planetanews Posted April 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/ivanishvili13-150x150.jpg “სახალხო დემოკრატებმა” დღეს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად, “მწვანეთა პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი და ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, შინაგანი ჯარების ყოფილი სარდალი გია შერვაშიძე წარადგინეს. კანდიდატი დღეს, პარტიის ლიდერმა ნიკა ივანიშვილმა, “სახალხო დემოკრატების” ოფისში, “სახალხო დემოკრატებსა” და “მწვანეთა პარტიას” შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისას წარადგინა. “მწვანეთა პარტიის” ლიდერის გია გაჩეჩილაძის თქმით, გია შერვაშიძის კანდიდატურის დასახელება იმანაც განაპირობა, რომ შერვაშიძე აფხაზეთიდან არის და ეს მათი მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. დღეს “სახალხო დემოკრატებმა” და “მწვანეთა პარტიამ” ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმის მიხედვით აღნიშნული პარტიები, ადგილობრივ არჩევნებში ბლოკის პრინციპით მიიღებენ მონაწილეობას. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts