planetanews Posted April 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 20, 2010 ირაკლი ალასანიამ სასტუმრო „ბეტსში“ გამართულ პრეზენტაციაზე „ალიანსი საქართველოსთვის“ დასაქმების პროგრამა წარადგინა. ალასანიამ ამ პროგრამის პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა: „აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ისეთ ხელშეწყობას, რომ თბილისში გაიხსნას 20 ათასი ახალი საოჯახო და მცირე საწარმო. შეიქმნება საოჯახო და მცირე ბიზნესის განვითარების ფონდი, რომელსაც ექნება 120-მილიონიანი ბიუჯეტი: აქედან 50 მილიონი ლარი მუნიციპალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა, არანაკლებ 20 მლნ ლარისა – მუნიციპალური გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდებიდან, ხოლო 20 მლნ ლარი - დონორებიდან მოზიდული სახსრები იქნება. აღნიშნული ფონდიდან სესხის აღების ძირითადი პირობები ასეთია: სესხის ოდენობა – 20 ათას ლარამდე, საპროცენტო განაკვეთი – 8, შეღავათიანი 50-პროცენტიანი საკრედიტო გარანტია, ანუ მეწარმეს ფონდი 50 პროცენტში უდგება თავდებად, ხოლო დანარჩენ 50 პროცენტს საკუთარი მფლობელობიდან ჩადებს საგარანტიოდ, სესხის დაფარვის პერიოდი – საშუალოდ,18 თვე, ხოლო შეღავათიანი პერიოდი – 3 თვე. ამგვარად საოჯახო და მცირე ბიზნესის განვითარების ფონდი მეწარმეებს საკრედიტო გარანტიით და სესხის დაბალი საპროცენტო განაკვეთით უზრუნველყოფს. შედეგად, ფონდის ამოქმედებიდან დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, თბილისში 50 ათას ადამიანზე მეტი დასაქმდება. ამ პროგრამის ძირითადი მიზანია, დედაქალაქში საშუალო ფენის წარმოქმნასა და გამაგრებას შევუწყოთ ხელი, რაც, ზოგადად, არის ქვეყნის ძლიერების გარანტია. სახელმწიფოს დღეს ბიზნესის მიმართ აქვს მომხმარებლური დამოკიდებულება, ისინი ბიზნესს იყენებენ მხოლოდ საკუთარი ბიუჯეტის შესავსებად. ბიზნესის რეკეტის თავიდან ასაცილებლად შეიქმნება ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც სწორედ ბიზნესდავებსა და ბიზნესტერორის განხორციელების შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას მოახდენს. პროგრამის განხორციელების შედეგად გაიზრდება ეკონომიკური აქტივობა, შესაბამისად – ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი. თბილისის ბიზნესომბუდსმენი დაიცავს მეწარმეების და მესაკუთრეების უფლებებს დედაქალაქში. მეწარმეებს ინტელექტუალური მხარდაჭერა გაეწევათ საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით. თბილისში შეიქმნება ათი საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც ბიზნესგეგმის შედგენაში დაეხმარება მცირე მეწარმეებს, შეიქმნება საოჯახო და მცირე ბიზნესის ახალი ბიზნეს-კულტურა“. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts