Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - Youtube-ზე ქართველი მაღალჩინოსნების საუბრები გამოქვეყნდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/phone_ip-150x150.jpg

ინტერნეტსაიტზე -ზე Youtubeქართველი მაღალჩინოსნების საუბრები გამოქვეყნდა. როგორც ირკვევა, საუბრები გასული წლის 11-15 დეკემბერს შედგა.

 

 

ჩანაწერების მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე ჩეჩნურ-ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელს ხიზრი ალდამოვს ~სერიოზული, განათლებული და ავტორიტეტული ადამიანების მოძებნას სთხოვს, რაზეც ალდამოვი პირდება, რომ აუცილებლად მონახავს, მით უფრო, რომ უკვე დარეკა და შესაფერისი ხალხის მონახვას დაპირდნენ.

 

 

ალდამოვი ასევე საფრანგეთიდან ყოფილი მინისტრებისა და მაღალჩინოსნების მიერ განხორციელებულ ზარებზეც საუბრობს, რომლებიც მისი თქმით საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრებენ.

 

 

საიტზე ასევე თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი თარგამაძესა და სირიასა და ეგვიპტეში საქართველოს ელჩი გოჩა ჯაფარიძის საუბარიც.

 

 

საუბრისას თარგამაძე ჯაფარიძეს სთხოვს ეგვიპტესა და სირიაში რაც შეიძლება მეტი კავკასიური ორგანიზაცია აღმოაჩინონ და ეს ადამიანები საქართველოში ჩამოიყვენონ.

 

 

თარგამაძე ასევე საუბარში ჯაფარიძესთან ამობობს, რომ საქართველოს პარლამენტი კავკასიელი ხალხების გენოციდის აღიარებას აპირებს.

 

 

ჯაფარიძის თქმით კი სირიაში – დამასკოში ჩერქეზთა საქველმოქმედო ორგანიზაცია არსებობს.

 

 

მისივე თქმით, ამ ორგანიზაციაში ოსები, აფხაზები და ჩრდილოეთ კავკასიელები არიან გაერთიანებულნი.

 

 

თარგამაძის თქმით ის ამ საკითხს შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან განიხილავს. თარგამაძე ჯაფარიძეს სთავაზობს, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ აღნიშნული თემა მერაბიშვილთან განიხილოს.

 

 

აშშ-ში საქართველოს ელჩი ბათუ ქუთელია და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი ასევე კავკასიელების შეხვედრაზე საუბრობენ. ქუთელია საუბარში ამბობს, რომ მას ვინმე მაგომედი დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა, რომ ვინმე ზურამ, რომელიც თითქოსდა შს მინისტრის მოადგილეა, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა შესთავაზა.

 

 

მის პასუხად მერაბიშვილი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კავკასიელებთან შეხვედრები მართლაც მიმდინარეობს. მისივე თქმით, შეხვედრებს გივი თარგამაძე და გია თორთლაძე მართავენ. თუმცა, იგი გამორიცხავს, რომ პრეზიდენტთან მათი შეხვედრა იგეგმებოდეს.

 

 

მერაბიშვილი აქვე უარყოფს, თითქოს მას ვინმე ზურა ჰყავდეს მოადგილე.

 

 

მარტში თბილისში ჩრდილოკავკასიელ ხალხთა კონფერენცია ჩატარდა, რის შემდეგაც საქართველოს პარლამენტმა ინგუში ხალხის გენოციდი აღიარა.

 

 

http://www.youtube.com/user/TaliesinUK#p/a/u/1/BOffA268NdI

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...