Jump to content
Planeta.Ge

რესპუბლიკელები: მთაწმინდის რაიონში ალიანსის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძეა


Recommended Posts

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ალიანსი საქართველოსთვის“ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე იქნება. შავგულიძის კანდიდატურის წარდგენისას ირაკლი ალასანიამ განაცხადა: „შალვა შავგულიძეს მთელი ქვეყანა იცნობს, როგორც ადამიანის ღირსებებისა და უფლებებებისთვის მებრძოლ ადამიანს. დარწმუნებული ვარ მის გამარჯვებაში, რადგან შალვას უკვე აქვს მოქალაქეების დიდი ნდობა მოპოვებული.

 

 

ის არ შეუშინდება ზეწოლას. ამ ხელისუფლების სადამსჯელო მანქანის წინააღმდეგ ბრძოლაში მასთან ერთად არც ჩვენ შევუშინდებით ზეწოლას, რომელსაც ხელისუფლება ყოველდღიურად ახორციელებს ოპოზიციურ ძალებზე. ვიმედოვნებ, რომ შალვა შავგულიძე მიიტანს მთაწმინდელ ამომრჩევლამდე ყველა პროგრამას, იქნება ეს დასაქმებისა თუ ჯანდაცვის პროგრამები, რომელსაც ალიანსი სთავაზობს ამომრჩეველს, და მთაწმინდელთა ხმებს მოიპოვებს .

 

 

სოზარ სუბარი: „შალვა შავგულიძეს ბედად დაჰყვა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან იბრძვის მათ წინააღმდეგ. ჩვენ თავიდან შესაძლებელია, გვჯეროდა ცვლილებების, გვჯეროდა სიახლეების, რომელიც ამ ხელისუფლების სათავეში მოსვლას უკავშირდებოდა. თუმცა შალვა შავგულიძე იყო ადამიანი, რომელიც ამ ხელისუფლების სათავეში მოსვლის პირველივე დღეებში შეეჯახა უსამართლობებსა და უკანონობას, რაც ჩვენ ყველამ ერთად მოგვიანებით დავინახეთ; ამიტომ, ეს არის ადამიანი, ვინც დღიდან ამ ხელისუფლების მოსვლისა, იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ“.

 

 

შალვა შავგულიძე: „ეს არჩევნები არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები, მას აქვს გაცილებით დიდი პოლიტიკური დატვირთვა. მოვუწოდებ ამომრჩევლებს, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, რათა შესძლონ ქვეყნისა და თბილისის უკეთესი მომავლის შექმნა“.

 

 

 

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...