Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ ახალი ასდოლარიანი კუპიურა წარმოადგინა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/100-dollars-150x150.jpg

 

 

ბანკნოტები, რომლებზეც ახალი დამცავი ელემენტებია დატანილი, ბრუნვაში 2011 წლის თებერვალში გამოვა.

 

 

ახალი კუპიურის პრეზენტაციას ვაშინგტონში ამერიკის ფინანსთა მინისტრი ტიმოთი გაითნერი და ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი ბენ ბერნანკე დაესწრნენ.

 

 

ბერნანკეს განცხადებით, კუპიურის მოდერნიზაციის მიზანი ფულის გაყალბებისგან დაცვაა.

 

 

100 დოლარიანი კუპიურა თაღლითებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. მასზე ხშირად მხოლოდ 20 დოლარიანს აყალბებენ.

 

 

ახალი კუპიურისადმი ინტერესი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ საპრეზენტაციო საიტი წწწ.ნეწმონეყ.გოვ შემომსვლელთა რაოდენობას ვერ გაუძლო და გაითიშა.

 

 

ბანკნოტის დიზაინის მთავარი ელემენტები უცვლელი დარჩა. მასზე ისევ არის გამოსახული ბენჯამენ ფრანკლინი, უკანა მხარეს კი ფილადელფიის ინდეპენდენს-ჰოლია გამოსახული.

 

 

დაცვის ერთ-ერთ ელემენტად კუპიურის ქვედა ნაწილზე აშშ დამოუკიდებლობის სიმბოლო თავისუფლების ზარია გამოსახული.

 

 

ყველაზე თვალსაჩინო დაცვის ელემენტი კი ცისფერი 3D ხაზია.

 

 

ბანკნოტი მთელ მსოფლიოში ბრუნვაში მას შემდეგ გავა, რაც მისი მასშტაბური პრეზენტაცია შედგება.

 

 

ახალ კუპიურაზე ინფორმაციას მსურველებს საიტზე წწწ.ნეწმონეყ.გოვ შეუძლიათ 25 ენაზე გაეცნონ.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...