სხვისი უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფა თუნდაც ჩვენ ეს არ მოგვწონდეს ვინ ყველამ იცის... ერთის თავისუფლება, მეორეს თუ შეურაცხყოფს, ეს თავისუფლება არ არის... სამწუხაროდ, ყველამ არ იცის რა არის თავისუფლება... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
aiv Posted May 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2010 კონკრეტიკა კონკრეტიკა ჩემო კარგოის რაზეც შენ უბნობ ნათლად იკვეთება მმკ-ს საქციელში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gruzian_ka Posted May 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2010 მმკ-სტებმა თავიანთი "მოღვაწეობა" ჰელოუინის დარბევით დაიწყო და აგრძელებს: დედა რა ხალხი ყოფილა ეს მმკ, უნდა გავიცნო რაა, ყველგან ამათზე როგორ წერენ... წავიკითხე დეისაძის პრომოუტერები არიანო, ვინ რას გაიგებდაო და ამ ლოგიკით ამ ფორუმზე მმკ-ს პრომოუშენზე მუშაობენ ალბათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
aiv Posted May 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2010 მ ლოგიკით ამ ფორუმზე მმკ-ს პრომოუშენზე მუშაობენ ალბათფუი ეშმაკს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gruzian_ka Posted May 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2010 კონკრეტიკა კონკრეტიკა ჩემო კარგო საქციელის რა მოგახსენო და მე ხო მაქვს უფლება ვინმეს დავეთანხმო ან არ დავეთანხმო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted May 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2010 დედა რა ხალხი ყოფილა ეს მმკ, უნდა გავიცნო რაა, ყველგან ამათზე როგორ წერენ...წავიკითხე დეისაძის პრომოუტერები არიანო, ვინ რას გაიგებდაო და ამ ლოგიკით ამ ფორუმზე მმკ-ს პრომოუშენზე მუშაობენ ალბათ gruzian_ka მერე ვინ გიშლის, მიდი და გაიცანი. თუ გინდა მათ რიგებშიც ჩაეწერე. ბევრი ხედავს რა არის ეგ მმკ. თავიანთი საქმეებით იაშკარავებენ თავიანთ თავს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted May 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2010 სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა: “ყველაფერს ძმრად ამოგადენთ ცხვირში”4 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ გამართულ მშვიდობიან აქციაზე, რომლის მონაწილეები აპროტესტებდნენ საქართველოში ფაშიზმს და მხარს უჭერდნენ გამოხატვის თავისუფლებას, ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.თუმცა, ყველაფერი ასე დაიწყო.აქციის დაწყებიდან 20 წუთში უნივერსიტეტის წინ გამოჩნდნენ სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის წევრები, რომლებიც აქციის მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და მათგან ითხოვდნენ პლაკატების ძირს დაშვებას და აქციის დაშლას.„თქვენ ქვეყნის მოღალატეები ხართ!”„ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას ეწევით!”„წაეთრიერთ ამ ქვეყნიდან!”„თქვენ ქართველები არ ხართ!”„ყველაფერს ძმრად ამოგადენთ ცხვირში, ქართველი ერის გარყვნას არ გაპატიებთ!”„თქვენ ჰყიდით საქართველოს, ადამიანობას, ღირსებას!”ინციდენტი ილიას უნივერსიტეტთან-3„თქვენ ხართ არაადამიანები, ცრუები, ნაძირლები, ღვთის მგმობელები და ქართველების მტრები. თქვენ გეზიზღებათ ქრისტე, ქართველი კაცი და ქალი. თქვენ გაანადგურეთ ეს ქვეყანა”, -მიმართა აქციის მონაწილეებს სახალხო მართლმადიდებული მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა შოთა აფხაიძემ.საგულისხმოა, რომ მომხვდურებს შორის იყვნენ სასულიერო პირებიც.აგრესიული ახალგაზრდები სიტყვიერი შეურაცხყოფით არ დაკმაყოფილდნენ და აქციისინციდენტი ილიას უნივერსიტეტტთან-4ზოგიერთ მონაწილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მაგალითად, ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელს ბექა მინდიაშვილს, ასევე აქციაზე მისული მოქალაქე ვასო გაბუნიას, რომელსაც „ფეისბუქზე” გამოქვეყნებული „არამართლმადიდებლური” პოსტებისთვის პასუხს თხოვდნენ.„შენი მკვლელი გავხდები ვასო!”- ყვიროდა ერთი ახალგაზრდა, რომელიც ჟურნალისტებს ილიას უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტად გაეცნო. სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვის სამსახურმა. დაპირისპირების ადგილზე მალევე გამოჩნდა საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. მიუხედავად ამისა, ვითარების განმუხტვა 2 საათის განმავლობაში ვერ მოხერხდა. პოლიციელებმა უნივერსიტეტის შესასვლელთან კორდონი მოაწყვეს და აქციაზე მოსულ აგრესიულ ახალგაზრდებს უნივერსიტეტში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.ინციდენტი ილიას უნივერსიტეტთან-8მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრმა, ზაზა ტურიაშვილმა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამოქალაქო ჟურნალისტსა და ბლოგერს შოთა ხინჩაგაშვილს. ტურიაშვილმა მას ვარცხნილობა დაუწუნა და გარეგნობის მოწესრიგებისგენ მოუწოდა. მისმა თანამოაზრეებმა ასევე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალ „ლიბერალის” ჟურნალისტს ანიტა თვაურს. სხვებისთის მოქნეული მუშტი თავში მოხვდა გაზეთ „რეზონანსის” ჟურნალისტ სალომე ცეცხლაძეს. სიტყვიერად ამ სტატიის ავტორიც გალანძღეს, როცა აგრესიულ ორ ნასვამ ახალგაზრდას ფოტოს უღებდა.- ბებიაშენს გადაუღე სურათები! – მომაძახა ერთ-ერთმა და ზედ დედის გინებაც მოაყოლა. იქვე მყოფმა პოლიციელებმა ნასვამი ახალგაზრდები სიტუაციას გაარიდეს.პოლიციის თანამშრომლები ერიდებოდნენ სიტუაციის დაძაბვას. მათ, აშკარად გამოხატულიინციდენტი ილიას უნივერსიტეტთან-1აგრესიის მიუხედავად, არავინ დაუკავებიათ. პოლიციელებს არც ის ახალგაზრდა დაუკავებიათ, რომელმაც მათ კოლეგას სახეში შეაფურთხა და გალანძღა. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ სამართალდამცველები დროდადრო საქმეში ერეოდნენ და მოჩხუბრებს აშველებდნენ.პოლიციამ სიტუაციის დარეგულირება მხოლოდ რამდენიმე სააათის შემდეგ მოახერხა. აქციის მონაწილეები და მათი მომხრეები ილიას უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან 19:00 საათისთვის დაიშალნენ.აქციის ორგანიზება ფეისბუქის ქართველმა მომხმარებლემა სპონტანურად გადაწყვიტეს იმინციდენტი ილიას უნივერსიტეტთან-7თავშეყრის საპირისპიროდ, რომელიც ამავე ადგილზე 3 მაისს ჩატარდა. სახალხო მართლმადიდებლურმა მოძრაობამ და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა გააპროტესტეს ილიას უნივერსიტეტში გამართული ერთ-ერთი წიგნის პრეზენტაცია. წიგნს ჰქვია „საიდუმლო სირობა”, რომლის ავტორია ახალგაზრდა მწერალი ერეკლე დეისაძე. წიგნი, დაახლოებით, ერთი თვის წინ გამოიცა.რადიკალური ჯგუფებს წიგნი მკრეხელურ ნაწარმოებად მიაჩნიათ. მათი, მტკიცებით, ასეთი წიგნები რყვნის ახალგაზრდობას და მიმართულია მართლმადიდებლური ფასეულობების წინააღმდეგ, რასაც ხელს უწყობს ილიას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა. რადიკალური ჯგუფები უნივერსიტეტის რექტორის, გიგი თევზაძის გადადგომას ითხოვენ. მათ რექტორს ულტიმატუმიც კი წაუყენეს, გუშინდელი აქციის დროს. რადიკალი მართლმადიდებლები, რომელთა შორის თავად ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებიც არიან, უნივერსიტეტის შენობაში სამლოცველოს გახსნასაც ითხოვენ, რისი წინააღმდეგიც რექტორატია.ინციდენტი ილიას უნივერსიტეტტთანსიტუაციის არევამდე media.ge-მ აქციის ორგანიზატორებისა და მოწინააღმდეგეებისგან კომენტარების აღება მოასწრო. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:ნინია კაკაბაძე, ჟურნალისტი: „აქ ვაპროტესტებ იმ ადამიანთა მოთხოვნას, რომელბმაც შეიძლება 21-ე საუკუნეში მოითხოვონ რომელიმე წიგნის აკრძალვა. ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ დღევანდელ საქართველოში ამგვარი მოთხოვნების წამოყენება არ შეიძლება. ასევე მათ შევახსენებთ, რომ საქართველოში არის ბევრი ეკლესია, და თუ უნდათ, იქ ილოცონ. უნივერსიტეტი არ არის სამლოცველო ადგილი”.გიორგი კეკელიძე, პოეტი: „აქ მოვედი არა იმდენად წიგნის დასაცავად, რომელიც დამწყებინციდენტი ილიას უნივერსიტეტთან-3მწერალს ეკუთვნის და მაინცდამაინც სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ, არამედ იმის გამო, რომ ნებისმიერი ტიპის აქცია, რომელიც გუშინ ჩატარდა, აფერხებს ზოგადად საზოგადოების განვითარებას.”თამარ ტურაშვილი, სტუდენტი: „ეს წიგნი და აქცია მთელი ქართველი ერისათვის შეურაცხმყოფელია. ესენი აპროტესტებენ ვითომ თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას. ეს არ არის პროტესტი, ეს შეურაცხყოფაა. თვითონ ილიას უნივერსიტეტი ატარებს წმინდანის სახელს და რაც აქ ხდება, ეს არის საშინელება”.თამაზ კუპრეიშვილი საინტერესოა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted May 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2010 სიტუაციის არევამდე media.ge-მ აქციის ორგანიზატორებისა და მოწინააღმდეგეებისგან კომენტარების აღება მოასწრო. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:ნინია კაკაბაძე, ჟურნალისტი: „აქ ვაპროტესტებ იმ ადამიანთა მოთხოვნას, რომელბმაც შეიძლება 21-ე საუკუნეში მოითხოვონ რომელიმე წიგნის აკრძალვა. ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ დღევანდელ საქართველოში ამგვარი მოთხოვნების წამოყენება არ შეიძლება. ასევე მათ შევახსენებთ, რომ საქართველოში არის ბევრი ეკლესია, და თუ უნდათ, იქ ილოცონ. უნივერსიტეტი არ არის სამლოცველო ადგილი”. +1. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted May 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 5, 2010 მმკ-ს ლიდერი თავისი მრევლით: http://s006.radikal.ru/i214/1005/e1/ecc8198c6bcc.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gruzian_ka Posted May 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 6, 2010 gruzian_ka მერე ვინ გიშლის, მიდი და გაიცანი. თუ გინდა მათ რიგებშიც ჩაეწერე. იმისვის რო პროტესტი გამოთქვა არ მგონია სადმე ჩაწერა იყოს აუცილებელი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gruzian_ka Posted May 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 6, 2010 gruzian_ka თავიანთი საქმეებით იაშკარავებენ თავიანთ თავს. ძალიან კარგი, თუ ბევრი ხედავს... მსგავს შეურაცხყოფას (,,პროტესტის კლასიკას" ვგულისხმობ) რაც უფრო ბევრი ადამიანი გააპროტესტებს, მით უკეთესი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted May 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 6, 2010 მერე ვინ გიშლის, მიდი და გაიცანი. თუ გინდა მათ რიგებშიც ჩაეწერეიმისვის რო პროტესტი გამოთქვა არ მგონია სადმე ჩაწერა იყოს აუცილებელი...gruzian_ka არავის უთქვამს შენთვის პროტესტის გამოსათქმელად სადმე უნდა ჩაეწეროო. უფრო მეტიც, წინა პოსტებში პროტესტის გამოთქმაზე არ იყო საუბარი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
BudisTi Posted May 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 8, 2010 (edited) " ვინცა აღიღოს მახვილი, მახვილითვე დაეცეს" ეტყობა საქმე გამოელიათ ამ ვაი მართლმადიდებლებს! წმინდა მამები თავისი ლოცვით გამოსთხოვდნენ უფალს მშვიდობასა და ურწმუნოთა მოქცევას. ესენი კი რას სჩადიან, სად წაიკითხეს ან სად გაიგონეს, რომ მოციქულები მუშტითა და იარაღით ავრცელებდნენ ქრისტიანობას? ჯოგი, ჯოგი, ბრბოს ინსტიქტი, დარწმუნებული ვარ მათი უმეტესობა ცვედანია ფიზიკურადაც და ინტელექტუალურადაც. Edited May 8, 2010 by BudisTi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.