Jump to content
Planeta.Ge

რა არის მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი?


Recommended Posts

თქვენ რა თვალსაზრისით უკავშირებთ ერთმანეთს მმკ-ს და საპატრიარქოს ტელევიზიას? ვერ გავიგე...

gruzian_ka

 

მე უბრალოდ მაინტერესებს ხომ არ იცის ვინმემ რა თვალსაზრისი აქვს საპატრიარქოს ტელევიზიას მმკ-ზე? გარდა მაგისა, როივე მხარე მართლმადიდებლად მიიჩნევს თავს და ამიტომ დმაინტერესდა. თუ იცი გთხოვ, დაწერე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 180
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

და ვის შეურაცხყოფდნენ ჰელოუინის აღმნიშვნელები საინტერესოა?

 

ეგ დღესასწაული როგორც ვიცი შარშან ჩატარდა ერთ-ერთ ცენტრალურ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე და მინიმუმ იმათ შეურაცხყობდა ვინც შეიძლება სრულიად შემთხვევით მოხვდა იმ ადგილზე... მე მგონი ესეც არის სხვისი უფლებების შეზღუდვა, როცა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე, ადამიანების კონკრეტული ჯგუფი გამართავს ამორალური ხასიათის წარმოდგენებს... შეურაცხყოფაა როცა ეს ჯგუფი სიონის ეზოში გადაინაცვლებს და იქაურობას საპირფარეშოდ გახდის, ქრისტიანობას დასცინებს და ა.შ. არაა საკმარისი? მე მგონი წელს არ ჩატარდა ეს დღესასწაული, რაღაც არ გამიგია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gruzian_ka

 

როივე მხარე მართლმადიდებლად მიიჩნევს თავს და ამიტომ დმაინტერესდა. თუ იცი გთხოვ, დაწერე.

 

მართლმადიდებლობაში ,,ორი მხარე" რას ნიშნავს ვერ გავიგე... ან ,,თავს მიიჩნევს"...არასწორი ფორმულირებაა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gruzian_ka

თუ უადგილო ადგილას მოშარდეს ან რაიმე მსგავსი მაგისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათაკოდექსი არსებობს ჩემო კარგო და არა მივარდნები და დარბევები

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ევრი ღონისძიება იმართება და მაგისთვისაცაა სწორედ საზოგადოებრივი

იმართება მათ შორის რელიგიური მსვლელობები და მაგის გამო არავინ მივარდნია მსვლელობის მონაწილეებს აქ რეიზა დაბორიალობთო ჰო?

და ვერც ვერავინ მიუვარდება იმიტო რო საზოგადოებრივია ეგ ადგილები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა არის ყველაფრის დაცვა შეიძლება, ხვალ სახლში მომადგებიან და იმას მეტყვიან ლოგინში როდის დავწვე.

მე მარტო არ აღმოვჩნდები მაგ დღეში და მერე აქ რომ "ბლატაობენ" ზოგიერთები ძალიან "სვეტობით" ნეტა რას იზამენ

 

 

 

აი მაგაში მართალი ხარ

მითუმეტეს ჩვენთან

აი კაცი, დანარჩენებმა "იბლატავეთ" კლავიატურით

Edited by BudisTi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართლმადიდებლობაში ,,ორი მხარე" რას ნიშნავს ვერ გავიგე... ან ,,თავს მიიჩნევს"...არასწორი ფორმულირებაა...

gruzian_ka

 

ორივე მხარეში ვიგულისხმე "მმკ" და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტელევიზია. ამიტომ გკითხე, რა თვალსაზრისი აქვსთქო მართლმადიდებელი ეკლესიის ტელევიზიას მასზეთქო. ის რაც მმკ-სტებმა გააკეთეს, (რამდენადაც მე ვიცი) ეკლესია არასწორ ქმედებად მიიჩნევს.

 

 

უცენზურო და ფუნდამენტალისტური აზრებისა და დემაგოგიის გამოხატვა შეიძლება?

BudisTi

 

ამ განყოფილებაში სიტყვის თავისუფლებაა და შეგიძლია შენი სიტყვა თავისუფლად თქვა. აქამდე არავის დაუშლია და იმედია არც სამომავლოდ გექნება რაიმე პრობლემა თუ ფორუმის [საერთო] წესები არ დაარღვევ. რელიგიის განყოფილებას დამატებითი წესებიც აქვს, რისი დაცვითაც როგორც ფორუმს, ისე ფორუმის მომხმარებელს სცემ პატივს.

 

პ.ს.

თუ მსგავსი, შეკითხვები გექნება, გთხოვ ამ თემაში იკითხო: მიმართეთ მოდერატორ[ებ]ს. შეკითხვები, თხოვნა, პრეტენზიები და ა.შ. ანუ ამ ბმულზე: http://planeta.ge/index.php?showtopic=23023

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gruzian_ka

თუ უადგილო ადგილას მოშარდეს ან რაიმე მსგავსი მაგისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათაკოდექსი არსებობს

 

მოდი რა, გულწრფელად ვთქვათ, ვინც ეგ გააკეთა ხო შეგნებულად აკეთებდა არა? არ არსებობს ადამიანი საქართელოში დაბდებული და გაზრდილი,რომელმაც არ იცოდეს, რომ ტაძრის ეზოში ეგ არ შეიძლება... ქვეცნობიერადაც და ცნობიერადაც ყველამ ზალიან კარგად იცის რა შეიძლება და რა არა, მაგრამ ეს თავსმოხვეული ლიბერალობები და ტოლერანტობები ართმევს ამ ადამიანებს თავისუფლებას...

Edited by gruzian_ka
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

ის რაც მმკ-სტებმა გააკეთეს, (რამდენადაც მე ვიცი) ეკლესია არასწორ ქმედებად მიიჩნევს.

 

რას გულისხმობთ? თან მე ეგეთი განცხადება არ მომისმენია, ვინმე ეკლესიიდან გამოვიდა და საჯაროდ დაგმო მმკ-ს ქმედება? საპტრიარქოს არხზე? არ გამიგია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gruzian_ka

თავად თუ გაიგე რა დაწერე :D

 

მისაღებია შენიშვნა, ჩავასწორე შეგიძლია თავიდან წაიკითხოთ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რას წარმოადგენს “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი”

მმკ – ეს არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და უკვე მრავალი წელია ახორციელებს ექსტრემისტულ საქმიანობას ძალადობრივი ფორმით. მისი ერთ-ერთი ლიდერია დეკანოზი დავით ისაკაძე, რომელიც, როგორც რელიგიური ექსტრემისტი უკვე მსოფლიოშია ცნობილი და რომელმაც წარმატებით გადაიბარა ბასილ მკალავიშვილის ესტაფეტა. სახალხო დამცველმა საპარლამენტო მოხსენებაში დააფიქსირა მისი დანაშაულებრივი ქმედებები. დეკანოზი დავით ისაკაძე წარსულში ნასამართლევია მანქანის ქურდობისათვის, უკვე მრავალი წელია იგი ოფიციალურად არის დანიშნული ქსნის კოლონიის სულიერ მოძღვრად. სწორედ კოლონიის პატიმრებს შორის ახდენს მამა დავითი “მშობელთა კავშირის” ახალი წევრების რეკრუტირებას. ამიტომაც ახორციელებენ ისინი თავიანთ საქმიანობას “შავი გაგების” მიხედვით. უნდა ითქვას, რომ საპატრიარქოს იმ განყოფილებას, რომელიც კურირებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებთან ურთიერთობას წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა წარსულში ოთხჯერ ნასამართლევი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი, ხოლო მის შემდეგ ასევე წლების განმავლობაში წარსულში ორჯერ ნასამართლევი ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონ ბულუხია. მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: “ვამაყობ, რომ ნაციხარი ვარ!”.

 

“მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” რეალურ ლიდერს წრმოადგენს არქიმანდრიტი ბასილ (ზურაბ) ანთაძე, რომელსაც კიკეთში აქვს ცენტრი. იდეოლოგებს: არქიმანდრიტები რაფაელ კარელინი და ლაზარე აბაშიძე. აგრეთვე ორგანიზაციის წევრები არიან შემდეგი სასულიერო პირები: დავით ქვლივიძე, თეიმურაზ ჩაჩიბაია, გიორგი რაზმაძე, ალექსანდრე ბოლქვაძე, პეტრე ბარამიძე, ირაკლი კალანდაძე, დავით ნოზაძე, დავით ლასურაშვილი, ირაკლი ჭინჭარაშვილი, ზაქარია დავრიშიძე, აბრამ სოლომნიშვილი, ბესარიონ მენაბდე, შიო მენაბდე, ზაქარია მარგალიტაძე, ბასილ იაშაღაშვილი დავით მინდორაშვილი, დავით ბურდილაძე, დიმიტრი გორგიძე, ზაზა კირვალიძე და სხვ. აქტიურად თანამშრომლობს მათთან დეპუტატი ჯონდი ბაღათურია, როგორც დავით ისაკაძის სულიერი შვილი.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის წევრობა არ არის ფიქსირებული. ამიტომ ექსტრემისტთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი მოქმედებს სხვა და სხვა სახელით: “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი”, “წმ. დავით აღმაშენებელის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის საზოგადოება”, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიმყენებლი წმინდა ნინოს ტაძრის მრევლი, კინოფილმ “და ვინჩის კოდის” ჩვენებით აღშფოთებული მრევლი, ფერიას მთაზე ეკლესიის დანგრევით აღშფოთებული მრევლი, ფოთში საკათედრო ტაძრისათვის თეატრის შენობის არგადმოცემით აღშფოთებული მრევლი, თბილისის 24-ე სკოლის მოსწავლეების მიერ გამოცემული გაზეთით აღშფოთებული მრევლი, ჰელოუინის მოზეიმე ახალგაზრდების დამრბევი მრევლი, რუსულენოვანი ორმოცდაათიანელების დამრბევი მრევლი, კახეთში საქართველოს კათოლიკური ეპარქიის ეპისკოპოსისა და კათოლიკე მორწმუნეების დამრბევი მრევლი, მოკვლის მუქარით მღვდელ ლევან მექოშვილის წმ. მარინეს ტაძრიდან გამგდები მრევლი, ახალციხის უნივერსიტეტში საეკლესიო-ისტორიული კონფერენციის დამრბევი მრევლი, მსოფლიოში ცნობილი რელიგიური მოღვაწის კარდინალ ვალტერ კასპერისათვის შეურაცხყოფის მიმყენებლი სასულიერი აკადემია-სემინარიის სტუდენტები, საპატრიარქოში არსებული კორუფციის მიმართ პროტესტის გამომთქმელი სასულიერო სემინარიის სტუდენტის დანით დამჭრელი ამავე სემინარიის სტუდენტები, ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების მდევნელი ჭეშმარიტი ქართველი მართლმადიდებლები და ა. შ. მათი აქტიურ მომხრეები არიან მღვიმევის დედათა მონასტრის მონაზვნები (ჭიათურის რაიონი), ბათუმისა და ქობულეთის, რუისისა და ურბნისის, შემოქმედის (გურია), წილკნის და სხვა ეპარქიების სამღვდელოების აბსოლუტური უმრავლესობა (განსაკუთრებით მონასტრები). ფაქტიურად ამ ექსტრემისტული დაჯგუფების რეალურ და პოტენციურ წევრებს წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის დიდი უმრავლესობა.

 

დაჯგუფებასთან აქტიურად თანამშრომლობენ ბათუმისა და ქობულეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი, ალავერდის მიტროპოლიტი დავით მახარაძე, ეპისკოპოსი იეგუდიელ ტაბატაძე და კულუარულად ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი (არქიმანდრიტი ბასილ ანთაძე მისი ძმაა). რადგანაც ეკლესიის წიაღში არსებულ ერთადერთ დამრტყმელ ძალას ეს ექსტრემისტული დაჯგუფება წარმოადგენს, აღნიშნული იერარქები გეგმავენ მის გამოყენებას საპატრიარქო ტახტისაკენ გზის გასაკაფავად. რა საჭიროა ეკლესიაში დამრტყმელი ძალა? რადგან, როგორც უკვე კარგად გამოჩნდა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში მხოლოდ ჯუნგლების კანონი მოქმედებს.

როგორც ავღნიშნეთ კათოლიკოს-პატრიარქს არასოდეს მოუხდენია რეაგირება ამ დაჯგუფების ექსტრემისტულ საქმიანობაზე. პატრიარქს მხოლოდ ერთი განცხადებით შეუძლია აღკვეთოს მათი ექსტრემიზმი, მაგრამ ამას არ აკეთებს. მასაც სჭირდება დამრტყმელი ძალა ეკლესიაში და არ სჭირდება ისეთი მღვდელი, რომელმაც ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებში მიიღო განათლება?

საეკლესიო სამართლის მიხედვით მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიაში ღვთისმსახურების, სწავლების და მმართველობის ხელისუფლებას ფლობს მხოლოდ ეპისკოპოსი. ის ახდენს ამ ხელისუფლების დელეგირებას მღვდლებისათვის, ე.ი. მღვდლების მიერ განხორციელებული მოქმედებების კანონიკური აღმასრულებელი არის მღვდელმთავარი. ეს ნიშნავს, რომ დეკანოზი დავით ისაკაძე და “შავი გაგების” ახალგაზრდები კი არ ემუქრებიან, არბევენ და სცემენ ადამიანებს, არამედ პირადად უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა- თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი ილია II.

 

ავტორი: ვასილ კობახიძე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

SHARI

 

მადლობა ამ სტატიის მოწოდებისთვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქვეცნობიერადაც და ცნობიერადაც ყველამ ზალიან კარგად იცის რა შეიძლება და რა არა

ყველამ იცის რომ არ შეიძლება სხვისი უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფა თუნდაც ჩვენ ეს არ მოგვწონდეს

 

თავსმოხვეული ლიბერალობები და ტოლერანტობები ართმევს ამ ადამიანებს თავისუფლებას

კონკრეტიკა გეთაყვა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...