Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - საია პოლიტიკურ პარტიებს ურთიერთთანამშრომლობის წინადადებით მიმართავს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/saia3-150x150.jpg

 

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს, წინასაარჩევნო პროცესში დარღვევბისა და მათზე დროული სამართლებრივი რეგირების მოხდენის მიზნით თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

 

 

ამასთან დაკავშირებით, “საიამ” პოლიტიკურ პოარტიებს მიმართვის ტექსტი გაუგზავნა, სადაც ყველას ურთიერთთანამშრომლობას სთავაზობენ.

 

 

“წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარი კანონდარღვევების დროული გამოვლენისა და მათზე სამართლებრივი რეაგირების მოხდენის მიზნით, გვსურს შემოგთავაზოთ ურთიერთთანამშრომლობა. ბოლო პერიოდში, ხშირად ვრცელდება ინფორმაცია პოლიტიკური პარტიების წევრებზე, აქტივისტებსა და მხარდამჭერებზე განხორციელებული სხვადასხვა სახის ზეწოლისა თუ დაშინების თაობაზე, ასევე მოსყიდვის ფაქტებზე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას”,- ნათქვამია განცხადებაში.

 

 

ამასთან, საია დადასტურებული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში გეგმავს სამართლებრივი მსვლელობა მისცეს საქმეს და კვალიფიციური დახმარება გაუწიოს ნებისმიერ მსურველს.

 

 

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სურვილი აქვს შესაბამისი რეაგირების გარეშე არ დარჩეს შესაძლო კანონდარღვევის არც ერთი ფაქტი. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და თანამშრომლობა. დროული და დადასტურებული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, საიას ექნება შესაძლებლობა შესაბამისი სამართლებრივი მსვლელობა მისცეს საქმეს და კვალიფიციური დახმარება გაუწიოს ნებისმიერ მსურველს”,- ნათქვამია განცხადებაში.

 

 

საიას განცხადებით, ერთობლივი მუშაობა უფრო ეფექტურს გახდის წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მიზნით განხორციელებულ საქმიანობას და ხელს შეუწყობს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. ხოლო ამგვარი თანამშრომლობა ყველა იმ სუბიექტის ინტერესში შედის, ვისაც საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება სურს.

 

 

თბილისსა და საქართველოს 7 რეგიონში (აჭარა, გურია, იმერეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი) საია ახორციელებს 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა წინასაარჩევნო კამპანიაში საჯარო მოხელეთა უკანონო მონაწილეობის, ადმინისტრაციული რესურსების არამართლზომიერი გამოყენებისა და ამომრჩეველთა ზეწოლის ფაქტებს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...