planetanews Posted April 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/gache.jpgგია გაჩეჩილაძემ (უცნობმა) შესაძლოა თვითმართველობის არჩევნებში თბილისის მერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა დაასახელოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად “უცნობმა” შესაძლოა თავისი გადაწყვეტილება მოსახლეობას, დღეს, ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში 21:00 საათზე გააცნოს, თუმცა ოფიციალური კომენტარისას გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში სპეციალური განცხადების სახით გაავრცელებს. გაჩეჩილაძეს უფლება არა აქვს კენჭი “დაიცავი საქართველოს” სახელით იყაროს, რადგან აღნიშნულ პოლიტიკურ მოძრაობას ცესკოში განაცხადი არა აქვს შეტანილი. კულუარული ინფორმაციის თანახმად “უცნობმა” კენჭი შეიძლება ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის სახელით იყაროს, თუმცა აღნიშნული ინფორმაციის შესახებ კომენტარისაგან გაჩეჩილაძე ამ დრომდე თავს იკავებს. ცესკოში კანდიდატთა წარდგენის ვადა 30 აპრილს იწურება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts