planetanews Posted April 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/aldamov-xizri-150x150.jpgსაქართველოში ჩეჩნეთის სათვისტომოს თავმჯდომარე ხიზრი ალდამოვი შსს მინისტრის მოადგილესთან გიორგი ლორთქიფანიძესთან გამართულ საუბარს უარყოფს. მისი განცხადებით, ინტერნეტ გვერდ ყოუტუბე-ზე გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, მსგავსი შინაარსის საუბარი მაღალჩინოსნებთან არ ჰქონია და გავრცელებულ ჩანაწერზე ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო “ექსპრესნიუსიდან” შეიტყო. “ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩემი პერსონა აქტუალური არ იყო, თუმცა ამ ჩანაწერების გამოქვეყნებით გარკვეულ დესტრუქციულ ძალებს ისედაც დაძაბული ვითარების კიდევ უფრო გამწვავება სურთ”, – განაცხადა ხიზრი ალდამოვმა. ინტერნეტ გვერდ ყოუტუბე-ზე ნიკით ვინმე “ტალიენსიუკ ჩანელმა” გამოაქვეყნა 3 ჩანაწერი, რომელიც მაღალჩინოსნებს ეხება. ვანო მერაბიშვილი ესაუბრება ამერიკაში საქართველოს ელჩს ბათუ ქუთელიას, ჩრდილოეთ კავკასიის გარკვეულ ძალებთან შეხვედრისა და მათთან დეტალურად საუბრის შესახებ. მეორე ჩანაწერში გიორგი ლორთქიფანიძე ესაუბრება ჩეჩნეთის სათვისტომოს თავჯდომარეს საქართველოში ხიზრი ალდამოვს, სადაც ჩრდილოეთ კავკასიის საზოგადოებასთან შეხდერაზეა საუბარი. მესამე ჩანაწერში კი, შსს ადმინისტრაციის უფროსი შოთა ხიზანიშვილი ვანო მერაბიშვილს ესაუბრება. სამივე ჩანაწერის მიხედვით მაღალჩინოსნები ჩრდილოეთ კავკასიაში ბოევიკების შეკრებასა და დესტაბილიზაციას გეგმავენ. მათი საუბრის მიხედვით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქმის ყურშია. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts