planetanews Posted April 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 22, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/erovnuli-banki8.jpgსაქართველოს ეროვნული ბანკი, ლარის ფულადი ბაზრის განვითარებისა და გააქტიურების, ეროვნული ვალუტით დაკრედიტების წახალისების მიზნით, არსებული მონეტარული ინსტრუმენტების გააქტიურებას და ახალი ინსტრუმენტების ამოქმედებას იწყებს. კომერციული ბანკების მიერ ლარით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები 10%-მდე გაიზრდება. ამავდროულად, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის შემთხვევაში, კომერციული ბანკებს სალარე საკორესპონდენტო ანგარიშზე განთავსებულ მინიმალური რეზერვების გაზრდილ თანხაზე (ანუ მოზიდული სახსრების დამატებულ 5%-ის თანხაზე) ეროვნული ბანკი დაარიცხავს საბაზრო განაკვეთს – მონეტარული პოლიტიკის განკვეთს (ამჟამად 5%).ლარით მინიმალური რეზერვების ნაშთზე პროცენტების დარიცხვა აქამდე არ ხორციელდებოდა. მიმდინარე წლის სექტემბრიდან, გაიზრდება უცხოურ ვალუტაში მოზიდული სახსრების გაანგარიშების ბაზა, კერძოდ მოზიდულ სახსრებს დაემატება არარეზიდენტებისაგან ნასესხები სახსრები. ეროვნული ბანკი აამოქმედებს ერთდღიან დეპოზიტებს, რომელსაც დაარიცხავს წლიურ 3%. ამის შედეგად, კომერციულ ბანკს ექნება შესაძლებლობა საკორესპონდეტო ანგარიშზე არსებული ჭარბი ლარები განათავსოს ეროვნულ ბანკში ერთდღიან დეპოზიტზე, რომელიც შემდეგომი დღის დასაწყისშივე (დილას) დაუბრუნდება საკორესპონდენტო ანგარიშზე. ეროვნული ბანკი ამარტივებს ერთდღიანი სესხების აღების შესაძლებლობას, რომლის საპროცენტო განაკვეთი შემცირდება წლიური 10%-დან 7%–მდე. ერთდღიანი სესხის გაცემა, სტანდარტულად, გამარტივებული პროცედურით, “ლუმბერგის” სისტემის მეშვეობით მოხდება. რეფინანსირების სესხი წინასწარ დადგენილი ფიქსირებული პროცენტი კომერციულ ბანკს აძლევს დამატებით შესაძლებლობას, რომ აუქციონის გარეშე აიღოს რეფინანსირების სესხი იმ შემთხვევაში, თუ რეფინანსირების აუქციონის მეშვეობით ბანკი ვერ გაიმარჯვებს აუქციონზე და ვერ შეძლებს სესხის აღებას. გირაოს ბაზის გაფართოების მიზნით განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედით, კომერციულ ბანკებს ეროვნული ბანკისაგან სესხის აღება თავიანთი სასესხო პორტფელის და/ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული გარანტიის უზრუნველყოფით შეუძლიათ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts