planetanews Posted April 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2010 გაზეთი „ახალი თაობა“ აქვეყნებს ინტერვიუს სათაურით მერაბიშვილი კოდუას წინააღმდეგ / რატომ დააპატიმრეს ერეკლე კოდუას ცოლისძმა. „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე ამბობს: „ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით და არა ჭორებით, ძალიან სერიოზულ დაპირისპირებას აქვს ადგილი „ნაციონალურ მოძრაობაში“. 6-7 წლის განმავლობაში, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოვიდა, არსებობდა განსაზღვრული შიდა დაპირისპირება, შიდა ინტრიგები რამდენიმე დაჯგუფებას შორის. ზოგიერთი დაჯგუფება საერთოდ გაქრა... დღეს „ნაციონალების“ წიაღში არსებობს ორი მსხვილი დაჯგუფება, რომელთა პირობითი სახელწოდებაა ვანო მერაბიშვილის გუნდი, რომელიც, ბუნებრივია, მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროთი არ შემოიფარგლება... მეორე გუნდია პირობითი სახელწოდებით „თავისუფლების ინსტიტუტი“, რომელშიც რამდენიმე ის ფიგურა მოისაზრება, რომლებიც ამინდს ქმნიან... ამ ჯგუფის დღევანდელი ფავორიტი გიგი უგულავაა“. „გიგი უგულავას მერად არჩევა ძალიან სერიოზულ თავის ტკივილს უჩენს ვანო მერაბიშვილს. რაც უნდა მალოს ხელისუფლებამ, არჩეული მერი სერიოზული განაცხადია მომავალში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ნამდვილად არ აქვს პოლიტიკური შორსმხედველობის პრობლემა ვანო მერაბიშვილს, რომ ერთ თუ ორ წელიწადში მოსალოდნელი საფრთხეები ვერ დაინახოს მისივე გუნდიდან. მერაბიშვილის ბერკეტები სერიოზულად არის ჩართული ამ მიმართულებით. არ ვიცი, ის გარანტიებს ითხოვს უგულავასგან, საერთოდ ვერ იღებს და საბოლოოდ ხდება მისი გვერდით გადაწევა. ამ ქმედებას კიდევ უფრო ამწვავებს ის, რომ მერაბიშვილის ყოფილი თანაგუნდელები, ასევე გავლენიანი ფიგურები, თანდათანობით გადადიან უგულავას მხარდამჭერ ბანაკში... ვსაუბრობ კეზერაშვილზე, რომელიც მოისაზრებოდა ვანო მერაბიშვილის ერთ-ერთ საყრდენად და ასევე სააკაშვილის სერიოზულ საყრდენად ფინანსური კუთხით. მეორეა ერეკლე კოდუა, რომელიც სერიოზულ დაპირისპირებაშია მერაბიშვილთან.... ისინი სამომავლო დასაყრდენად პლაცდარმს იმზადებენ უგულავას სახით... კეზერაშვილის უახლოეს მეგობრის, რომელიც მისი ყველა წილის ოფიციალური მაკონტროლებელი იყო, ასევე სოდ-ის უფროსის კოდუას ცოლისძმის დაჭერა რომ ჩვეულებრივი არ არის, ამაში ჩემი სამი წლის ბავშვსაც ვერ დააჯერებთ... ეს დაპირისპირების დემონსტრირებაა, ერთგვარი თითის დაქნევა, რაც კიდევ უფრო გვაფიქრებინებს, რომ დაპირისპირება ხელისუფლებაში სერიოზულ ფაზაშია შესული და უახლოეს ათ დღეში, 30 აპრილამდე ველოდები ცალკეული დაძაბულობების გამოხატულებას... ეს თემები ვერ დაიმალება, მით უმეტეს, რომ წინასაარჩევნო აქტივობებია“. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts