pollock_y Posted June 22, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2008 http://i007.radikal.ru/0806/6b/d775ecc7ef49.jpg ალბერტ კამიუ დაიბადა მონდოვიში, ალჟირი, ფრანგ ალჟირელთა ოჯახში. დედა წარმოშობით ესპანელი იყო. მამა, ლუსიენი, მარნის ბრძოლაში დაიღუპა 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დროს. ბავშვობა კამიუმ ალჟირის ღარიბ უბანში, ბელკურში გაატარა. 1923 წელს კამიუ ლიცეუმში ირიცხება, შემდეგ კი ალჟიერის უნივერსიტეტში. თუმცა 1930 წელს ტუბერკულოზით დაავადების გამო უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდიდან წასვლა და საღამოს განყოფილებაზე გადასვლა მოუწია. 1935 წელს ფილოსოფიის ბაკალავრის ხარისხს იღებს, 1936 წლის მაისში კი იცავს სამაგისტრო თეზისს პლოტინუსსა და ნეოპლატონიზმზე. 1934 წელს კამიუ საფრანგეთის კომუნისტურ პარტიაში შედის, უფრო ესპანეთის პოლიტიკური სიტუაციის გამო, ვიდრე მარქსიზმ-ლენინიზმის დოქტრინის იდეების მხარდაჭერით. 1936 წელს ალჟირის კომუნისტური პარტია ჩამოყალიბდა, რომლის მიზანი ალჟირის საფრანგეთისგან განთავისუფლება იყო. კამიუ უერთდება ალჟირის სახალხო პარტიას (Le Parti Du Peuple Algerien), რის გამოც მას კომუნისტ ამხანაგებთან უთანხმოება მოუხდა. შედეგად, ის "ტროცკისტად" გამოაცხადეს. 1934 წელს კამიუ ცოლად სიმონ ჰის, ცნობილ ნარკომანს, ირთავს, თუმცა მათი ქორწინება მალევე წყდება სიმონის ღალატის გამო. 1935 წელს ის აფუძნებს "მშრომელთა თეატრს" (Theatre Du Travail, მოგვიანებით გადაერქვა Theatre De l'Equipe), რომელმაც 1939 წლამდე იარსება. ამავე პერიოდში ის სოციალისტურ გაზეთებში მუშაობს და მათთვის პუბლიკაციებს წერს, ძირითადად გლეხთა მწირ ცხოვრებაზე. საფრანგეთის ჯარში ის ტუბერკულოზის გამო არ ჩარიცხეს. 1940 წელს კამიუ ცოლად ირთავს ფრანსინ ფორს, პიანისტსა და მათემატიკოსს. 1945 წლის 5 სექტემბერს მათ ტყუპები - კატერინ და ჟან კამიუები შეეძინათ. ამავე წელს კამიუ იწყებს მუშაობას ჟურნალში Paris Soir (საღამოს პარიზი). მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში კამიუ პაციფისტია, თუმცა ის პარიზში იმყოფებოდა ვერმახტის დროს. 1941 წლის 15 დეკემბერს კამიუ გაბრიელ პერის დახვრეტის მომსწრე გახდა, რამაც დასაბამი მისცა მის გერმანელთა წინააღმდეგ ამხედრებას. მომდევნო წლებში პარი-სუას დანარჩენ თანამშრომლებთან ერთად ბორდოში გადადის. ამავე წელს ის ასრულებს თავის პირველ წიგნებს - "უცნობი" და "სიზიფეს მითი". 1942 წელს ცოტა ხნით ორანში, ალჟირში, ბრუნდება. ომის წლებში კამიუ ფრანგული წინააღმდეგობის მოძრაობას, "კომბატს" უერთდება, რომელიც იატაკქვეშა გაზეთს უშვებს. ეს ჯგუფი ნაცისტების წინააღმდეგ შეთქმულებებს აწყობდა და კამიუს კოდური სახელი "ბოშარი" იყო. კამიუ გაზეთის რედაქტორი ხდება 1943 წელს და როცა მოკავშირეები პარიზში შევიდნენ კამიუ ბოლო ბრძოლებს აშუქებდა. 1947 წელს ის კომბატიდან წავიდა, ვინაიდან გაზეთი უბრალო კომერციულ გამოცემად გადაიქცა. სწორედ ამ პერიოდში ხვდება ის ჟან-პოლ სარტრს. ომის შემდეგ კამიუ სარტრის ანტურაჟის წევრი და პარიზის სენ-ჟერმენის ბულვარზე კაფე დე ფლორის ხშირი სტუმარი ხდება. ამავე პერიოდში ის აშშ-შიც მოგზაურობს ფრანგულ ეგზისტენციალიზმზე ლექციების წასაკითხად. მიუხედავად პოლიტიკური მემარცხენეობისა მის მიერ კომუნისტური დოქტრინის მძაფრი კრიტიკა კომუნისტური პარტიებიდან უარყოფით გამოძახილს იწვევს და სარტრსაც ანაწყენებს. 1949 წელს კამიუს ტუბერკულოზი გაურთულდა და ორი წელი განკერძოებულად სანატორიუმში გაატარა. 1951 წელს ის აქვეყნებს "ამბოხს", ფილოსოფიურ ანალიზს ამბოხსა და რევოლუციაზე, რომელშიც ხაზგასმით უარჰყოფს კომუნიზმს. წიგნმა მრავალი მისი კოლეგა და თანამედროვე გაანაწყენა საფრანგეთში და სარტრთან მისი საბოლოო განხეთქილების საბაბი გახდა. მწვავე კრიტიკამ ის დეპრესიაში ჩააგდო და პოლიტიკისგან თავის ასარიდებლად პიესების თარგმნას იწყებს. კამიუს ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი ფილოსოფიაში იყო მისი იდეა აბსურდზე - სამყაროს არსში ჩაწვდომის სურვილსა და ამის განხორციელების შეუძლებლობას შორის არსებული განხეთქილების შედეგი, რაც მან "სიზიფეს მითში" აღწერა და შემდგომში მრავალ სხვა ნამუშევარში განავითარა. ამის გამო მრავალი კრიტიკოსი მას ახასიათებს არა როგორც ეგზისტენციალისტს, არამედ - აბსურდისტს (ორივე განსაზღვრებას თავად კამიუ უარჰყოფდა). 1950-იან წლებში კამიუ ადამიანთა უფლებების საკითხებიტ ინტერესდება. 1952 წელს ის ტოვებს სამსახურს იუნესკოში, გაეროს მიერ ფრანკოს ესპანეთის წევრად ცნობის გამო. 1953 წელს ის ერთ-ერთი იმ მცირე მემარცხენეთაგანი იყო, რომელმაც მწვავედ გააკრიტიკა აღმოსავლეთ ბერლინში მუშათა გაფიცვის ჩახშობის საბჭოთა მეთოდი. 1956 წელს მან იგივე მეთოდები გააპროტესტა უნგრეთში. სიცოცხლის განმავლობაში კამიუ პაციფიზმის ერთგული და სიკვდილით დასჯის წინააღმდეგი დარჩა. ამ მხრივ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი იყო კიოსტლერთან ერთად დაწერილი ესსე მსოფლიოს მასშტაბით სიკვდილის დასჯის გაუქმების მორალური ვალდებულების თაობაზე. 1954 წელს ალჟირში დამოუკიდებლობისთვის ომის დაწყება კამიუსთვის მორალური დილემა გახდა. ის თავს პიედ-ნუარს მიაკუთვნებდა და იცავდა საფრანგეთის მთავრობას იმ მოსაზრებით, რომ ჩრდილოეთ აფრიკის კოლონიის აჯანყება ახალი არაბული იმპერიალიზმის განუყოფელი ნაწილი იყო, რომელსაც სათავეში ეგვიპტე და ანტი-დასავლური ისტერია ედგა რუსეთის მხარდაჭერით, რათა "ევროპა ალყაში მოექციათ და ამით აშშ-ს იზოლაცია მოეხდინათ". მიუხედავად იმისა, რომ კამიუ ალჟირის ფართო ავტონომიისა და ფედერაციის მომხრეც იყო, მას მიაჩნდა, რომ პიედ-ნუარებსა და არაბებს ერთად თანაცხოვრება შეეძლოთ. ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ის პოლიტიკურ კულუარებში სიკვდილმისჯილ ალჟირელთა დახმარებისთვის იღწვის. 1955-56 წლებში კამიუ ლ'ექსპრესისთვის მუშაობს. 1957 წელს მას ნობელის პრემიას ანიჭებენ ლიტარატურაში, ოფიციალურად არა მისი რომანისთვის "ვარდნა" (La Chute), არამედ სიკვდილის დასჯის პრაქტიკის წინააღმდეგ დაწერილი ესსესთვის "Reflexions Sur La Guillotine" (შეხედულებანი გილიოტინაზე). სტოკჰოლმის უნივერსიტეტში ლექციით გამოსვლისას სტუდენტებთან საუბარში ის ალჟირის საკითხში უმოქმედებას ალჟირში მცხოვრები დედის გამო ხსნის. ეს კიდევ უფრო რადიკალურ გამიჯვნას იწვევს მისდამი ფრანგ მემარცხენე ინტელექტუალებში. კამიუ გარდაიცვალა 1960 წლის 4 იანვარს ავტოავარიაში სენთან, ქალაქ ვილებლევინში. ბედის ირონიით, კამიუს ადრე უთქვამს, რომ ყველაზე აბსურდული სიკვდილი ავტოკატასტროფაში დაღუპვა იქნებოდა. დაკრძალულია ლურმარენის სასაფლაოზე, ლურმარენში, ვოკლუზი, პროვანს-ალპ-კოტ დ'აზური, საფრანგეთი. კამიუს ორი ნაწარმოები მისი სიკვდილი შემდეგ გამოქვეყნდა. პირველი იყო უცხოს ადრეული ვარიანტი სათაურით "ბედნიერი სიკვდილი" და 1970 წელს დაიბეჭდა. მეორე ნაშრომი იყო მისი დაუმთავრებელი რომანი "პირველი ადამიანი". ეს იყო მისი ავტობიოგრაფიული ნაშრომი საკუთარ ბავშვობაზე ალჟირში და 1995 წელს გამოქვეყნდა.ადამიანი - უცხოდა აბსურდის თეატრის ერთ-ერთი არქიტექტორი მსოფლიო პროზაში...ექსისტენციალური ფილოსოფიისა და ლიტერატურის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი და მებაიარახტრე... აბსურდის ფილოსოფიის ამოსავალი წერტილი სამყაროს აბსურდულობის შეცნობაა. კამიუს მსოფლმხედველობის და აბსურდის მისეული გაგების ჩამოყალიბება სიზიფეს მითში მოხდა. ადამიანი თავისი მონოტონური ცხოვრების რომელიღაც მომენტში ფხიზლდება და უამრავს შეკითხვას უსვამს საკუთარ თავს ცხოვრებაზე, არსებობაზე, მაგრამ პასუხის ნაცვლად აბსურდის კედლებს აწყდება. ეს აბსურდი წარმოიქმნება კონფლიქტისგან, რომელიც ადამიანის მისწრაფებებსა და ობიექტურ რეალობას შორის არსებობს. გამოსავალს ზოგი იმედში ხედავს, ზოგი - რელიგიაში, ზოგიც - თვითმკვლეობაში. ვისაუბროთ კამიუს შემოქმედებაზე იზიარებთ თუ არა მის სოფმხედველობასეთანხმებით ნუ არა მის აზრებსდა პრინციპებს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
pollock_y Posted June 22, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2008 ის თვითმკვლელობას უარყოფს, თუმცა აღიარებს, რომ ყველა ჯანსაღ ადამიანს უფიქრია ამაზე. მას მოჰყავს გალილეოს მაგალითი, რომელმაც ფილოსოფიური ჭეშმარიტება მაშინვე უარჰყო, როგორც კი საქმე მისი სიცოცხლის ხელყოფას შეეხო და დასძენს, რომ სწორადაც მოიქცა. თვითმკვლელობა აღიარებაა იმისა, რომ ინდივიდის ცხოვრება აუტანელი ან გაუგებარი გახდა, ე.ი. ცხოვრება აღარ ღირს. კამიუ თვითმკვლელობას უპირისპირებს საღ აზრს, აბსურდის შეცნობასა და აღიარებას, რასაც ამბოხი მოჰყვება. აბსურდის შეცნობის მაგალითია სიზიფე. მან იცის, რომ ქვა ყოველთვის ისევ დაგორდება, მაგრამ მაინც ააქვს. სიზიფე თავს აღწევს აბსურდულობას იმით, რომ სეცნობილი აქვს იგი. კამიუ აცხადებს, რომ ადამიანი, რომელიც შეიცნობს აბსურდს, უნდა შეეცადოს გარდაქმნას იგი აზრებად და დააფიქსიროს მხატვრულ შემოქმედებაში. სწორედ ხელოვნებაა ხსნის ერთადერთი გზა. "თვითმკვლელობისთვის საჭიროა ძალიან გიყვარდეს შენი თავი, ნამდვილ რევოლუციონერებს ეს არ შეუძლიათ", - ამბობს კამიუ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
pollock_y Posted June 24, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted June 24, 2008 ოჰოჰჰ რა განვითარებულ/ნაკითხი თაობა მოდის :kaila: "სიმართლე იგივე ბედნირებაა, ის სულ უბრალოა და არც ისტორია გააჩნია" (La Crise De L'homme) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shortcut Posted July 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 (edited) ოჰოჰჰ რა განვითარებულ/ნაკითხი თაობა მოდის :kaila: (La Crise De L'homme)მსგავსი ცინიკური პოსტის დაწერის უფლება რომ გქონდეს, კაკ მინიმუმ ის უნდა იცოდე, რომ შენი საყვარელი მწერალს ის არ ჰქვია, რაც შენ გგონია. ალბერ კამიუა და არა ალბერტ. მოდერატორს ვთხოვ ჩაასწოროს სათაური. და პოსტიც. იზიარებთ თუ არა მის სოფმხედველობას Edited July 22, 2009 by shortcut Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Goddess Posted July 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 ალბერ კამიუა და არა ალბერტ.დაუსწრიათ უვკე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მალინა Posted July 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 24, 2009 სამწუხაროდ არ მაქვს წაკიტხული ( მაგრამ აუცილებლად ვნახავ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Goddess Posted July 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 24, 2009 The Bearer of Light სამწუხაროდ არ მაქვს წაკიტხული მაგრამ აუცილებლად ვნახავგაგონილი მაინც უნდა გქონდეს, რომ ალბერ კამიუა! ა ლ ბ ე რ ! ალბერტ არა არისტო კიდე.. ჩაასწორე სათაური მოდერ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
BOO Posted August 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 7, 2009 ჩემი საყვარელი მწერალი თუმცა დიდი ხანია არ ვეკარები , არმინდა ოდნავ მაინც გამიცრუვდეს იმედი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მალინა Posted August 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2009 ოდნავ მაინც გამიცრუვდეს იმედირატომ??/ ბლინქ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
BOO Posted August 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 8, 2009 რატომ??/ ბლინქ მქონია ხშირად,წიგნებს რომელთაც აღტაცებაში მოვუყვანივარ,გადაკითხვის შემდეგ იმედი გაუცრუებიათ, ანუ დროთა განმავლობაში თითქმის ყველაფრის აღქმა იცვლება და უბრალოდ არასასიამოვნოა,როდესაც ჩნდება განცდა ,რომ ამ წიგნის რა მომწონდა ჰოდა, ამ ეტაპზე,კამიუ მირჩევნია ხელშეუხებელი დავტოვო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მალინა Posted August 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 14, 2009 გუშინ წავიკითხე კამიუს ,,სტუმარი'' ძალიან მომეწონა გავაგრძელებ კიდე მის კითხვას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Abulabas Posted April 2, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 2, 2013 (edited) ნუ უცხო ხო შედევრია რასაც ქვია მაგრად მომეწონა ჩუმას(შავი ჭირი) ვკითხულობ ეხლა და რაღაც ვერ დავამუღამე Edited April 2, 2013 by Abulabas Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted April 4, 2013 დარეპორტება გაზიარება Posted April 4, 2013 Abulabasიქნებ დაგეხმაროს http://www.youtube.com/watch?v=7D2AZS7dbkw Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.