Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - საქართველოსა და ეკვადორის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/uniInc1-150x150.jpg

საქართველოსა და ეკვადორის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, ქალაქ კიტოში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი, ხოლო ეკვადორის მხრიდან კონსულტაციებში მონაწილეობდა მინისტრის მოადგილე ლეონარდო არიზაგა.

 

 

შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველო ეკვადორს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები და ასევე განისაზღვრა თანამშრომლობის კონკრეტული სფეროები და მიმართულებები, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში.

 

 

მხარეები შეთანხმდნენ უახლოეს მომავალში ორი ქვეყნის საგარეო უწყებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების თაობაზე.

 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას ეკვადორის მხარემ დააფიქსირა თავისი ურყევი ერთგულება საერთაშორისო სამართლის უმთავრესი ნორმებისადმი, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის უზენაესობას.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...