planetanews Posted April 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/floti-150x150.jpg რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო შენაერთი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების მოლაპარაკებების შედეგად, კრიმში კიდევ 25 წლის განმავლობაში დარჩება და ახალი გემებით გაძლიერდება. რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში მინიმუმ 2 ახალი კორვეტის ტიპის გემი შევა. “დროულად რეაგირება და შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობის გაძლიერება და შავი ზღვის ფლოტის აქტივაცია, კიდევ უფრო ეფექტურ რეაგირებას მოახდენს ახალ შესაძლო საფრთხეებზე”_ აცხადებენ შავი ზღვის სამხედრო ფლოტის შტაბში. ამჟამად შავი ზღვის სამხედრო ფლოტის მიერ შენდება აღნიშნულ პროექტში ჩასართავი სამი წყალქვეშა ნავი. ამ წუთისთვის კი შავი ზღვის სამხედრო ფლოტის შემადგენლობაში 50 ერთეული შედის. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts