newstudio Posted April 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted April 21, 2010 დღეს გავლენის სივრცეები და, ესე იგი, ძალები, დაახლოებით, ასეა განაწილებული: ზურაბ ადეიშვილი: პროკურატურა; სასამართლო; კარგი წარმომადგენლობა საპარლამენტო უმრავლესობაში (პავლე კუბლაშვილის ლიდერობით); გიგი უგულავა და თბილისის მერია; ოფიციალური მემორანდუმები (თანამშრომლობის შესახებ) განათლების სამინისტროსთან, ილიას უნივერსიტეტთან, საპატრიარქოსთან, სასჯელაღსრულების სამინისტროსთან; გავლენა სოციალურ ქსელებში. ვანო მერაბიშვილი: პოლიცია; უშიშროება; ჯარი; ენერგეტიკის, რეგიონული განვითარების და ჯანდაცვის სამინისტროები; პრემიერ-მინისტრი პირადად. ტელევიზიებიც განაწილებულია: „იმედს“ ადეიშვილის ჯგუფი აკონტროლებს, „რუსთავი 2“-ს და „რეალ ტვ“-ს – მერაბიშვილი, პირველ არხზე კი ნამდვილი ორხელისუფლებიანობაა. ოპოზიციურ პარტიებთან, რამდენადაც მე ვხვდები, ექსკლუზიურად მუშაობს ვანო მერაბიშვილი – ესეც კარგა გვარიანი ალაფია. რომელი ბანაკი უფრო ძლიერია? პასუხი ინდივიდუალური იქნება, იმის მიხედვით, ვის რა მიაჩნია ძალად – იარაღი თუ ინტელექტი. ფული კი ორივე მხარეს საკმარისად მოეპოვება. http://www.tavisupleba.org/content/blog/2015411.html ავტორი ია ანთაძეა.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.