Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

რაღაცაშია საქმე,

ვინ წაშლიდა?

არ ვიცი, არაა პრობლემა კიდე დავდებ :mad:

 

12 თებერვალი 2010

 

იანვრის ბოლოს, საქართველოს ინტერესების დასაცავად, საქართველოს მთავრობამ დაიქირავა წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული უმრავლესობის ყოფილი ლიდერის, დიკ გეფჰარდტის მიერ დაარსებული ამერიკული ლობისტი ფირმა “გეფჰარდტ გრუფ გავერნმენტ ეფეარსი” (Gephardt Group Government Affairs). აღნიშნულ ფირმასთან დადებული ერთწლიანი ხელშეკრულების ღირებულება არის 436, 000 ამერიკული დოლარი.

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეისწავლა საქართველოს და ამერიკულ ლობისტ ფირმებს შoრის დადებული როგორც მოქმედი, ისე შეწყვეტილი ხელშეკრულებები, რომლებიც დარეგისტრირებულია აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს მიერ “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტით” (Foreign Agents Registration Act, FARA) და შეადგინა მონაცემთა ბაზა, სადაც მოცემულია ამგვარი ხელშეკრულებების შემოკლებული ვერსიები. http://transparency.ge/geo_us_lobbying

 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო მუდამ ქირაობდა პროფესიონალებს თავისი ინტერესების აშშ-ში ლობირებისათვის. სამწუხაროდ, 1990-იან წლებში საქართველოს მთავრობასა და აშშ-ს ფირმებს შორის დადებული იმ გარიგებების საჯაროდ ხელმისაწვდომი ჩანაწერები, რომლებიც საქარველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობას გულისხმობდა, არ შეიცავს ინფორმაციას კონტრაქტების ღირებულებაზე. ედუარდ შევაrდნაძის პრეზიდენტობის ბოლო წლებში სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი “საქართველოს რკინიგზა” აფინანსებდა ლობისტურ საქმიანობებს აშშ-ში. ხელშეკრულებების მიხედვთ, კომპანიამ დახარჯა 785,000 ამერiკული დოლარი 2002 წლის დასაწყისიდან 2004 წლის დასაწყისამდე.

 

გასულ წლებში საქართველოს ხელისუფლების მიერ ლობირებისათვის განკუთვნილი დანახარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ 1.666 მლნ. ამერიკული დოლარის ღირებულების კონტრაქტები დადო ამერiკელ ლობისტებთან. 2004 წლის დასაწყისიდან, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, საქართველომ დახარჯა 2.619 მლნ. ამერიკული დოლარი აშშ-ში თავისი პოლიტიკური იმიჯის გამოსასწორებლად.

 

“ორიონ სოლუშონსი” (Orion Solutions) გასულ წლებში საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი ლობისტი იყო აშშ-ში. ამ კომპანიამ დადო 800, 000 ამერიკული დოლარის ღირებულების კონტრაქტები საქართველოს მთავრობასთან. FARA-ს მონაცემების მიხედვით, აღნიშნული კომპანიის დამაარსებელი, რენდი შეუნემანი, რომელიც მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ნეოკონსერვატორულ წრეებში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს, სხვა ქვეყნებისათვისაც ლობირებდა, კერძოდ: ტაივანისთვის, მაკედონიისთvის, მონტენეგროსთვის, ლატვიისა და რუმინეთისთვის. “ორიონ სოლუშონსი” ასევე მუშაობდა “ეროვნული იარაღების ასოციაციისათვის” (National Rife Association) და თავდაცვის კომპანია “ლოკჰედ მარტინისთვის” (Lockheed Martin).

 

http://blog.washingtonpost.com/44/2008/06/...ann_mccain_ad...

 

2007 წლის იანვარში შეუნემანი გახდა ჯონ მაკკეინის საპრეზიდენტო კამპანიის უფროსი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში და სენატორის კამპანიიდან 2008 წლის 15 მაისამდე მას გადაუხადეს თითქმის 70, 000 დოლარი. ამ პერიოდში საქართველოს მთავრობისგან შეუნემანი 290,000 დოლარს იღებდა თავისი მომსახურებისთვის. შეუნემანი ასევე რჩევებს აძლევდა მაკ კეინს რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში.

 

http://www.washingtonpost.com/wp-dyn/conte...8/12/AR200808...

 

საქართველოს ლობისტური საქმიანობის მონიტორინგი ამერიკის შეერთებულ შტატებს გარეთ შედარებით რთულია, რადგანაც ევროკავშირის კანონმდებლობა ნაკლებ ავალდებულებს ლობისტებს დარეგისტრირებას და თავიანთი საქმიანობის გამხელას.

 

http://europa.eu/lobbyists/interest_repres...s/index_en.html

 

გარდიან-ის (Guardian) ანგარიშის მიხედვით, ბრიუსელში დაფუძნებულმა სააგენტომ, “ასპექტ კონსალტინგმა” (Aspect Constulting) 2007 წელს 500,000 ევრო (დაახლოებით 690,000 აშშ დოლარი) მიიღო ევროკავშირში და ნატოში საქართველოს გაწევრიანების ხელშესაწყობად.

 

http://www.guardian.co.uk/world/2008/aug/16/georgia.russia

 

რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ დაიწყო პროპაგანდისტული ომი ორ ქვეყანას შორის. “ასპექტ კონსალტინგის” დამფუძნებელმა პარტნიორმა, ჯეიმს ჰანტმა “პი არ ვიიკთან” (PR Week) საუბარში აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარი იყო, თუ როგორ ახერხებდნენ PR კომანიები რუსეთთან თანამშორმლობას. “მე ანგელოზების მხარეზე ვარ”, - თქვა მან. http://www.spinwatch.org/-articles-by-cate...e-of-the-angels

 

საქართველოსთვის და რუსეთისთვის მომუშავე PR სააგენტოები (ასპექტ კონსალტინგი, რომელიც მუშაობდა თბილისისთვის და ჯიპლუსი, რომელიც იცავდა მოსკოვის ინტერესებს), 2008

http://transparency.ge/node/561

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 35
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Popular Days

Top Posters In This Topic

მაყუთი რომ პიარზე იხარჯება ეგ არ არის დანაშაული მაგრამ რამდენად ეფექტურია ეგ პიარი და რამდენად ადეკვატურად აფასებს საფრთხეებს ხელისუფლება ეგ ნამდვილად საყურადღებო თემა ..

 

სააკაშვილის ხალხისკენ მობრუნებაა საჭირო თუ ეს შესაძლებელია თორე ვერანაირი პიარი ვერც მაგას და ვერც ქვეყანას ვერ იხსნის ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საერთაშორისო დონის აფერისტია ეს კაცი :)

 

კი, და თანაც სახლში ბევრი მონა დახვდა და სულ მთლად გაგულავდა. ამერიაკს და ევროპას რა ენაღვლება, გულში იცინიან , აი ჩვენ კი მაგრად გვერხევა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

 

საინტერესო სტატიაა და შენის ნებართვით ომის თემაშიც გამოვიყენებ.. ერთი აბზაცია იქ რომელიც ძალიან არ მომეწონა ..

 

დანარჩენი სიმართლე გითხრა რათქმაუნდა არ არის კარგი რომ ქვეყნის პირველი პირი გადამხდელის მილიონებს ხარჯავს და ქვეყნისთვის სასურველ შედეგს ვერ იღებს (სიმართლე ვთქვა მაგ სამიტზე მისი წასვლა მხოლოდ ობამასთან შეხვედრით თუ იქნებოდა გამართლებული), მაგრამ უნდა ეცადა ობამასთან შეხვედრა და პრინციპშI რადგან მართლა უნდა ეცადა ამიტომ ფი არ კომპანიებთან ურთიერთობების ამ წარუმატებელ გამოცდილებას სახელმწიფო დანაშაულში ვერ ჩაუთვლი .. ისედაც ეყოფა გრეხები მამენტ ...

 

 

 

 

 

 

 

 

ინტერეტი მაქვს იმის დედა ვატირე ...

 

ახუიეწ რა თხუთმეტი ათასჯერ გაითიშა ბლიად ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიშა ჰარვარდში, დემოკრატიას ვაშენებთ, აბა თქვენ რა გეგონათ? :)

 

მიშა შენს დემოკრატიას მივაჩუხჩუხე დღეში სამჯერ... :018:

 

ეს თემა წასაკითხადაც კი არ ღირს... სათაურშივე აგერევა კაცს გული! :puka: :puka: :puka:

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...