Jump to content
Planeta.Ge

სასურველია თუ არა ქმრის დასწრება ცოლის მშობიარობისას???


Recommended Posts

ადრე ალბათ თმა ყალყზე დაუდგებოდა მავან ქართველს იმის გაგონებაზე, რომ მამრი ცოლის მშობიარობას ესწრება იმის მაგიერ, რომ მანქანის "კაპოტზე" გაშლილ სუფრაზე ილოცებოდეს სამშობიაროს ეზოში.

დღეს კი ცოტათი, ნელ-ნელა მივღოღავთ იქამდე, რომ კამათის საგანი მაინც გახდა ეს საკითხი, ვინაიდან, ბევრი მომხრე გამოუჩნდა იმ აზრს, რომ ბავშვის გაჩენაში მონაწილეობას უნდა იღებდეს ორივე მშობელი.

 

მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება (როგორც დედლების, ასევე მამრებისა).

გარდა ამისა, ისიც მაინტერესებს, რა როლი უნდა ჰქონდეს კაცს ბავშვის გაზრდა-აღზრდის პროცესში... მხოლოდ მთვრალზე გაახსენდეს ბავშვის არსებობა, რომ გააღვიძონ და პიანინოზე დააკვრევინონ, ან ლექსი ათქმევინონ, თუ პამპერსებიც უნდა უცვალოს?

 

ველი ამ თემაში ვნებათა ღელვას :mad:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 33
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

უკაცრავად თქვენ ეხლა ზოროს ხო არ უყურებდითთ...!!! იქაც მაგეთი ამბავია მაგათ დედა ვატირე წაიღო ბებიაჩემმა ტვინი გადამირთე ესმერალდა მშობიარობსოო :mad:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმის გაგონებაზე, რომ მამრი ცოლის მშობიარობას ესწრება იმის მაგიერ, რომ მანქანის "კაპოტზე" გაშლილ სუფრაზე ილოცებოდეს სამშობიაროს ეზოში

არცერთი რომ არ ჰქნას ვერა? სუფრის გარეშე რომ დაელოდოს სამშობიაროს მისაღებში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე დავესწარი :) საკეისროს.

მართლა? რა მაგარია! სპინალურით გაუკეთეს საკეისრო თუ გენერალური ნარკოზით?

 

მოგვიყევი რა განცდები პლზ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სპინალური. განცდები? რავი, რკინის ნერვები მაქვს. მთელი საოპერაციო მე მიყურებდა თვალებში. :drug: ალბათ რაღაცის მოლოდინში იყვნენ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ადრე ალბათ თმა ყალყზე დაუდგებოდა მავან ქართველს იმის გაგონებაზე, რომ მამრი ცოლის მშობიარობას ესწრება იმის მაგიერ, რომ მანქანის "კაპოტზე" გაშლილ სუფრაზე ილოცებოდეს სამშობიაროს ეზოში.

დღეს კი ცოტათი, ნელ-ნელა მივღოღავთ იქამდე, რომ კამათის საგანი მაინც გახდა ეს საკითხი, ვინაიდან, ბევრი მომხრე გამოუჩნდა იმ აზრს, რომ ბავშვის გაჩენაში მონაწილეობას უნდა იღებდეს ორივე მშობელი.

 

მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება (როგორც დედლების, ასევე მამრებისა).

გარდა ამისა, ისიც მაინტერესებს, რა როლი უნდა ჰქონდეს კაცს ბავშვის გაზრდა-აღზრდის პროცესში... მხოლოდ მთვრალზე გაახსენდეს ბავშვის არსებობა, რომ გააღვიძონ და პიანინოზე დააკვრევინონ, ან ლექსი ათქმევინონ, თუ პამპერსებიც უნდა უცვალოს?

 

ველი ამ თემაში ვნებათა ღელვას :)

 

საინეტერსოა რა რატომ გაქვთ ასეთი მე-17 საუკუნის შეხედულება მამაკაცებზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მანქანის "კაპოტზე" გაშლილ სუფრაზე ილოცებოდეს სამშობიაროს ეზოში.

ეს არ ყოფილა ჩემ შემთხვევაში. ორგანიზებულად ყველა (სულ 5 ადამიანი) სწრაფი წესით სახლებში. ზედმეტი მოძრაობების გარეშე. თვით სიდედრიც კი. ონლი მი ედ მაი ვაიფ ნუ ჩაილდიც რა თქმა უნდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ გაქვთ ასეთი მე-17 საუკუნის შეხედულება მამაკაცებზე

რა? ახალი ამბავია? არ იცით, რომ დღემდე ასე გრძელდება "ტრადიცია"?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უნდა დაესწროს თუ არა ქმარი მშობიარობას, და ზოგადად კაცის როლი ბავშვის დაბადებასა და აღზრდაში

 

აქ სიტყვა ,,უნდა'' რაღაც სავალდებულოდ ჟღერს და იმედია ამას კანონში სავალდებულო მოქმედებად ჩაწერას არ მოითხოვენ ფეტიში, ანდაც ,,პროგრესული'' ქალები... მაგრამ ისე კი არაფერი განსაკუთრებული... მე მაგალითად დასწრებული ვარ ჩემი ცოლის მშობიარობაზე და ჩემი შვილის დაბადება ვიდეოზეც კი მაქვს გადარებული... ოღონდ ,,წინიდან'' კი არა არამედ თავთან ვედექი და ისე გადავიღე... ისე კი მაგარი შეგრძნებაა... ეს უნდა ნახოთ პირადად!!! ჩვენ რომ საქართველოში ვყოფილიყავით ვფიქრობ რომ არ მომიწევდა მშობიარობაზე დასწრება რადგან ქალთა სქსესის წარმომადგენლები მაგისთვის საკმაოდ არიან სანათესაოში მაგრამ რადგან ჩვენ გერმანიაში მარტონი ვიყავით და ერთმანეთის გარდა არავინ გვყავდა ახლობელი ამიტომაც მომიწია მშობიარობაზე დასწრება...

ჩემი შვილის პირველი ამოსუნთქვისა და ტირილის კადრები მაქვს დაფიქსირებული... მაგარი რამეა!

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მხოლოდ მთვრალზე გაახსენდეს ბავშვის არსებობა, რომ გააღვიძონ და პიანინოზე დააკვრევინონ, ან ლექსი ათქმევინონ,

 

სიმართლე გითხრათ ესეთი რამ მხოლოდ კინოებში მაქვს ნანახი...

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი აზრით, ბევრი დადებითი მხარე აქვს როცა მამკაცი მშობიარობას ესწრება. ერთი რაც არ მომწონს ისაა, როცა ამბობენ მამაკაცი უნდა ესწრებოდესო. უნდა არა, სასურველია რომ ვთქვათ გაცილებით აჯობებდა. 'უნდა' სავალდებულობაზე მიუთითებს და არ მომწონს.

 

მე ვიცი ქართველი მამაკაცები, რომლებიც მეუღლის მშობიარობას დასწრებიან. ასე რომ ეს წარმოუდგენელი მოვლენა არაა. არც X-თე საუკუნეში ვართ უკვე რომ ამ საკითხებზე საუბარი ან გვერიდებოდეს ან მიუღებლად მიგვაჩნდეს.

 

მოკლედ, ჩემ აზრს დავაფიქსირებ. სასურველია, მამაკაცი მშობიარობას ესწრებოდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სასურველია, მამაკაცი მშობიარობას ესწრებოდეს.

ყველა ვერ შეძლებს პროცესის ბოლომდე ყურებას. მამაკაცები ქალებეთან შედარებით სუსტები არიან მსგავს სიტუაციებში.

მშობიარობას ესწრებოდეს
"ნებაყოფლობითია". :puka:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...