Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - კასპში პრობაციის ოფისი გაიხსნა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/probaciis-logo-150x150.jpg

 

 

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე გიორგი მაკასარაშვილმა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა თეიმურაზ იობიძემ დღეს, შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს, კასპის რაიონული ოფისი გახსნეს.

 

 

ოფისი პირობით მსჯავრდებულთა აღრიცხვის, კონტროლისა და დანაშაულის პრევენციის საკითხებზე იმუშავებს.

 

 

მინისტრის მოადგილის გიორგი მაკასარაშვილის თქმით, კასპში პრობაციის ახალი ოფისის ამოქმედების შედეგად, გარდა იმისა, რომ პრობაციონერებს გაუმარტივდებათ მომსახურების პირობები, პრობაციის ოფიცრებს მათთან ინდივიდუალურად მუშაობის საშუალება ექნებათ, რაც ხელს შეუწყობს პირობით მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას. ასევე, თითოეული პრობაციონერის პირობითი მსჯავრის პერიოდი უფრო მიზანმიმართულად და ეფექტურად წარიმართება.

 

 

ამჟამად კასპის რაიონულ ოფისში 290, ხოლო მთლიანად, შიდა ქართლის რეგიონში, 1 670 პრობაციონერი და არაპატიმარი მსჯავრდებულია აღრიცხვაზე.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...